Relative Strength Index, RSI (ძალის შედარებითი ინდექსი)

Relative Strength Index, RSI (ძალის შედარებითი ინდექსი)

Relative Strength Index, RSI (ძალის შედარებითი ინდექსი) არის ბევრი ტრეიდერის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი, ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტი.

ინდიკატორი შექმნილია უელს უაილდერის მიერ, ინსტრუმენტის შესახებ ინფორმაცია ლიტერატურაში გამოჩნდა 1979 წელს. ვრცელად შეგიძლიათ წაიკითხოთ ავტორის წიგნში “ტექნიკური სავაჭრო სისტემების ახალი კონცეფციები” (New Concepts in Technical Trading Systems).

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ინდიკატორის სახელწოდება არც თუ ისე წაარმატებულად იქნა შერჩეული. ტექნიკური ანალიზის ინდიკატორებს შორის ტერმინი “შედარებითი”, როგორც წესი გამოიყენება რამდენიმე ფინანსური ინსტრუმენტის ანალიზის დროს, როდესაც ერთ ინსტრუმენტს ვადარებთ მეორე ინსტრუმენტს. ოსცილატორი RSI კონცეფციის მიხედვით კი, ანალიზდება ერთი ფინანსური ინსტრუმენტის ძალა. მიუხედავად ამისა, ძალის შედარებითი ინდექსის ინდიკატორის სახელწოდება ღრმად ჩაჯდა ტრეიდერების ცნობიერებაში და დღესაც ამ სახელწოდებას იყენებენ.

ინდიკატორი, დროის გარკვეული პერიოდის ინტერვალში ბაზრის ზრდის მაჩვენებელს, სავაჭრო პერიოდების კონტექსტში ადარებს, ბაზრის ვარედნის აბსოლუტურ მაჩვენებელს. მოცემული კომბინაცია, მარტივი გარდაქმნების შედეგად გამოისახება რიცხვით, რომელიც 0-დან 100-მდე დიაპაზონშია მოქცეული.

ინდიკატორს აქვს ერთადერთი პარამეტრი – პერიოდი, რომელიც განსაზღვრავს დროის ინტერვალის სიდიდეს. საწყისი პარამეტრებით იგი 14-ის ტოლია, მაგრამ ასევე გამოიყენაბა სხვა პარამეტრებიც – “8”, “25”. თუ, პარამეტრი 14-ის გამოყენებით, ანალიზდება დღიური გრაფიკი – მაშასადამე გამოთვლისათვის აღებულია უკანასკნელი 14 დღე. ყოველი დღის დახურვის ფასი ანალიზდება განვლილი დღის დახურვის ფასის კონტექსტში. n – პერიოდის პარამეტრის მქონე RSI ინდიკატორის გამოთვლის ალგორითმი შესაძლებელია წარმოვიდგინოთ შემდეგნაირად:

  • ვიღებთ დღევანდელი დღის დახურვის ფასებს და უკანასკნელი n დღეების დახურვის ფასებს;
  • განვსაზღვრავთ ისეთ დღეებს, როდესაც ბაზარი იხურებოდა განვლილი დღის დახურვის ზემოთ, ვპოულობთ, ასეთი ზრდადობის ჯამურ აბსოლუტურ მაჩვენებელს და ვყოფთ მას n პერიოდზე, რის შედეგადაც მივიღებთ ზრდადობის საშუალო მაჩვენებელს (ზოგჯერ ზრდადობის გაშუალებისათვის გამოიყენება ექსპონენციალური მცოცავი საშუალო);
  • ვსაზღვრავთ ისეთ დღეებს, როდესაც ბაზარი იხურებოდა განვლილი დღეების მინიმუმების ქვემოთ, ვპოულობთ ასეთი კლებადობის ჯამურ აბსოლუტურ მაჩვენებელს და ვყოფთ მას n პერიოდზე, რის შედეგადაც მივიღებთ კლებადობის საშუალო მაჩვენებელს (ზოგჯერ კლებადობის გაშუალებისათვის გამოიყენება ექსპონენციალური მცოცავი საშუალო);
  • ვპოულობთ, საშუალო კლებადობის და საშუალო ზრდადობის ურთიერთდამოკიდებულებას – ამ მნიშვნელობას ჰქვია ძალის შედარებითი მაჩვენებელი (Relative Strength, RS) და RSI ინდიკატორის საფუძველს წარმოადგენს;
  • გამოსახულებისა და ანალიზის მოხერხებულობისათვის RS მნიშვნელობა, მარტივი ფორმულის მეშვეობით, ისე გარდავქმნათ, რომ ინდიკატორის მაჩვენებელი მოქცეული იყოს 0-დან 100-მე ინტერვალში;
  • პროცესს ვიმეორებთ ყოველი ახლად ფორმირებული პერიოდისთვის (სანთლისთვის), ამასთან ერთად საანალიზო ინტერვალი, ახალი ფასების გათვალისწინებით, გადაინაცვლებს მარჯვნივ;

პერიოდის სიდიდე განსაზღვრავს ინდიკატორის მრუდის მომავალ ფორმას. მცირე მნიშვნელობები იძლევა უფრო სწრაფ მრუდს, რომელიც რეაგირებს მცირე “საბაზრო (ფასურ) ხმაურზეც” კი. დიდი მნიშვნელობების წყალობით აიგება უფრო ნელი მრუდი, რომელიც ფილტრავს საბაზრო ხმაურს, მაგრამ ინდიკატორი ნაკლებად მგრძნობიარეა დროული სიგნალების მიმართ. RSI ინდიკატორის გამოთვლის ფორმულას აქვს შემდეგი სახე:

RSI = 100 – (100 / (1 + A(n) / B(n))),

სადაც, A(n) – უკანასკნელი n რაოდენობის სანთლების, საშუალო დადებითი ნამატის აბსოლუტური მნიშვნელობაა. B(n) – უკანასკნელი n რაოდენობის სანთლების, საშუალო უარყოფითი ნამატის აბსოლუტური მნიშვნელობაა. RSI ინდიკატორის აგების პრინციპის უკეთ გაგებისათვის განვიხილოთ, აბსტრაქტული ფინანსური ინსტუმენტის დღიური დახურვის ფასების შემდეგი თანამიმდევრობა: 2, 6, 4, 8, 6, 11, 12, 7, 6, 5, 2, 5, 8, 15, 12. გამოვითვალოთ ძალის შედარებითი ინდექსი მიმდინარე სავაჭრო დღისათვის (ბოლო ფასია 12), ინდიკატორის პერიოდის გათვალისწინებით, რომელიც 14-ის ტოლია (ვაანალიზებთ ფასთა უკანასკნელ 14 ცვლილებას).

ფასის მომდევნო მომდევნო მნიშვნელობას ვაკლებთ მის განვლილ მნიშვნელობას და მივიღებთ ნამატის თანამიმდევრობას: 4, -2, 4, -2, 5, 1, -5, -1, -1, -3, 3, 3, 7, -3. ვანგარიშობთ დადებითი ნამატის აბსოლუტური მნიშვნელობის ჯამს 4 + 4 + 5 +1 + 3 + 3 + 7 = 27. ვანგარიშობთ უარყოფითი ნამატის აბსოლუტური მნიშვნელობის ჯამს 2 + 2 + 5 + 1 + 1 + 3 + 3 = 17. ვანგარიშობთ ძალის შედარებით მნიშვნელობას ფორმულით RS = 27 / 17 = 1.5882 და საბოლოო დაანგარიშებისთვის, მიღებულ მნიშვნელობას ვწერთ ინდიკატორის გამოთვლის ფორმულაში RSI = 100 – (100 / (1 + 1.5882)) = 61.36. ყოველი დღის (სანთლის) დახურვის შემდეგ, განსახილველი ინტერვალი გადაინაცვლებს მარჯვნივ და მიღებული ახალი მონაცემების საფუძველზე გამოთვლები მეორდება.

Relative Strength Index – მუშაობის მაგალითი

Relative Strength Index, RSI (ძალის შედარებითი ინდექსი)

RSI ინდიკატორის გამოყენებით ტექნიკური ანალიზი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება, ჩვენს მიერ განხილული სხვა ოსცილატორებისაგან. ამ შემთხვევაშიც, ძირითად სავაჭრო სიგნალს წარმოადგენს – ფინანსური ინსტრუმენტის ფასისა და ძალის შედარებითი ინდექსის ქცევის განსხვავება. თუ ფასი ქმნის ორ თანმიმდევრულად აღმავალ მაქსიმუმებს, ხოლო RSI ინდიკატორი გვიჩვენებს კლებად მაქსიმუმებს, ეს მიუთითებს – ხარების ძალების შესუსტებაზე, შესაბამისად ტრენდის შემობრუნებზე, ან როგორც მინიმუმ კორექციულ მოძრაობაზე ქვემოთა მიმართულებით. სარკისებური სიზუსტით, იგივე ხდება დათვური დივერგენციის დროს.

