ბაზარი ყველას დააქვესკნელებს 😊, ვინც არ დაემორჩილება. დღეს ან ჩვენ თავადვე დავამყარებთ წესრიგს ჩვენს ვაჭრობაში, ან ხვალ ბაზარი ყველაფერს წაგვართმევს.
🟥 წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რა წესების მიხედვით ვიმოქმედოთ ამა თუ იმ სიტუაციაში, რადგან როცა წესები არ გვაქვს, ინსტიქტებით ვმოქმედებთ.
ხოლო,
🟥 ტრეიდერის მთავარი ინსტიქტი, განსაკუთრებით ფინანსური დანაკარგის ზღვარზე მყოფი ტრეიდერის – გაბრაზებული, პანიკური ბრძოლაა: პრიმიტიული ემოციური რეაქციები ამყარებენ კონტროლს ჩვენს მოქმედებებზე.
🟥 ნუ ვითამაშებთ ცეცხლთან. შევადგინოთ სავაჭრო გეგმა და ვისწავლოთ მისი მკაცრად დაცვა.
🟥 ჩვენი გეგმა არის ჩვენი პირადი ვალდებულება — მკაცრი პასუხისმგებლობით მივუდგეთ ვაჭრობის პროცესს საფინანსო ბაზრებზე.
სავაჭრო გეგმის შემადგენელი თეზისები
✅ რისკის მართვა
➡️ რეკომენდებული და ყველაზე ოპტიმალური რისკი დეპოზიტის 1%;
➡️ დასაშვები მაჩვენებელი არაუმეტეს 2-3%;
➡️ რისკისა და მოგების ოპტიმალური თანაფარდობა 1:3;
➡️ აუცილებელია სტოპ ლოსის გამოყენება ყოველ გარიგებაზე. ალტერნატივა – პოზიციის ჩაკეტვა, თუმცა ეს უკანასკნელი საჭიროებს მაღალ ტრეიდერულ კვალიფიკაციას და ლოკირებული პოზიციებიდან გამოსვლის უნარების ზედმიწევნით ცოდნას.
✅ სეტაპები (ფაქტორების ერთობლიობა)
ვაჭრობის საწყის ეტაპზე ყველაზე ოპტიმალურია კონცენტრირება მოვახდინოთ სეტაპების მინიმალურ რაოდენობაზე, რათა უფრო ეფექტურად გამოვიმუშაოთ მათი გამოყენების უნარ-ჩვევები რეალურ დროში.
✅ სავაჭრო წყვილები
➡️ საწყის ეტაპზე არ არის საჭირო გავფანტოთ ჩვენი ყურადღება რამდენიმე ათეულ სავაჭრო წყვილზე. საკმარისის 3-5 აქტივის არჩევა.
➡️ ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი გარიგების გახსნა და ამისათვის უამრავი სავაჭრო წყვილის თვალიერება-ანალიზი.
➡️ სამუშაო აქტივების დიდი რაოდენობა აუცილებლად უარყოფითად აისახება ვაჭრობის ხარისხზე. კვალიფიკაციის ზრდასთან ერთად შეგვიძლია სამუშაო აქტივების რაოდენობის გაზრდაც.
✅ ტაიმ ფრეიმები
სწორი გადაწყვეტილების მისაღებად არ არის საკმარისი ვიმუშაოთ ერთ რომელიმე დროის ინტერვალზე.
ანალიზი წარმოადგენს მულტი ტაიმფრეიმულ პროცესს, ანუ ანალიზი უნდა მიმდინარეობდეს დიდი ე.წ. უფროსი ტაიმ ფრეიმებიდან მცირე ე.წ. უმცროს ტაიმ ფრეიმებამდე (მიმართულება დიდიდან – პატარამდე).
ეს წესი კატეგორიულია და ვრცელდება ვაჭრობის აბსოლუტურად ყველა სტილზე: სკალპინგიდან დაწყებული გრძელვადიანი ვაჭრობით დამთავრებული.
✅ პოზიციაში შესვლა
➡️ პოზიციის მოცულობა გამოითვლება ყველა პოზიციისთვის ინდივიდუალურად.
➡️ თუ არ ვიცით, თუ სად დავაყენოთ ტეიკ პროფიტი და სტოპ ლოსი, მაშასადამე არ გვაქვს საკმარისი რაოდენობის ფაქტორები ამ პოზიციის გასახსნელად.
✅ პოზიციის მართვა
➡️ გრაფიკის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია სტოპ ლოსის გადატანა უზარალობის დონეზე;
➡️ გრაფიკის ანალიზის საფუძველზე და არა იმის გამო რომ ფასი ოდნავ წავიდა ჩვენი მიმართულებით, შეგვიძლია მოგების ნაწილობრივ დახურვა.
➡️ მოგების ნაწილობრივი დახურვის დროს რეკომენდებულია მთლიანი პოზიცია გადავიყვანოთ უზარალობაში;
✅ პოზიციის დახურვა
იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რატომ დავხურეთ პოზიცია დროზე ადრე, ამისათვის საჭიროა ვაწარმოოთ სავაჭრო ჟურნალი, რადგან გავიგოთ რა უარყოფითი კომპონენტი აქვს ჩვენს სავაჭრო გეგმას, რათა ეს უარყოფითი გამოვასწოროთ მომავალში და ამ გზით აღარ დავხუროთ ხოლმე პოზიციები დროზე ადრე და შესაბამისად დავკარგოთ მოგების უფრო მეტი პოტენციალი.
✅ ფსიქოლოგია
შეძლებისდაგვარად დაწვრილებით ჩავიწეროთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ სტრესულ სიტუაციაში, რათა ჩვენი ფულადი ინტერესის ზეწოლით გამოწვეულ ჩვენი ქცევის დეფორმაციას გავუმკლავდეთ და დავაკორექტიროთ იგი.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით