ტრეიდინგი ვერ გადაწყვეტს ჩვენს პრობლემებს • GeoForex.info

ტრეიდინგი ვერ გადაწყვეტს ჩვენს პრობლემებს

თუ უკმაყოფილო ვართ მიმდინარე სიტუაციით, ვართ დეპრესიაში, მიტოვებულად ვგრძნობთ თავს, სასწრაოდ გვჭირდება ფული (თუმცა ფული ვის არ სჭირდება, თანაც სასწრაფოდ) – ასეთ სიტუაციებში ტრეიდინგი არაა გამოსავალი, ტრეიდინგი უფრო გააღრმავებს ამ პრობლემებს.

Telegram 2023-09-23 / 21:17:50

თუ, ტრეიდინგში ვხედავთ არა ჩვენი დინამიურად, თანმიმდევრულად განვითარების და გამდიდრების წყაროს, არამედ პრობლემების სწრაფი გადაწყვეტის საშუალებას – მერწმუნეთ ესეთი მიდგომა უფრო დაამძიმებს სიტუაციას.

ამ ვითარებაში ტრეიდინგი ახალი პრობლემაა და ახალი თავსატეხია, რომელიც უფრო გააძლიერებს ზეწოლას ჩვენზე.

ყველაფერი დასრულდება დეპოზიტის ლიკვიდაციით, რომელიც უფრო მეტად გაართულებს ვითარებას, ეს გამოიწვევს ჩვენს გაბრაზებასა და შესაბამისად აჩქარებას და საკუთარი კაპიტალის მიმართ დაუნდობელ მოპყრობას.

რამდენიმე წამგებიანი გარიგების შემდეგ საფინანსო ბაზარზე მოვიქცევით ისე, როგორც კაზინოში იქცევიან ხოლმე, ანუ დავიწყებთ თამაშს და არა მუშაობას. გადავიქცევით „იგროკებად“ და არა ტრეიდერებად.

  • არასოდეს არ უნდა დავჯდეთ გრაფიკთან სავაჭროდ ნასვამ მდგომარეობაში – გამორიცხეთ;
  • „პახმელიაზე“ ხომ საერთოდ არ უნდა გავიხედოთ კომპიუტერისკენ.
  • ნასესხები ფულით არც კი უნდა გავბედოთ ვაჭრობის დაწყება. ჯობია საკუთარი 10 დოლარით შევიდეთ ბაზარზე, ვიდრე ნასესხები ან დაკრედიტებული 1000 დოლარით.
  • გოგონებმა იმ!!! დღეებში ეცადეთ ხოლმე სხვა რამით დაკავდეთ.
  • არც პირადული „ლავ სთორი“ დრამების დროს მიხვიდეთ გრაფიკებთან.

მერმუნეთ ეგრეა. მერწმუნეთ გამოცდილია, მერწმუნეთ ცხვირი არაერთხელ წამტვრეულია. წამტვრეული კი არა ცხვირი დაჩეჩქვილია. ნუ, იმ!!! დღეების გამოცდილება არ მქონია?, მაგრამ ეგრეა.

ტრეიდინგი ჰგავს ქალს. ან სიამოვნების მწვერვალზე აგიყვანს და ცხოვრებით დაგატკბობს, ან ისე დაგცემს დაბლა, რომ ბომჟად გაქცევს.

ტრეიდინგი ჰგავს ალკოჰოლს. ვინც იცის სმა – ის კაიფს იჭერს. ვინც სმა არ იცის – ის ემსგავსება ღორს.

ტრეიდინგი ვერ გადაწყვეტს ჩვენს პრობლემებს. ტრეიდინგი ინსტრუმენტია ბედნიერების ან უბედურების მისაღწევად.

* პოსტი მიეძღვნა რთულ, შავ „პალასაზე“ და განცდებში მყოფი ადამიანის შეკითხვას. როგორც გრაფიკზე შავ სანთელს ცვლის თეთრი სანთელი, ისევე ცხოვრებაშიც შავ „პალასას“ ცვლის თეთრი „პალასა“. მთავარია სიმშვიდე და მოთმინება.

GeoForex.info მუდამ წარმატებებს და ბარაქას გისურვებთ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Artificial Intelligence

ხელოვნური ინტელექტი და მე

როდესაც, რაღაც მიზეზების გამო ყალთაბანდ ძმის შვილს ვუთხარი, რომ ჩინური ენა კაცობრიობის ცივილიზაციის მომავალია – …