Relative Strength Index – დივერგენციის მაგალითი.

Relative Strength Index, RSI (ძალის შედარებითი ინდექსი)

Relative Strength Index მნიშვნელოვანი დონეები
  • 30 -ითვლება გაჯერებული გაყიდვების ზონად;
  • 70 – გაჯერებული ყიდვების ზონად;
Relative Strength Index ავტორი გვაძლევს მისი გამოყენების რამდენიმე რეკომენდაციას:
  • პირველი მეთოდი გულისხმობს RSI ინდიკატორის მწვერვალების და ფსკერების ანალიზს. როგორც წესი მწვერვალები ფორმირდება 70-იანი დონის ზემოთ, ხოლო ფსკერები – 30-იანი დონის ქვემოთ და ისინი წინ უსწრებენ შესაბამის ფასურ ექსტრემუმებს (ინსტრუმენტის გრაფიკის ფასურ მაქსიმუმებს და მინიმუმებს);
  • მეორე მეთოდი გულისხმობს ინდიკატორის გრაფიკზე გრაფიკული ფიგურების ანალიზს. ძალიან ხშირად, ტექნიკური ანალიზის ფიგურები (სამკუთხედი, ალამი, “თავი და მხრები” და ა.შ.) ფორმირდება ინდიკატორის გრაფიკზე, მაშინ როცა თვით ფასურ გრაფიკზე შესაძლებელია აღნიშნული ფიგურები არც კი იყოს ჩამოყალიბებული/გამოსახული. ამ შემთხვევაში, RSI ინდიკატორის გრაფიკზე, გრაფიკული ფიგურების და ფასურ გრაფიკზე წარმოქმნილი ფიგურების ინტერპრეტაცია ერთმანეთის ანალოგიურია;
  • მესამე მეთოდი გულისხმობს RSI ინდიკატორის გრაფიკის მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეების ანალიზს. ზოგიერთ შემთხვევაში, ინდიკატორის გრაფიკზე ასეთი დონეები უფრო თვანათლივ ჩანს, ვიდრე ფასურ გრაფიკზე. ფასურ და ინდიკატორის გრაფიკზე წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეების ინტერპრეტაცია ერთმანეთისგან, ამავე დროს ასეთი მოვლენების კლასიკური ინტერპრეტაციისგან არაფრით განსხვავდება;

დონეების გარღვევამ, ან მათგან ასხლეტამ, შესაძლებელია კარგი სავაჭრო სიგნალები მოგვცეს. ქვემოთ სურათზე წარმოდგენილია მაგალითი, როდესაც RSI ინდიკატორის მხარდაჭერის ხაზის გარღვევა უფრო ადრე მოხდა, ვიდრე ეს მოვლენა დაფიქსირდა ფასურ გრაფიკზე, რამაც ტრენდის შემობრუნების კარგი, დროული და წინმსწრების სიგნალი მოგვცა.

ზემოთ აღწერილი მეთოდების გარდა, აგრეთვე შესაძლებელია გაანალიზდეს ინდიკატორის მდებარეობა თავისი საშუალი დონის (50-იანი დონე) მიმართ. თუ ინდიკატორის გრაფიკი იმყოფება საშუალო ხაზის ზემოთ, მაშინ ბაზარზე აღმავალი ტენდენციაა, ხოლო თუ 50-იანი დონის ქვემოთ, მაშინ ბაზარზე დათვები არიან გაბატონებულნი. თუ ინდიკატორის მრუდი ზედ საშუალო დონეზე მოძრაობს, მაშინ ფასი ჰორიზონტალურ დიაპაზონში იმყოფება, ანუ ბაზარზე ფლეტია.

ტექნიკური ანალიზის სხვა ოსცილატორების ანალოგიურად, სიგნალად შესაძლებელია ჩაითვალოს ინდიკატორის მიერ თავის დონეების (30 და 70) გადაკვეთაც. მაგრამ, ასეთ გადაკვეთებზე სერიოზული ყურადღების გამახვილება შესაძლებელია მაშინ, როდესაც ფასი გამოდის ჰორიზონტალური დიაპაზონიდან, ან გადაკვეთა მოხდა დომინირებული ტრენდის მიმართულების თანხვედრილად (ყიდვა – მხოლოდ ხარების ბაზარზე, ხოლო გაყიდვა – მხოლოდ დათვების ბაზარზე).

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.