Accumulation Swing Index

Accumulation Swing Index, ASI; რხევის აკუმულირებული ინდექსი; Аккумулированный индекс колебания

Accumulation Swing Index, ASI – ინდიკატორი შეიმუშავა უელს უაილდერმა, როგორც რხევის მარტივი ინდიკატორი, რომლის სიგნალები მიღებულია ფასის წინა მაქსიმუმების ან მინიმუმებისგან. მას ეკუთვნის სიტყვები: “სადღაც,… გახსნისა და დახურვის ფასების, მაქსიმუმების და მინიმუმების ლაბირინთში გადის გამჭვირვალე ხაზი – რეალური ბაზარი”. რხევის აკუმულირებული ინდექსი საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ სწორედ ეს გამჭვირვალე ხაზი.

უაილდერი თავის წიგნში ინდიკატორს განსაზღვრავს შემდეგნაირად: “როცა ASI იმყოფება დღიურ გრაფიკზე, ინდიკატორზე გამოსახული ტრენდი შესაძლებელია შევადაროთ გრაფიკის იმავე ხაზებს. ვინც კარგად იცის ტენდენციების მნიშვნელოვანი ხაზების გავლება, ASI, როგორც კარგი ინსტრუმენტი დაეხმარება ტრენდული ხაზის გარღვევის დადასტურებაში. ტრენდული ხაზების მცდარი გარღვევები გრაფიკზე არ იქნება დადასტურებული ინდიკატორის შესაბამისი ხაზების მიერ. რადგან ASI ძირითადში იყენებს დახურვის ფასებს, დღის განმავლობაში ზემოთ ან ქვემოთ ხტომები დიდ ნეგატიურ გავლენას არ ახდენენ ინდიკატორის ინდექსზე .”

Accumulation Swing Index მუშაობის პრინციპი

Accumulation Swing Index
ვინაიდან ინდიკატორი ცდილობს ასახოს რეალური ბაზარი, მისი გრაფიკი ძალიან ემსგავსება ფასის გრაფიკს. ეს მსგავსება, თვით ინდექსის ანალიზისას, ასევე საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნას მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის კლასიკური ხაზები. სტანდარტული ანალიზი გამოიხატება ახალი მაქსიმუმების და მინიმუმების გარღვევების,ასევე განსხვავებების გამოვლენაში.

უაილდერი გამოყოფს Accumulation Swing Index ინდიკატორის შემდეგ მახასიათებლებს:
  • ინდიკატორი იძლევა ფასების რხევის რაოდენობრივ პარამეტრებს;
  • ინდიკატორი იძლევა მოკლეპერიოდიანი ფასთა რხევების შემობრუნების წერტილებს;
  • ინდიკატორი გვაჩვენებს ბაზრის რეალურ ძალასა და მიმართულებას;

ინდიკატორი Accumulation Swing Index

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution, W_A/D; უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი; Индикатор накопления/распределения Уильямса

Williams Accumulation/Distribution W_A/D უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი წარმოადგენს ფასის პოზიტიური “დაგროვებითი” მოძრაობების და ფასის ნეგატიური “განაწილებითი” …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.