მარკეტ მეიკერი - საფინანსო ბაზრების საკვანძო სუბიექტი
მარკეტ მეიკერი - საფინანსო ბაზრების საკვანძო სუბიექტი

მარკეტ მეიკერი – საფინანსო ბაზრების საკვანძო სუბიექტი.

ყველა საფინანსო ბაზარზე აბსოლუტურად ყველა სავაჭრო ოპერაცია არის ჩაკეტილი ციკლი.

✅ ანუ, რიდესაც ხდება გაყიდვა, იმავდროულად (აქ ეს სიტყვა საკვანძოა) ხდება ყიდვა და პირიქით, ყიდვა = გაყიდვას.

✅ მაკეტ მეიკერი არის ფინანსური კომპანია, რომელიც საფინანსო ბაზარზე უზრუნველყოფს უმნიშვნელოვანეს, უმთავრეს ასპექტს:

✅ საფინანსო აქტივების ლიკვიდურობას მყიდველების და გამყიდველებისთვის, რომელთა ოპერაციები ერთმანეთს არ ემთხვევიან დროში.

მაგალითად, მე გადავწყვიტე 300 მილიონი დოლარის ღირებულების ამაზონის აქციების გაყიდვა (ნეტამც).

ან,

გადავწყვიტე 500 მილიონის ევროს ყიდვა. (ეგეც ნეტამც)

მაგრამ:

▶️ 1) დროის ამ მომენტში ბაზარზე არ არის მყიდველი, რომელსაც სურს ან შეუძლია ამ მოცულობების ამაზონის აქციების ყიდვა და ბაზარზე არ არის 500 მილიონის ოდენობის ლოტის მოცულობის ევროს გამყიდველი.

▶️ 2) ჩემი ამხელა მოცულობების პაკეტით შემიძლია ამაზონის დავაგდო, ხოლო ევროს ფასი მყისიერად ავაგდო.

▶️ 3) თუ ჩემი ეს პაკეტები იმწამსვე, მომენტალურად არ გაიყიდა და ასე ვთქვათ გაყიდვის განაცხადი ჰაერში გამოეკიდა, მაშინ და მაშასადამე ირღვევა საფინანსო ბაზრების ფუნდამენტური პრინციპი, რაზეც დგას ეს ბაზრები. ეს პრინციპია – ლიკვიდურობა.

🟥 იმისათვის, რომ საფინანსო ბაზრის კოლაფსი და ზემოთ ჩამოთვლილი სამივე ნეგატიური მომენტი არ მოხდეს, ჩემი ორდერის/განაცხადის/სავაჭრო პოზიციის ბაზარზე განთავსებისთანავე, მომენტალურად საქმეში ერთვება მარკეტ მეიკერი.

🟥 მარკეტ მეიკერი მყისიერად ყიდულობს ჩემს 300 მილიონის ამაზონის აქციებს და 500 მილიონ ევროს მყისიერად მომყიდის მე, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა ამ მოცულობის გაყიდვის განაცხადი ამ მომენტში ბაზარზე.

ხოლო შემდეგ თავად ელოდება ამ პაკეტების მყიდველს და გამყიდველს.

✅ ყველაზე მინიმალურ 1 წუთიან გრაფიკზე (არსებობს უფრო მცირე დროის ინტერვალებიც, თუმცა ეგ ხელოვნური მარაზმია) ჰოდა, ამ 1 წუთიან გრაფიკებზე ჩვენ ვხედავთ ფასთა წამიერ ცვლილებებს და კოტირებების სისწრაფეს. ანუ ფაქტობრივად ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ოპერაციების სისწრაფეს. ანუ მთქნარების დრო ბაზარზე არ არის.

✅ ლოგიკის მიხედვით, მე, ჩემი 300 მილიონი ამაზონის აქციებით, პრინციპში უნდა ჩამოვაქციო ამაზონის აქციების ფასი და მე ჩემივე 500 მილიონი ევროს შესყიდვით უნდა მივცე მყისიერი აღმავალი იმპულსი ევროს ფასს.

მაგრამ როგორც ერთი ცნობილი პაციენტი ამბობდა ხოლმე “ნურას უკაცრავად”. მე ამ დაქცევა-ჩამოქცევის უფლევას არავინ მომცემს.

✅ ვინაიდან მარკეტ მეიკერები ლიკვიდურობის შექმნასთან ერთად ქმნიან ფასებს და ფასთა მოძრაობასაც და ამ ფასების ერთგვარ მუხრუჭსაც.

✅ მაშასადამე ეს ლიკვიდურობა დაა ფასწარმოქმნა საჭიროა ყოველწამიერად, მაშასადამე ლიკვიდურობის უზრუნველმყოფი კომპანიები ყოველწამიერად ოპერირებენ საფინანსო ბაზრებზე და შესაბამისად გამოდის, რომ ინსტიტუციონალური ტრეიდერები და ჩვენ, რიგითი “ლიფსიტები” სავაჭრო დროის 80-90 პროცენტის განმავლობაში, თუ მეტი არა, ვვაჭრობთ მარკეტ მეიკერებთან და მარკეტ მეიკერების წინააღმდეგ.

✅ ეს პროცესი რიცხვითი გამოხატულებით რომ წარმოვიდგინოთ, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში საფონდო ბაზარზე დღიური სავაჭრო მოცულობა, ანუ აქტივების ყიდვა-გაყიდვის მოცულობა 500 მილიარდ დოლარს აჭარბებს. რომ არაფერი ვთქვათ 7 ტრილიონიანი დღე-ღამური ბრუნვის ფორექსის ბაზრის შესახებ. და ამ მოცულობების სავაჭრო ოპერაციების ლიკვიდურობებს ‼️საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ მარკეტ მეიკერები.

🟥 მაშასადამე, ეგ თანამედროვე მოდური ტერმინი “ჭკვიანი ფული” რა ყოფილა? სწორია – მ ა რ კ ე ტ მ ე ი კ ე რ ი.

‼️ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.

რეზიუმე:

🟥 ფრაზა, დასკვნა, მოსაზრება, რომელსაც ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს თავის პროგნოზებში – “…ფასი უეჭველი იქით წავა ან აქეთ წამოვა…” იმიტომ რომ, იმიტომ…. არის არათუ მცდარი, არამედ დამღუპველი.

‼️ფასი წავა იქითკენ საითკენაც ამას მარკეტ მეიკერების კარტელური შეთანხმება მოისურვებს. და ვერცერთი ორდერ ბლოკი და ე.წ. “ჭკვიანი ფულის” კონცეფცია თავისი აკუმულაცია – დისტრიბუციით და ორდერბლოკებით ვერ განსაზღვრავს.

🟥 და აქ, რა თქმა უნდა ტრეიდერის არსენალში აუცილებლად არსებულ დროით გამოცდილ სავაჭრო სტრატეგიასა და ტაქტიკასთან ერთად, ერთვება ტრეიდინგის ერთი უმნიშვნელოვანესი ნიუანსი რომელსაც ინტუიცია ჰქვია, რომელზეც საუბარი შემდეგ სტატიებში გვექნება…

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Ludomaniya

მოზარდი ინვესტორები

ამერიკის შეერთებული შტატების საბროკერო კომპანიებში 13-დან 19 წლამდე მოზარდების ანგარიშების რაოდენობამ 2019-2023 წლებში მოიმატა 150%-ით …