Volume Rate of Change, VROC – ინდიკატორი აჩვენებს, თუ რა მიმართულებით ვითარდება მოცულობის ტენდენცია. ინდიკატორის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ პრაქტიკულად ყველა გრაფიკულ გამოსახულებას (მწვერვალი, ფსკერი, გარღვევა და სხვა) თან ახლავს სავაჭრო მოცულობების ზრდა.
ინდიკატორთან მუშაობის მნიშვნელოვანი მომენტია გამოთვლის პერიოდის განსაზღვრა. მოკლე პერიოდები 10-15 ბარი აჩვენებენ მოცულობის უეცარ ცვლილებას. ამიტომ უფრო რეალისტური სიგნალების მისაღებად რეკომენდებულია 25-30 ბარის პერიოდის არჩევა. ეს გვაძლევს უფრო შეწონილ და მომრგვალებულ ხაზებს და აიოლებს ანალიზს. თავის მხრივ უფრო მოკლე პერიოდის არჩევისას ვიღებთ უფრო ტეხილ და “ხმაურიან” ხაზს, რაც შესაბამისად ართულებს ანალიზს.