ფორექსის სტრატეგია "Crazy Lock"

ფორექსის სტრატეგია “Crazy Lock”

ფორექსის სტრატეგია “Crazy Lock” ძალიან რთული და საინტერესო ალგორითმის მქონე სავაჭრო მეთოდია, ითვალისწინებს ლოკირებასა და მარტინგეილს.

სიმართლე გითხრათ, სტრატეგიას ძალიან ჩახლართული სტრუქტურა აქვს, თუმცა კოლოსალური სამუშაო ჩაატარა მისმა ავტორმა ბაზრის შესწავლისა და ამ სტრატეგიის შექმნისათვის.

  • სავალუტო წყვილი: EUR/USD;

მაშ ასე:

ზოგადი მოსაზრებები ვაჭრობის თეორიის შესახებ:

ნაწილი 1

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ტრეიდერისათვის მნიშვნელოვანია სავაჭრო გრაფიკზე “შეიგრძნოს” პიკი. პიკი არის ფასის ლოკალური მაქსიმუმი ან ლოკალური მინიმუმი. პიკი გვეხმარება შეძლებისდაგვარად ნათლად დავინახოთ მიმდინარე საბაზრო სურათი. ყველაზე ობიექტური ინდიკატორი, რომელიც გვაჩვენებს პიკებს არის ZIG-ZAG, თუმცა იგი მათ გვაჩვენებს პოსტფაქტუმ, ანუ მაშინ, როდესაც პიკი უკვე წარმოიქმნა.

მივუდგეთ ამ საკითხს შემდეგნაირად: ანუ თუ ბაზარზე ყოველთვის წარმოიქმნება პიკები, მაშინ რატომ არ გავყიდოთ, ან ვიყიდოთ ცოტ-ცოტა მანამდე სანამ ბაზარი არ მიაღწევს პიკს. ასეთი მეთოდით – პოზიციის ბიჯი უნდა იყოს მცირე, რომ მაქსიმალურად მივუახლოვდეთ პიკს, თუმცა ბიჯი არ უნდა იყოს იმდენად მცირე რომ მთელი შემოსავალი შეჭამოს სპრედმა.

რაღაც დროის შემდეგ ფასი მიაღწევს პიკს და ამ დროს ჩვენ გვაქვს პოზიცია პიკის მიმართულებით. აი აქ, ადგილი აქვს სუსტ მომენტს. ანუ ფასი ვერარ არღვევს ახალ პიკს და ბაზარი იხსნება საპირისპირო მიმართულებით, მაშასადამე იწყება დეპოზიტის მინუსიანი ჩავარდნა.

დროის ხანგრძლივ ინტერვალებზე ფასი დიდხანს არ იმყოფება ფართო დიაპაზონის ფლეტში. როგორც წესი, ადრე თუ გვიან ფლეტი გაირღვევა ხოლმე ამა თუ იმ მიმართულებით. ეს განსაკუთრებით ეხება მაღალ-ვოლატილურ ვალუტებს.

მინუსიანი ჩავარდნიდან გამოსასვლელად, ფასის მიერ გარკვეული რაოდენობის პუნქტის გავლის შემდეგ, სავაჭრო ლოტი იზრდება და პოზიცია ლოკირდება. ვიცით რა, რომ ფლეტი შესაძლებელია ხანგრძლივვადიან პერიოდის განმავლობაში გაგრძელდეს, ამიტომ ფლეტის საზღვრებზე ვაყენებთ გაზრდილი ლოტის ლოკირებულ ორდერებს. ამრიგად იქმნება მცირე მარტინგეილი. გარკვეული რისკის დონეზე მარტინგეილს შეუძლია ამოქაჩოს ხანგრძლივი ფლეტი.

სურათი N 1

ფორექსის სტრატეგია "Crazy Lock"

სურათი N 2

ფორექსის სტრატეგია "Crazy Lock"

სურათი N 3

ფორექსის სტრატეგია "Crazy Lock"

ამ ეტაპზე, ლოკირებული პოზიციების დახურვისას ღია პოზიციის ბალანსი უნდა გასცდეს ნულს დადებით ზონაში და დააკომპენსიროს ზარალი. თუმცა იდეალური ნული ვერ იქნება სპრედის გამო, ამიტომ ზარალი მაინც არის, თუმცა მინიმალური.

სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტები:

სურათი N 4

ფორექსის სტრატეგია "Crazy Lock"

სადაც: შტრიხ-წრფე არის სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტი ფლეტის დროს.

საპირისპირო სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტები:

სურათი N 5

ფორექსის სტრატეგია "Crazy Lock"

სადაც: შტრიხ-წრფე არის სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტი ფლეტის დროს.

ძირითადად მოგება ფორმირდება იმ მომენტამდე, სანამ ფასი”მიღოღავს” პიკამდე, მაშინვე როდესაც იხსნება ლოკი, ძალისხმევა მიმართულია პოზიციის დევნაზე და ლოკის გამოყვანისკენ ნულში.

შესვლის წერტილის შესახებ: ფასის ანალიზის შედეგად უკვე ჩანს, თუ სად იმყოფებოდა პიკი და რომელ ტენდენციაზე უნდა შევიდეთ. მაგრამ ჰიპოტეტურად ჩვენ არ ვიცით თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ფასი მიმდინარე მომენტში, ამიტომ ამოსავალი წერტილად მივიჩნევთ საშუალო ვარიანტს ბუკვალურად, ანუ მიმდინარე ფასიდან ვაყენებთ 2 დონეს – n-პუნქტით ზემოთ და n-პუნქტით ქვემოთ. მას შემდეგ რაც ფასი მივა ერთ დონესთან, მეორეს ვაუქმებთ.

სურათი N 6

ფორექსის სტრატეგია "Crazy Lock"

მაშასადამე, შემოსავალი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ ფასი რამდენად გააგრძელებს მოძრაობას ამა თუ იმ მიმართულებით, უმნიშვნელო კორექციების გარეშე.

ნაწილი 2

რა თქმა უნდა, ბაზარს ავწკაპნოთ რამდენიმე პუნქტი და შევიდეთ ლოკში და ველოდოთ სანამ გამოვალთ ლოკიდან ნულში, ამასობაში შეიძლება დიდი დრო გავიდეს და სხვა პოტენციური შემოსავალიც დაიკარგოს – ეს არის ძალიან კონსერვატიული მიდგომა ვაჭრობისადმი.

აქედან გამომდინარე ფორმირდება პირველი წესი – ერთი პოზიციური ფენის ფარგლებში შესაძლებელია მოვიძიოთ ბაზარზე შესვლის სხვა წერტილებიც. ასეთ წერტილებად შესაძლებელია გამოვიყენოთ ის წერტილები სადაც შევდივართ ლოკში.

სურათი N 7

ფორექსის სტრატეგია "Crazy Lock"

პირველი დონის სქემატური მოდელი:

სურათი N 8

ფორექსის სტრატეგია "Crazy Lock"

სქემატური მოდელი – შესვლის ყველა პოტენციური წერტილის გამოყენებით:

სურათი N 9

ფორექსის სტრატეგია "Crazy Lock"

სურათი N 10

cl10

ფერებით გამოყოფილია პოზიციების ახალი დონეები “ფენები”.

სტრატეგიის ციფრული გამოხატულება:

**ყველა ციფრს აქვს პირობითი ხასიათი

ვუბრუნდებით გაურკვევლობის წერტილს.

n – პუნქტების რაოდენობა არის 50 პუნქტი, ანუ ფასიდან +50 პუნქტზე დგება ყიდვის ორდერი 0,1 ლოტით.

  • პროფიტი – 10 პუნქტი;
  • სტოპი – 50 პუნქტი;

-50 პუნქტზე დგება გაყიდვის ორდერი 0,1 ლოტით.

  • პროფიტი – 10 პუნქტი;
  • სტოპი – 50 პუნქტი;

ველოდებით სანამ ფასი მივა რომელიმე დონესთან და ამუშავდება ორდერი.

დავუშვათ, რომ ფასი მივიდა ზედა დონესთან და გაიხსნა buy ორდერი 10 პუნქტიანი პროფიტით.

(!) აქ არის უსაფრთხოების ერთი ნიუანსი: ვიცით რა, რომ ფასი ადრე თუ გვიან მივა რომელიმე დნესთან, წინასწარ ვაყენებთ ორდერების ბადეს ამ დონის ზემოთ და ქვემოთ ყოველი 10 პუნქტის ბიჯით, მაშასადამე გამოდის, რომ ერთი ორდერის პროფიტით დახურვის შემდეგ მაშინვე იხსნება ახალი ორდერი.

როცა კი გაიხსნება ყიდვის ორდერი, მაშინვე უნდა დაყენდეს დამზღვევი გაყიდვის ორდერი, ანუ ლოკი, გაორმაგებული ლოტით.

  • პროფიტი 25 პუნქტი;
  • სტოპი 50 პუნქტი;

ვარიანტი 1

ფასი “მიჩოჩავს” ზემოთ, დაიხურა პირველი buy ორდერი 10 პუნქტიანი პროფიტით, და მაშინვე გაიხსნა იმავე ლოტის მოცულობის ახალი ორდერი.

  • პროფიტით 10 პუნქტი;
  • სტოპით 50 პუნქტი;

არ უნდა დაგვავიწყდეს გვეჭიროს სავარაუდო ფლეტის დონე, რადგან მანძილი ქვემოთა sell ორდერებამდე უკვე 60 პუნქტია, ანუ მივაჩოჩებთ იგივე მოცულობის 1 sell ორდერს.

  • პროფიტი 10 პუნქტი;
  • სტოპი 50 პუნქტი;

რადგან გაიხსნა ახალი buy ორდერი, არ დაგვავიწყდეს ძველი, გაორმაგებული მოცულობის დამზღვევი გაყიდვის ლოკირებული ორდერის რედაქტირება.

  • პროფიტი 25 პუნქტი;
  • სტოპი 50 პუნქტი;

და ა.შ. მანამდე სანამ ფასი არ მიაღწევს პიკს და ამოარტყამს დამზრვევ ლოკს, ანუ სანამ ფასი უკუსვლით არ წავა 25 პუნქტის მანძილზე.

ვარიანტი 2

ფასმა უკვე მიაღწია პიკს, ან არ გაგვიმართლა და პირველი buy ორდერის გახსნის შემდეგ ვერ გაიარა 10 პუნქტი პროფიტი, ფასი შემობრუნდა, ყოველ შემთხვევაში უკუსვლა განიცადა და აამუშავა დამზღვევი, გაორმაგებული ლოტის ლოკირებული ორდერი.

როდესაც ფასმა აამუშავა დამზღვევი ლოკირებული ორდერი, საწყის buy ორდერისთვის ვცვლით სტოპს და 10 პუნქტის ნაცვლად ვაყენებთ 25 პუნქტს.

ვაყენებთ მეორე დამცავ ლოკირებულ ყიდვის გასამმაგებულ ორდერს, იმ შემთხვევისათვის თუ ფასი მაინც დაუბრუნდება პიკს.

  • პროფიტი 25 პუნქტი;
  • სტოპი 50 პუნქტი;

ამის შემდეგ, მივყვებით მიღებულ ლოკირებულ ორდერს, რომლის ვარიანტები აღწერილია ზემოთ ტექსტში.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველი ლოკირებული ორდერის დონე არის ბაზარზე შესვლის პოტენციური წერტილი.

ანუ: თუ ჩვენ საწყის ეტაპზე გვეყენა buy ორდერი, მაშინ 25 პუნქტის sell ორდერის გახსნის შემდეგ ამ დონეს განვიხილავთ როგორც სიგნალს გაყიდვისათვის.

სტრატეგიის ტექნიკური დიდ სირთულეს წარმოადგენს დიდი რაოდენობის ორდერების ფენებზე თვალყურის დევნება, მით უფრო მუდმივად online რეჟიმში ყოფნა, თანაც ზოგირტ ბროკერი არ იძლევა 50-ზე მეტი ორდერის ერთდროულად გახსნა. თანაც მგვეთრი მოძრაობების დროს რთულია წარმოდგენილი ალგორითმით ორდერების სწრაფად გახსნა.

ამ სტრატეგიით ვაჭრობისათვის რეკომენდებული დეპოზიტის და ლოტის თანაფარდობაა, არანაკლებ: 3000 დოლარი / ცენტი – 0,01 ლოტზე!!!
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.