Options

შპარგალკა 4

როდესაც, ღია ინტერესი ოფციონის მიმართ უფრო მეტად ორიენტირებულია ქოლ ოფციონებზე ვიდრე ფუთ ოფციონებზე, ანუ ქოლ ოფციონების მოცულობა უფრო მეტია ფუთ ოფციონების მოცულობაზე, მაშინ ეს ინტერპრეტირებული უნდა იქნას, როგორც აღმავალი ტენდენცია ოფციონის აქტივისათვის.

Telegram 20/12/2023

ამ შპარგალკის შემოწმება შეგვიძლია უახლოეს დღეებში

ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ღია ინტერესმა ბიტკოინ ოფციონების მიმართ მიაღწია რეკორდულ 2 მილიარდ დოლარს დაუხურავი კონტრაქტებით. ოფციონების ღია ინტერესი ბიტკოინ ფიუჩერსების მიმართ რეკორდულად მაქსიმალურია და არის 2,1 მილიარდი დოლარი.

კონტრაქტების ძირითადი მოცულობის დასრულების ვადაა 2023 წლის დეკემბრის ბოლო.

* შენიშვნა

  • ფუთ ოფციონი (put option) – არის სწრაფი კონტრაქტი, რომელიც მის მყიდველს აძლევს უფლებას გაყიდოს აქტივი წინასწარ მითითებულ ფასად წინასწარ მითითებული ვადის დადგომის მომენტში.
  • ქოლ ოფციონი (сall option) – არის სწრაფი კონტრაქტი, რომელიც მის მყიდველს აძლევს უფლებას იყიდოს აქტივი წინასწარ მითითებულ ფასად წინასწარ მითითებული ვადის დადგომის მომენტში.

უფრო მარტივად:

  • ქოლ ოფციონი – ზემოთ;
  • ფუთ ოფციონი – ქვემოთ;

როგორც ზედა სურათზეა.

მიმაჩნია, რომ აჟიოტაჟი სპოტურ საბირჟო ფონდებზე (ETF) ბიტკოინის მოსალოდნელ დაშვებას უკავშირდება.

უფრო ვრცლად ოფციონების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ საიტზე GeoForex.info – შესაბამის რუბრიკაში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Artificial Intelligence

ხელოვნური ინტელექტი და მე

როდესაც, რაღაც მიზეზების გამო ყალთაბანდ ძმის შვილს ვუთხარი, რომ ჩინური ენა კაცობრიობის ცივილიზაციის მომავალია – …