S&P 500 ინდექსი • GeoForex.info

S&P 500 ინდექსი

ზემოთ წარმოდგენილია სურათი იმისა, რომ ტექნიკური ანალიზი შემთხვევების 99%-ში მუშაობს და სურათი იმისა, რომ ისტორია მეორდება და ისტორიული მონაცემების უგულველყოფა არ შეიძლება.

Telegram 2023-09-24 / 17:19:08

ამიტომ:

ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველ წელს, სექტემბრის ბოლო დეკადაში (ბოლო 10 დღეში), S&P 500 ინდექსი, სხვათა შორის სხვა ინდექსებიც, დაღმასვლას განიცდის. ამის 60-70 პროცენტიანი ალბათობა არსებობს.

და ეს არ არის არც ვინმეს აღმოჩენა და არც შემთხვევითობა. ეს ელემენტარულად დაკავშირებულია ამერიკის შეერთებული შტატების საგადასახადო სისტემასთან. 30 სექტემბერს ამერიკაში მთავრდება ფისკალური (საგადასახადო) წელი.

 

S&P 500 ინდექსი • GeoForex.info

ხოლო:

რაც შეეხება ტექნიკურ ანალიზს, მან სიგნალი მოგვცა 14 და 15 სექტემბრის დღიური სანთლებით, რომლებმაც წარმოქმნეს დაღმავალი ორდერ ბლოკი. გინდა შთანთქმის ფორმაცია ვუწოდოთ და გინდა Double High ფორმაცია ვუწოდოთ. პრინციპში სამივე ერთი და იგივეა.

და როდესაც ეს ორი კომპონენტი ვიცით და ამ კომპონენტების ურთიერთქმედება ვიცით და როდესაც ეს ორი კომპონენტი ერთმანეთს შეერწყმება, მაშინ ყოველ წელს 20 სექტემბრიდან მინიმუმ 30 სექტემბრამდე შეგვიძლია შემოსავლის მიღება 60-70 პროცენტიანი გარანტიით. მთავარი კომპონენტია ფისკალური წელის დასასრული, ხოლო მეორადი კომპონენტი რაიმე დადასტურება ტექნიკური ანალიზის თვალსაზრისით.

და თუ ისიც ვიცით, რომ S&P 500 ინდექსმა შესაძლებელია ჩაითრიოს Nasdaq და Dow Jones ინდექსებიც, ამიტომ საინვესტიციო პორტფელის შემოსავალი შესაძლებელია გასამმაგდეს კიდეც.

კლასიკურ თეორიაში ასეთი ტიპის ვაჭრობას სეზონურ ვაჭრობას/ინვესტირებას უწოდებენ. და თუ პასიურ ტრეიდერს 1-2 მსგავსი სეზონური ფიშკა ექნება შეიარაღებაში, სავსებით შესაძლებელია მან წელიწადში თუნდაც მხოლოდ 8-ჯერ ივაჭროს და სოლიდური შემოსავალიც მიიღოს, თუმცა ეს სულ სხვა სტატიის თემაა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

telegram

შპარგალკა 5

ამერიკის შეერთბული შტატების საფონდო ინდექსები S&P500, NASDAQ100 და US30 უარყოფით კორელაციაში არიან აშშ დოლარის ინდექსთან …