Natural Gas

პროგნოზი NATURALGAS გრძევადიანი (2024 თებერვალი +)

პროგნოზი NATURALGAS აქტივის ტიპიდან გამომდინარე ძირითადად ეყრდნობა  ფუნდამენტალურ ანალიზს (პოლიტიკური, მაკროეკონომიკური და კლიმარური ფაქტორები ) და მხოლოდ ნაწილობრივ ტექნიკურ ანალიზს.

საპროგნოზო ფაქტორების ნაკრები:

ბუნებრივი აირის ფიუჩერსები იმყოფება სამი წლის წინანდელ მინიმუმზე (2022 წელი, კოვიდამდე).

მიზეზი:

  • ამერიკის შეერთებულ შტატებში ბუნებრივ აირზე მოთხოვნის შემცირება;
  • გაზის მარაგების სიჭარბე ევროპის ქვეყნებში;
  • ევროკავშირში გაზის მარაგი თებერვლის მონაცემებით შეადგენს 67%-ს (გერმანია -73, საფრანგეთი – 54%, იტალია 61%);
  • სამრეწველო ინდუსტრიის რეცესია ევროპაში;
  • თბილი ზამთარი;
  • ნორვეგიული გაზის მზარდი ექსპორტი ბრიტანეთსა და ევროპის ქვეყნებში;
  • მიუხედავად იმისა, რომ მომავალი კვირების განმავლობაში პროგნოზირებულია ევროპის კონტინენტზე ტემპერატურის ვარდნა, ეს ფაქტორი ვერ გამოიწვევს ბუნებრივ აირზე ფასის გლობალურ ზრდას, ისევ და ისევ გაზის დიდი მარაგების გამო;
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში ტემპერატურა კლიმატურ ნორმაზე  გაცილებით მაღალია, შესაბამისად ბუნებრივი აირის მიმდინარე მარაგები ზამთრის სეზონისთვის ნორმალურ მაჩვენებელზე 15%-ით მეტია;
  • ტექნიკურმა პრობლემებმა გამოიწვია გაზის მიწოდების შეჩერება ტექსასის შტატში მდებარე Freeport LNG თხევადი ბუნებრივი აირის ქარხანაში;
  • აშშ სენატი განიხილავს გაზის ექსპორტის დროებით შეზღუდვას და LNG-ის (თხევადი ბუნებრივი აირის) ექსპორტის ლიცენზიების გაცემის შეჩერებას იმ პროექტებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იგეგმება სარეალიზაციოდ. ექსპორტის შეზღუდვები აგრეთვე გამოიწვევს მარაგების ზრდას აშშ-ში;
დასკვნა:

ზემოთ აღნიშნული ფაქტორების კომპლექსმა გამოიწვია გაზის ფასების რეკორდული ვარდნა. ყველა ფაქტორი აშკარად დაღმავალი ტენდენციის გაგრძელებაზე მიუთითებს.

ზედიზედ ბოლო ორი წლის თბილმა ზამთარმა ფაქტიურად გაანადგურა ფასები ბუნებრივ აირზე.

გასათვალისწინებელია, რომ, ფასის ასეთი ძლიერი ვარდნა იწვევს ბალანსის ცვლილებას ბაზარზე და აიძულებს კომპანიებს შეამცირონ წარმოება/მოპოვება. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია განმეორდეს 2020-2021 წლების სცენარი, როდესაც ფასი მკვეთრად დაეცა 2020 წელს, ხოლო 2021 წელს ცივი ზამთრისა და შემცირებული წარმოების ხარჯზე მოხდა ფასის მკვეთრი ზრდა.

ასევე, როგორც ვიცით ძლიერი დაღმავალი ტენდენცია ჩვეულებრივ მთავრდება და იცვლება ძლიერი აღმავალი ტენდენციით.  თუმცა, სანამ შემობრუნება მოხდება, მანამდე შესაძლებელია კვლავ ძლიერი დაღმავალი იმპულსის მომსწრე გავხდეთ მინიმუმ 1.6 დონემდე. უფრო მეტიც, სავსებით შესაძლებელია ფასი 90-იანი წლების დონემდე 1.4-1.45 ჩამოვიდეს.

სამოქმედო სცენარი:
  • ამ მომენტში ისევ ვრჩები დაღმავალ ტრენდში, გაყიდვებში.
  • აღმავალი კორექციის შემთხვევაში 1.8 ზონაში კვლავ ვიხსნები Sell პოზიციით. H4 გრაფიკზე ამ ზონაშია ფასს შეხვდება Moving Average 42 (სხვა თაიმ ფრეიმებზე Moving Average -ზე თვალყურის დევნა არაპროდუქტიულია ინდიკატორის მრუდებსა და ფასს შორის დიდი მანძილის გამო).
  • ასევე, არავის გაუუქმებია ფიბონაჩი. ამიტომ: ვაკვირდები, ფიბონაჩის დონეებს – განსაკუთრებით 23%-ს.
  • ასევე, არავის გაუუქმებია სანთლური პატერნები. ამიტომ: დღიურ გრაფიკზე ვეძებ სანთლურ პატერნებს ორდერ ბლოკის სახით. ამ უკანასკნელზე, კერძოდ დაღმავალ ორდერ ბლოკებზე ვამატებ გაყიდვების პოზიციებს.
გასათვალისწინებელია:

აპრილში იწყება მომდევნო ზამთრის სეზონისთვის ბუნებრივი აირის სეზონური შესყიდვები და ამიტომ გაზის ფასის კორექტირება მოხდება. ასე რომ, აპრილში გადავინაცვლებ დამკვირვებლის როლში.

თუმცა აპრილამდე ჯერ დიდი დროა…

ფსკერი ან/და მწვერვალი ყველაზე ტკბილი ლუკმაა საფინანსო ბაზრებზე.

NatGas (D1)

NatGasDaily

NatGas (H4)

NatGasH4

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით