ლიკვიდურობა

ლიკვიდურობა – მარტივად

ბანალური თეზისია: „ბაზარი მოძრაობს იმ მიმართულებით, სადაც ფულია”. ეს მხოლოდ თეზისი არ არის — ეს, საფინანსო ბაზრებზე, საყოფაცხოვრებო ბაზრებზე და ზოგადად ცხოვრებაში ფასის მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპია. სადაც ფულია იმ მიმართულებით მიემართება კეთილდღეობაც, ჯანმრთელობაც, ლამაზი ქალიც და ა.შ.

საფინანსო ბაზრებზე ლიკვიდურობა არის ფული, რომელიც “დამალულია” მონაწილეთა სტოპებსა და ლიმიტურ/გადადებულ ორდერებში.

ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს ყოველთვის სჭირდებათ დიდი რაოდენობით კონტრაქტები პოზიციის გასახსნელად ან დასახურად.

ამისათვის საჭიროა ლიკვიდურობა, ანუ ფული და ამ ფულის ანუ ლიკვიდურობის მიღების უმარტივესი გზაა სტოპების „ჩამოყრა“ და ბაზრის შეადრებით მცირე მონაწილეების ლიმიტური ორდერების „აკრეფა“.

ეს ვითარება გრაფიკზე გამოიყურება შემდეგნაირად:

✅ ლიკვიდურობის დონეები არის:

დონეები, სადაც მდებარეობს ტრეიდერების სტოპები, რომელიც ადვილად ჩანს აშკარა მაქსიმუმებით და მინიმუმებით, დაგროვების ზონებით და მხარდაჭერის/წინააღმდეგობის დონეებით;

✅ ფასის რეაქციას ამ ზონებში:

ბაზარი ხშირად განზრახ არღვევს ასეთ ზონებს მკვეთრი!!! მოძრაობით (სტოპების “ჩამოყრა”), რის შემდეგაც ფასი საპირისპირო მიმართულებით ბრუნდება (გადადებული ორდერების აკრეფა);

✅ ამოცანა: ამ ხაფანგში არ მოხვედრა

ნაცვლად იმისა, რომ პოზიციები გავხსნათ თითქოსდა აშკარა, „უტყუარ“ (ჩვენთან რომ უყვართ ხოლმე სიტყვა „უეჭველი“) სავაჭრო წერტილებში, უნდა დავფიქრდეთ, სად შეიძლება იყოს განთავსებული სხვა ტრეიდერების სტოპები ან/და გადადებული ორდერები და როგორ შეუძლიათ ბაზრის დიდ მოთამაშეებს მათი (ამ) ლიკვიდურობის გამოყენება.

ვაჭრობის ალგორითმი

🟢 მოვერიდოთ პოზიციების გახსნას იმ წერტილებში, სადაც აშკარად მდებარეობს უმრავლესობის სტოპები ან/და სავარაუდოდ გადადებული ორდერები;

🟢 გამოვიყენოთ ყალბი გარღვევები საპირისპირო მიმართულებით შესასვლელად;

🟢 ვიყოთ ფრთხილად იმ ზონებში, სადაც ლიკვიდურობა ჯერ კიდევ გროვდება, რადგან ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს ჯერ არ მიუღიათ საჭირო ფულადი მოცულობა პოზიციების გასახსნელად.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

PricePredictions

PricePredictions პროგნოზი

PricePredictions ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმის მანქანური თვითსწავლების ალგორითმების მიხედვით, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან სხვადასხვა აქტივების ფასების …