Mass Index

Mass Index, MI; მასის ინდექსი; Индекс массы

Mass Index, MI – გამოიყენება ტენდენციების შემობრუნების გამოვლენისათვის, რომელსაც საფუძვლად უდევს მაქსიმალურ და მინიმალურ ფასებს შორის დიაპაზონის ცვლილება.

თუ დიაპაზონი ფართოვდება, მაშინ მასის ინდექსი იზრდება, თუ დიაპაზონი ვიწროვდება, მაშინ მასის ინდექსი მცირდება. მასის ინდექსი შეიმუშავა დონალდ დორსიმ.

დორსის თანახმად, მასის ინდექსის უმნიშვნელოვანეს სიგნალად უნდა ჩაითვალოს განსაკუთრებული მოდელი, რომელსაც ქმნის ინდიკატორი და მას ეწოდება “შემობრუნების კუზი” (Reversal Bulge). შემობრუნების კუზი გამოისახება მაშინ, როდესაც 25 პერიოდიანი მასის ინდექსი ჯერ ადის 27-ზე მაღლა და შემდეგ ჩამოდის 26,5-ზე დაბლა. ამ შემთხვევაში არის ალბათობა იმისა, რომ ფასი შემობრუნდება, თანაც საერთო ტენდენციის მიუხედავად (ე.ი. მოძრაობს თუ არა ფასი ზემოთ, ქვემოთ ან მერყეობს სავაჭრო კორიდორში).

Mass Index მუშაობის პრინციპი

Mass Index

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ მაინც რომელ, ყიდვის ან გაყიდვის სიგნალს გვაძლევს შემობრუნების კუზი, ხშირად გამოიყენება 9 პერიოდიანი ექპონენციალური მცოცავი საშუალო. შემობრუნების კუზის გამოსახვისას უნდა ვიყიდოთ, თუ მცოცავი საშუალო დაბლა ეცემა (შემობრუნებაზე გათვლით), და გავყიდოთ, როცა იგი იზრდება.

ინდიკატორი Mass Index

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

Williams Accumulation/Distribution

Williams Accumulation/Distribution, W_A/D; უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი; Индикатор накопления/распределения Уильямса

Williams Accumulation/Distribution W_A/D უილიამსის დაგროვება/განაწილების ინდიკატორი წარმოადგენს ფასის პოზიტიური “დაგროვებითი” მოძრაობების და ფასის ნეგატიური “განაწილებითი” …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.