ერთ-ერთი საყურადღებო სანთლური პატერნი • GeoForex.info

ერთ-ერთი საყურადღებო სანთლური პატერნი

თან სწავლა:

ზემოთ წარმოდგენილი სურათის მიხედვით.

Telegram 2023-09-26 / 18:07:50

Eur/Usd D1 გრაფიკზე დააკვირდით შინდისფერი მართკუთხედით მონიშნულ სივრცეებს. მონიშნულია ის ადგილები სადაც დღიური სანთლის დახურვის ფასი და მომდევნო დღის გახსნის ფასი ერთი და იგივე ან თითქმის ერთი და იგივა – უმნიშვნელო ცდომილებით.

როდესაც საიტზე სტატიებში ბევრს ვსაუბრობ ფსიქოლოგიაზე, ზოგს შესაძლებელია ეს სტატიები – უაზრო ბლა, ბლა, ბლად მოეჩვენოს. სად, რაღაც ფსიქოლოგია და სად ფულის კეთება?!

აი ზემოთხსენებული ფორმაცია არის სწორედ ბაზრისა და ვაჭრობის ფსიქოლოგიის გამოვლინება. და სწორედ ის ბლა, ბლა, ბლა.

რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში:

ამერიკულ სესიაზე, ამერიკელებმა ჩვეული სპეკულაციური აღტკინებით ააფორიაქეს ბაზარი იმოძრავეს იქით-აქეთ, ხეთქეს და ხეთქეს ევროპელების სტოპ-ლოსები.

ერთ-ერთი საყურადღებო სანთლური პატერნი • GeoForex.info

ამ ბარდაგის შემდეგ დღის ბოლოს დაიხურა ნიუ-იორკის სავაჭრო სესია. დიხურა სავაჭრო დღეც.

ყველაფერი დამშვიდდა დაწყნარდა. ველინგტონის სესიაზე ინსტიტუციონალური ტრეიდერები მთქნარებისა და ყავის სმის მეტს არაფერს აკეთებენ.

და აი, აზიურ სესიაზე კი “შერხეული”, თუქსუსი აზიელები, ბევრმა არ იცით უუუ რა შერხეუები არიან ეგენი, პრინციპში შერხეულის ნაცვლად სხვა ეპითეტი ეკუთვნით მათ, მაგრამ აქ ხომ არ დავწერ მაგ ეპითეტს, სირცხვილია.

ჰოდა, ეგ თუქსუსი აზიელები ხსნიან სავაჭრო გრაფიკებს, თავისი მოჭუტული თვალებით აკვირდებიან ამერიკელების ნამოქმედარ მიწუწულ-მოწუწულ ბაზარს, “ნწუ, ნწუ, ნწუ” ჩაიპარაკებენ, თან თავს დანანებით გააქნევენ, ეცნობიან საბირჟო სიახლეებს, ატყობენ, რომ აქტივის შემდგომი ზრდისთვის არავითარი წინაპირობა არ არსებობს და ამიტომ “დავაი ტანკ ნაზად”-ს ყვირიან სავაჭრო მოედნებზე იაპონურად და ჩინურად და როგორც აზიელებს სჩვევიათ ხოლმე ჯგროდ აწვებიან სავაჭრო აქტივს ერთიანად, ან ერთ მხარეს ან მეორე მხარეს. ცნობისათვის აზიელი ინსტიტუციონალური და კერძო ტრეიდერები ყოველთვის ჯგროდ, ერთიანად მოქმედებენ ხოლმე.

ნუ იმ აზიაში ყველას მოჭუტული ხომ არ აქვს თვალები, ზოგი გამოერევა ვინმე საცოდავი ინდონეზიელი ტრეიდერი და ამიტომაც ზოგჯერ აზიური სანთელსაც აქვს ხოლმე კუდი, თანაც ინდონეზიურად მოკრძალებული.

სწორედ ეს საყოფაცხოვრებო შეგრძნებების დონეზე აღწერილი სიტუაცია, რეალში წარმოქმნის წინა სანთლის დახურვის და მომდევნო სანთლის გახსნის ერთმანეთის იდენტურ ფასებს.

რომელიც შემდეგის მანიშნებელია.

1) თუ ასეთ სანთლურ კომბინაციაში მომდევნო დღემ გადაფარა წინა დღის სანთელი – იქმნება სანთლური პატერნი შთანთქმა, იგივე სახეცვლილი ორდერბლოკი, რომელიც თუ გლობალური (უფროსი თაიმ-ფრეიმის) ტრენდის საპირისპიროდაა ჩამოყალიბებული, მაშინ გლობალური ტრენდის კორექციაზე მიგვითითებს, თუ ასეთი სანთლური კომბინაცია გლობალური ტრენდის მიმართულების თანხვედრილია, მაშინ გლობალური ტრენდის კორექციის შემდგომ გაგრძელებაზე მიგვითითებს.

2) თუ არც ორდერბლოკი და არც შთანთქმა არ ჩამოყალიბდა, ეს არ ნიშნავს, რომ ზემოთხსენებული სიტუაციის ალგორითმი დაირღვა. არა, ტენდენცია შესაძლებელია ზემოთ აღწერილი სცენარით გაგრძელდეს, თუმცა უმჯობესი სავაჭრო ვარიანტია თუ შთანთქმა ან ორდერ ბლოკი ჩამოყალიბდება.

3) ესეთი პატერნი გვხვდება ყველა ტაიმ ფრეიმზე და საჭიროა დაველოდოთ სასიგნალო (მომდევნო) სანთლის დახურვას ამ თაიმ-ფრეიმზე.

4) რა თქმა უნდა, ამ კომბიბაციაზე მუშაობა მიზანშეწონილია D1 თაიმფრეიმებზე და მეორე (სასიგნალო) სანთლის დახურვას აუცილებლად უნდა დაველოდოთ, რომ აღნიშნული კომბინაცია თვალნათლივ გამოჩნდეს. და თუ შუადღეს, ან საღამოს შევამჩნევთ მსგავს სიტუაციას ეგრევე არ უნდა ვეძგეროთ ტერმინალს და პოზიცია გავხსნათ. სანამ ამ ტექსტს ვწერდი ის კომბინაცია რომელიც ფოტოზეა გამოსახული უკვე ნელ-ნელა ფუჭდება.

ეს სიტუაცია თეორიაში აღწერილია. სახელი აღარ მახსოვს და ნუ მაქექინებთ ლიტერატურას სახელის გასახსენებლად.

უბრალოდ ვისაც გსურთ გაითვალისწინეთ. ამ კომბინაციით ოღონდ ფული იშოვეთ და თუ გინდათ პატერნს დაარქვით მაგალითად: “ლევანის ფსიქოლოგიური ბლა, ბლა, ბლა”. პრობლემა არ არის ???

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Artificial Intelligence

ხელოვნური ინტელექტი და მე

როდესაც, რაღაც მიზეზების გამო ყალთაბანდ ძმის შვილს ვუთხარი, რომ ჩინური ენა კაცობრიობის ცივილიზაციის მომავალია – …