ფიბონაჩის დონეებით ვაჭრობის სისტემა • GeoForex.info

ფიბონაჩის დონეებით ვაჭრობის სისტემა

ფიბონაჩის დონეები, ფიბო დონეები (Fibo – დონეები) ძალიან ხშირად გამოიყენება ტრეიდერების მიერ საფინანსო ბაზრებზე, მათ შორის ფორექსზე ვაჭრობის დროს.

ფიბონაჩის დონეების გამოყენებას ბევრი სტრატეგია ეფუძნება.

ერთ-ერთი ყველაზე გავცელებული სავაჭრო სტრატეგის ალგორითმის მიხევდით, ფასი კორექტირდება განვლილ ტრენდთან მიმართებაში და გადის მანძილს რომელიც ტოლია – განვლილი მანძილი გამრავლებული კოეფიცენტებზე 0.236 0.382 0.5 და 0.618.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სავალუტო წყვილს, აქვს ასხლეტისა და შემობრუნების, მისთვის დამახასიათებელი, ფიბონაჩის მნიშვნელოვანი დონეები. მაგრამ დონეები – 0,382, 0,5 და 0,618 უფრო ხშირად მუშაობენ. პოზიციის გახსნის სიგნალი ჩნდება, მაშინ, როდესაც ხანგრძლივი მოძრაობის შემდეგ ფასმა კორექტირება განიცადა, განვლილი მოძრაობის 0.2-0.3 ნაწილზე.

სტრატეგიის არსი შემდეგია;

ვხაზავთ Fibo-დონეებს დაყიდვისა და გაყიდვის ორდერებს ვაყენებთ ამ დონეების მახლობლად, სტოპ ლოსები ყენდება შემდეგი მნიშვნელოვანი Fibo დონების ოდნავ მოცილებით.

მაგალითად:

  • თუ გსურთ პოზიცია გახსნათ დონესთან 0.382, მაშინ სტოპ ლოსი უნდა დადგეს ფიბონაჩის დონის 0.5-ის ზემოთ;
  • თუ გსურთ პოზიცია გახსნათ დონესთან 0.5, მაშინ სტოპ ლოსი უნდა დადგეს ფიბონაჩის დონის 0.618-ის ზემოთ;
  • თუ გსურთ პოზიცია გახსნათ დონესთანე 0.618, მაშინ სტოპ ლოსი უნდა დადგეს ფიბონაჩის დონის 0.74-ის ზემოთ;

ფიბონაჩის დონეებით ვაჭრობის სისტემა

განვიხილოთ სურათზე წარმოდგენილი მაგალითი:

სავალუტო წყვილის კურსის ვარდნის შემდეგ, ვხაზავთ Fibo-დონეებს მოძრაობის მიმართულების მიხედვით. პირველ Fibo-დონეებს გრძელი მოძრაობის, ხოლო მეორე Fibo-დონეებს უფრო მოკლე მოძრაობის მიმართულებით.

კორექციული მოძრაობის დაწყების შემდეგ, ვდებთ გაყიდვის გადადებულ ორდერს პირველი გრძელი მოძრაობის კორექციული სვლის 0.382 Fibo-დონეზე, რომელიც თითქმის ემთხვევა უფრო მოკლე მოძრაობის 50%-იან Fibo-დონეს.

ე.ი. ვდებთ Sell Limit ორდერს ფასზე 0.382 Fibo-დონეზე, ხოლო სტოპ ლოსს გრძელი მოძრაობის Fibo-დონის. 0.5-ის ზემოთ.

ფასი მივიდა აღნიშნულ დონესთან, რომელმაც აისხლიტა იგი ჩამოვიდა ქვემოთ და შემდეგ ისევ გააგრძელა მოძრაობა ზემოთ, რის შედეგადაც 0.382 დონე გაირღვა. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ გაჩერების ან შემობრუმენის შემდეგი დონე არის გრძელი მოძრაობის 0.5-ის არეალი. დააკვირდით, რომ ეს დონე თითქმის ემთხვევა მოკლე მოძრაობის 0.618 Fibo-დონეს. მაგრამ, ვინაიდან ჩვენ სტოპ ლოსი დავაყენეთ გრძელი მოძრაობის 0,5 Fibo-დონის ზემოთ, ჩვენ კი ვართ მინუსში, მაგრამ ისევ ვრჩებით სავაჭრო პოზიციაში, ვინაიდან სწორად დაყენებულმა სტოპ ლოსმა არ გაგვაგდო ბაზრიდან. იმ შემთხვევაში თუ ვისარგებლებდით ტრეილინგ სტოპით, მაშინ ორდერს გადავიყვანდით უზარალობის პოზიციაში უკვე 0.382 Fibo-დონეზე და დაველოდებიოდით მოვლენების შემდგომ განვითრებას – თუ ფასი წავიდოდა ჩვენთვის სასურველი მიმართულებით, მაშინ მას გავყვებოდით ტრეილინგით, თუ ფასი შემოტრიალდებოდა, მაშინ ჩვენი ორდერი დაიხურებოდა უზარალობაში (დადებითი სტოპ ლოსით) ან ნულით.

მაშასადამე, თუ ჩვენი პირველი პოზიცია დაიხურა ტრეილინგით, მაშინ შემდეგ Sell Limit ორდერს ვდებთ გრძელი მოძრაობის 0,5 Fibo-დონის არეალში, ხოლო სტოპ ლოსს გრძელი მოძრაობის 0.618 Fibo-დონის ზემოთ. დავაკვირდეთ, რომ ამ შემთხვევაში კორექციული მოძრაობის 50 % საკმაოდ მნიშვნელოვანი დონე აღმჩნდა, თანაც ამ ადგილას თავი მოიყარა გრძელი მოძრაობის 0,5 და მოკლე მოძრაობის 0.618 Fibo-დონებმა, რაც საკმაოდ მძლავის წინააღმდეგობის დონე აღმოჩნდა ხარებისათვის და ძალა დათვების მხარეზე გადავიდა.

თუ ჩვენ, მეორე პოზიციის გახსნის შემდეგაც გამოვიყენებდით ტრეილინგ სტოპს, მაშინ ამ შემთხვევაშიც პოზიციას გადავიყვანდით უზარალობის ან დადებითი სტოპ ლოსის დონეზე და დაველოდებოდით მოვლენების განვითარებას.

თუ არც ერთ შემთხვევაში არ გამოვიყენებდით ტრეილინგ სტოპს, მაშინ ფასი მაინც არ აარტყამდა ჩვენს, გონივრულად დაყენებულ სტოპ ლოსს და ჩვენ მაინც ბაზარზე დავრჩებოდით მოგების მოლოდინში, მით უფრო, რომ ჟანრის კანონების მიხედვით სავალუტო წყვილმა კორექციის შემდეგ ისევ გააგრძელა ვარდნა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით