Ludomaniya

მოზარდი ინვესტორები

ამერიკის შეერთებული შტატების საბროკერო კომპანიებში 13-დან 19 წლამდე მოზარდების ანგარიშების რაოდენობამ 2019-2023 წლებში მოიმატა 150%-ით და მარტო ერთ საბროკერო კომპანიაში Charles Schwab მიაღწია 300 000-ს. იგივე მზარდი ტენდენციაა სხვა საბროკერო კომპანიებში Vanguard, Fidelity, Morgan Stanley და ა.შ.

Telegram 21.02.2024

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა მხოლოდ იქ, არასრულწლოვნებისთვის საინვესტიციო საქმიანობა ნებადართული არ არის, მოზარდები თავიანთ მშობლებს სთხოვენ საბროკერო კომპანიებში ანგარიშების გახსნას, ხოლო შემდეგ თავად ახორციელებენ ინვესტირებას.

კვლევების მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატების 13-დან 17 წლამდე მოზარდების მეოთხედი დაკავებულია საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინვესტირებით.

მათში პოპულარობით სარგებლობენ ტექნოლოგიური გიგანტების აქციები და საფონდო ინდექსები.

სხვა ქვეყნების კვლევები არ წამიკითხავს, თუმცა ვთვლი, რომ სიტუაცია მეტნაკლებად ანალოგიური იქნება იქაც.

დიდი რაოდენობის პირადი კონტაქტების მეშვეობით დაზუსტებით ვიცი რუსეთის და ჩინეთის ბაზრების ინვესტორებს შორის მოზარდების და 30 წლამდე ახალგაზრდების, სხვათა შორის მათ შორის ქალთა სქესის ჩართულობის მზარდი ტენდენციების შესახებ.

სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით:

როგორც ყოფილი და საკმაოდ წარმატებული „კარტიოჟნიკი“, რომელიც კაზინოებში ვათენებდი და რომელსაც უკვე 24 წელი „დურაკა“-ც კი აღარ მითამაშია, ვთვლი, რომ არამართებულია მოზარდის არამყარი ფსიქიკისთვის საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე საქმიანობა.

მოზარდის კი არა, ასაკობრივად ჩამოყალიბებული ადამიანისთვისაც კი ძნელია აზარტის მოთოკვა. აზარტის მოქცევა საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის და არა მისადმი დამონება.

საფინანსო ბაზრები ემოციურად დიდად არ განსხვავდებიან კაზინოებისგან და ზოგადად აზარტული თამაშებისგან.

საფინანსო ბაზარი, ისევე როგორც კაზინო არამყარ ფსიქიკას ანგრევს – ალკოჰოლის, ნარკოტიკის და თუნდაც უპასუხო ცალმხრივი სიყვარულის მსგავსად – ნუ ეს კიდევ ცალკე თემაა და ამის გამოსწორება კიდევ ჰა და ჰა შესაძლებელია😂😂.

ლუდომანია სხვა კი არაფერია…

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

telegram

შპარგალკა 5

ამერიკის შეერთბული შტატების საფონდო ინდექსები S&P500, NASDAQ100 და US30 უარყოფით კორელაციაში არიან აშშ დოლარის ინდექსთან …