სარჩევი
ვალუტირების თარიღი/Value date /Дата валютирования – ეს არის კალენდარული თარიღი, როდესაც მხარეები, რომლებმაც განახორციელეს ყიდვა/გაყიდვის სავაჭრო ოპერაცია, ვალდებულებას იღებენ განახორციელონ ანგარიშსწორება.
ჩვეულებისამებრ, ვალუტირების თარიღია სავალუტო წყვილის ქვეყნების ტერიტორიაზე სამუშაო დღე. არბიტრაჟული სავალუტო ოპერაციების განხორციელებისას ანგარიშსწორების თარიღად დგინდება სავაჭრო გარიგების განხორციელების მეორე დღე, რომელსაც სპოტი (Spot) ეწოდება.
ვალუტირების თარიღის ცვლილება ხდება მთელს მსოფლიოში ერთი და იმავე დროს GMT +2 საათზე. ვალუტირების თარიღი საფუძვლად უდევს აგრეთვე ფინანსურ დოკუმენტაციებსაც.
ვალუტირების თარიღი გულისხმობს სრულ ანგარიშწორებას ადრე განხორციელებულ სავაჭრო გარიგებებზე. ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს რამდენიმე სახით.
Value date/ვალუტირების თარიღი ჩვეულებისამებრ გაწერილია ხელშეკრულებაში:
- შეთანხმებული თანხის ჩარიცხვა კონტრაგენტის საანგარიშსწორებო ანგარიშზე.
- ნაღდი ანგარიშსწორება კონტრაგენტის სასარგებლოდ.
- საჭირო თანხის ჩარიცხვა წარმომადგენლის ანგარიშზე – ფორექსის სადილინგო ცენტრში, რომელიც წარმოადგენს კლიენტის ინტერესებს შესაბამის სავაჭრო გარიგებაში.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით