საბირჟო ვაჭრობის პრინციპები

საბირჟო ვაჭრობის პრინციპები

ყველა სახის ბირჟაზე ვაჭრობა ექვემდებარება ერთი და იგივე სახის პრინციპებს. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რომელი სახის ბირჟაზე ხდება ვაჭრობა – საფონდო, სავალუტო თუ ნედლეულის ბირჟებზე. ყველგან მოქმედებს ერთნაირი კანონები და წესები. ამიტომ, წარმატებული ტრეიდინგისთვის საჭიროა გავიგოთ, თუ რის საფუძველზე ხდება სავაჭრო აქტივის ფასის ცვლილება.

საბირჟო ვაჭრობის პრინციპები არის მოგების მიღების ძირითადი წყარო და ისინი არც თუ ისი მრავლადაა, ამიტომ მათი დამახსოვრება არ იქნება ძნელი და შეეცადეთ გამოიყენოთ ისინი ყოველდღიურ ვაჭრობაში.
საბირჟო ვაჭრობის ძირითადი პრინციპები:
  • იფიქრეთ სავაჭრო პროცესის შესახებ – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წესი. ტრეიდერმა უნდა იფიქროს მხოლოდ იმაზე, თუ საითკენ წავა ფასი, როგორ შეიცვლება ინსტრუმენტის ღირებულება და არა იმაზე თუ რამდენ მოგებას მიიღებს. შეეცადეთ მოიგოთ პუნქტების გარკვეული რაოდენობა, ხოლო შემდეგ ყოველთვის შეძლებთ დაითვალოთ – მოგებული პუნქტების თანხობრივი ექვივალენტი;
  • ყველა მოვლენას აქვს ურთიერთკავშირი – ბაზარზე განხორციელებულ ყველა ცვლილებას გააჩნია მკაფიო ურთიერთკავშირი. ეს შეიძლება იყოს ნავთობის გაძვირება, ბუნებრივი კატაკლიზმები, ფულადი ემისია და მრავალი სხვა;

თავისი არსით, სწორედ ეს პოსტულატი წარმოადგენს საბირჟო ვაჭრობის ძირითად პრინციპს, რომლის მიხედვითაც აიგება ტრეიდერის მთლიანი მუშაობა. ტრეიდერის მოვალეობაა პირველ რიგში გამოავლინოს, ხოლო შემდეგ თვალყური ადევნოს მოვლენებს, რომლებიც გავლენას ახდენენ იმ აქტივების ფასებზე, რომლებსაც იყენებს ვაჭრობისას.

ამგვარი ურთიერთკავშირის მაგალითად შესაძლებელია ჩავთვალოთ აშშ დოლარისა და ნავთობზე ფასების ურთიერთკავშირი, ან ევროს ფასის დამოკიდებულება ამა თუ იმ ეკონომიკური პარამეტრების ცვლილებაზე ევროზონაში.

ასევე ერთმანეთან ურთიერთკავშირიშია ვალუტების, აქციების და ნედლეულის ფასები. როგორც წესი ფასთა ცვლილება გავლენას ახდენს საქონლის მთელს ჯგუფებზე და არა მის რომელიმე ერთ სახეობაზე.

  • საბაზრო კანონების მოქმედება – ნებისმიერ ბირჟაზე მოქმედებენ საბაზრო კანონები, რომლებიც ეფუძნება მოთხოვნასა და მიწოდებას. მიწოდების ზრდა ყოველთვის იწვევს ფასის კლებას, ხოლო მოთხოვნის ზრდა, პირიქით – აქტივის ფასის ზრდას იწვევს. თუ ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთის ტოლია, მაშინ ფასი არ იცვლება.

ბირჟა, იგივე ბაზარია, ამიტომ მისთვის დამახასიათებელია საბაზრო ვაჭრობის ყველა გამოვლინება – აჟიოტაჟი, პანიკა, ფასზე გავლენის მოხდენის სხვა მეთოდები.

  • ზარალის შემცირების პრინციპი – ნებისმიერ, მეტ-ნაკლებად სერიოზულ კომპანიაში არსებობს სარეზერვო ფონდი. ამავე დროს ბიზნესმენთა უმრავლესობა ცდილობს საკუთარი რისკების დაზღვევას. ამიტომ ბირჟაზე ვაჭრობისას, თქვენც უნდა შეეცაოთ დააზღვიოთ საკუთარი რისკები – კაპიტალის სრული დაკარგვისაგან.

ამის გაკეთება შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით – სტოპ ორდერების მეშვეობით ზარალის რაოდენობის შეზღუდვა. ინვესტიციების დივერსიფიკაცის მეშვეობით – მათი სხვადასხვა აქტივებში განთავსების გზით. ტრეიდინგი სხვადასხვა ფინანსური ინსტრუემნტების გამოყენებით.

აღნიშნული პრინციპი აგრეთვე მოიცავს კაპიტალის მართვის ძირითად საფუძვლებს და გვაძლევს შესაძლებლობას დავაზღვიოთ საკუთარი კაპიტალი ნებისმიერი მოულოდნელობებისაგან.

თუ ტრეიდერი, ყოველდღიურ საქმიანობაში გაითვალისწინებს, საბირჟო ვაჭრობის ზემოთ ჩამოთვლილ (აგრეთვე სხვა სტატიებშიც განხილულ) ძირითად პრინციპებს, შესაძლებლობა მიეცემა არა მარტო თავი დაიზღვიოს გაკოტებისაგან, არამედ შექმნას საკუთარი, მომგებიანი სავაჭრო სისტემა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსი წარმოადგენს ფორექსზე ვაჭრობის უმთავრეს ინსტრუმენტს. მხოლოდ მისი სწორად დაყენება იძლევა ზარალის შემცირების შესაძლებლობას.