ლინდა რაშკე, ალბათ ყველაზე ცნობილი პიროვნებაა საბირჟო წრეებში. მან თავისი საბირჟო საქმიანობის გამოცდილება წარმოადგინა წიგნში: “საბირჟო საიდუმლოებები. (“Биржевые секреты” / “Street Smarts. High Probability Short”)”.
წიგნში აღწერილია მრავალი საინტერესო მაგალითი პროფესიონალი ტრეიდერების ყოველდღიური საქმიანობიდან, როგორც წარმატებები, ასევე შეცდომები.
ავტორის რეცეპტები საბირჟო საქმიანობასთან დაკავშირებით საკმაოდ საგულისმოა. თუმცა არა ავტორის, არამედ ავტორების, ვინაიდან წიგნს ჰყავს მეორე ავტორიც – ლოურენს კონორსი.
ესეც ჩვენი გოგო:
ლინდა ბრეტფორდ რაშკე / Linda Bradford Raschke
მათ შორის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ: მინუსიანი პოზიციების მხარდაჭერა/შენარჩუნება არ არის საჭირო, რომ თუ მომგებიანია პოზიცია, მაშინ იგი მალევე იძლევა შედეგს. მინუსიანი პოზიციების დაჭერის შიშით არ არის საჭირო ბაზრის ცდა და მომგებიანი პოზიციების, დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, წამგებიანად გადაქცევა ბაზრის უარყოფითი რყევების გამო. უარყოფილია მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოგებას უნდა მივცეთ ზრდის საშუალება. აღნიშნულია სრული პოზიციის გახსნისა საჭიროება. უარყოფილია პოზიციაზე დამატების საჭიროება და ა.შ.
მთავარი რაც არის ტექსტში წარმოჩენილი – ეს არის ბაზრის მოსმენის უნარი. ტრეიდერმა უნდა უსმინოს ბაზრის გულისცემას. ვერავინ მოახვევს საფინანსო ბაზრებს საკუთარ აზრს და ვერ შეცვლის მისი პულსის რითმს.
დანარჩენ პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებს შეგიძლიათ გაეცნოთ თავად წიგნში.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით