Average Directional Movement Index

Average Directional Movement Index, ADX; მოძრაობის საშუალო მიმართულების ინდექსი; Индекс Среднего Направления Движения

Average Directional Movement Index, ADX – ტექნიკური ინდიკატორი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ფასის ტენდენცია. ინდიკატორი შექმნა და დაწვრილებით აღწერა თავის წიგნში უელს უაილდერმა.

მიმართული მოძრაობის სისტემით ვაჭრობის ყველაზე მარტივი მეთოდი მოიცავს 14 პერიოდიანი +DI და 14 პერიოდიანი -DI ინდიკატორების შედარებას. ამისათვის ინდიკატორების გრაფიკები ეფინება ერთმანეთს, ან +DI-ის მაჩვენებელი აკლდება -DI-ის მაჩვენებელს.

უაილდერის რეკომენდაციის მიხედვით უნდა ვიყიდოთ მაშინ, როდესაც +DI იწევს -DI-ის მაღლა, და გავყიდოთ, როცა +DI ჩამოდის -DI-ის დაბლა.
Average Directional Movement Index მუშაობის პრინციპი

Average Directional Movement Index

ამ მარტივ წესებს უაილდერი ამატებს აგრეთვე “ექსტრემალური წერტილების წესს”, რათა გამოირიცხოს ცრუ სიგნალები და შემცირდეს წამგებიანი გარიგებების რაოდენობა. ექსტრემალური წერტილების პრინციპიდან გამომდინარე +DI და -DI-ის გადაკვეთის მომენტში საჭიროა მოვნიშნოთ “ექსტრემალური წერტილი”.
თუ +DI იწევს -DI-ის მაღლა, მაშინ ეს წერტილი ითვლება გადაკვეთის დღიურ მაქსიმალურ წერტილად, თუ +DI ჩამოდის -DI-ის დაბლა, მაშინ ეს წერტილი ითვლება გადაკვეთის დღიურ მინიმალურ წერტილად.

ექსტრემალური წერტილი გამოიყენება, როგორც ბაზარში შესვლის დონე. მას შემდეგ, რაც გაჩნდა ყიდვის სიგნალი (+DI იწევს -DI-ის მაღლა), უნდა დაველოდოთ როცა ფასი აიწევს ექსტრემალური წერტილის მაღლა და მხოლოდ მას შემდეგ უნდა ვიყიდოთ. თუ ფასს არ შესწევს ძალა გადალახოს ექსტრემალური წერტილის დონე, მაშინ არის ლოგიკა იმაში, რომ შევინარჩუნოთ გაყიდვის პოზიცია.

ინდიკატორი Average Directional Movement Index

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution, W_A/D; უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი; Индикатор накопления/распределения Уильямса

Williams Accumulation/Distribution W_A/D უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი წარმოადგენს ფასის პოზიტიური “დაგროვებითი” მოძრაობების და ფასის ნეგატიური “განაწილებითი” …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.