Gap/გეპი/Гэп

Gap/გეპი/Гэп

Gap/გეპი/Гэп – არის ტიპიური სიტუაცია ფორექსის ბაზარზე, რომლის დროსას სავაჭრო სესიის დაწყებისას წინა სანთლის დავურვისა და ახალი სანთლის გახსნის ფასებს შორის წარმოიქმნება გარკვეული ფასთა დიაპაზონი, რომლის დროსაც ფასებს შორის ერთგვარი წყვეტა გამოისახება გრაფიკზე. ეს ხდება იმიტომ რომ სესიის დახურვის და გახსნის მომენტში ვაჭრობა არ მიმდინარეობდა და ამიტომაც არ იყო კოტირებები.

ფორექსის ბაზრის ამ თვისების გამო, გაუთვალისწინებელი ზარალის თავიდან ასაცილებლად ბევრი ტრეიდერი ვაჭრობს შიდა დღიურ დიაპაზონში.

როგორც წესი, Gap/გეპი/Гэп წარმოიქმნება ხანგრძლივი დასვენებების ან დღესასწაულების შემდეგ. იგი გამოწვეულია მომხდარი მოვლენებით და ეკონომიკური სიახლეებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ფორექსის ბაზარზე. გეპი ძალიან საინტერესო მოვლენაა და ამიტომ მასზე უფრო ვრცლად და საფუძვლიანად გვექნება საუბარი სხვა სტატიებში.

არსებობს მოსაზრება, რომ ნებისმიერი გეპი იხურება, ანუ ფასი ისევ ბრუნდება წინა სესიის ფასის დონემდე. ამ ალგორითმის გამოყენება იძლევა მოგების მიღების კარგ შანსს.

Gap/გეპი/Гэп მაგალითი

Gap/გეპი/Гэп

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით