სანთლური ანალიზის ზოგადი მიმოხილვა

სანთლური ანალიზის ზოგადი მიმოხილვა

სანთლური ანალიზი ფინანსური ბაზრის ანალიზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახეობაა. ფორექსის ბაზარზე ანალიზის ბევრი სახეობა არსებობს. ყოველი მათგანი თავისებურად კარგია და გააჩნია როგორც თავისი უპირატესობები, ასევე ნაკლოვანებები. მაგრამ ბაზრის შესწავლის სხვადასხვა მიდგომებს შორის ძირითადი განსხვავებაა აღქმისა და გამოყენების სირთულე.

სანთლური ანალიზი – არის ერთ-ერთი მარტივი, მაგრამ ეფექტური ვარიანტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია – დროულად მივიღოთ ტრენდის შემობრუნების ან არსებული ტენდენციის გაგრძელების დამადასტურებელი სიგნალები.

სანთლური ანალიზის გამოყენებისას არ არის საჭირო რთული გამოთვლების ჩატარება ან დატვირთული სქემების აგება. საკმარისია, სავალუტო წყვილის გრაფიკზე შევნიშნოთ ნაცნობი სანთლის წარმოშობა და და განვახორციელოთ მისი კლასიფიცირება.

სანთლური ანალიზის გამოყენების ორი ვარიანტი არსებობს. პირველ შემთხვევაში თქვენ უნდა დაიმახსოვროთ სანთლის აგებულება და მისი გავლენა ტრენდზე. მეორე შემთხვევაში შესაძლებელია იაპონური სანთლების ინდიკატორის დაყენება გრაფიკზე და დალოდება, სანამ სკრიპტი გამოავლენს შესაბამის სანთელს.

სანთლური ანალიზი – იაპონური სანთლების ტიპები

არსებობს იაპონური სანთლების ორი ტიპი:

  • პირველი ტიპი გვაძლევს ტრენდის შემობრუნების სიგნალს;
  • მეორე ტიპი გვაძლევს ტრენდის გაგრძელების სიგნალს;

ზოგიერთი ანალიტიკოსი შემობრუნების სანთლებს დამატებით ყოფენ ორ ქვეჯგუფად:

  • სანთლები – რომლებიც იწვევენ აღმავალ ტრენდს;
  • სანთლები – რომლებიც იწვევენ დაღმავალ ტრენდს;

გარდა ამისა, არსებულ ტენდენციაზე გავლენა შესაძლებელია იქონიოს, როგორც ცალკე აღებულმა სანთელმა, ასევე სანთლების კომბინაციამ. ცალკეულ სანთლებთან მუშაობა უფრო ადვილია, მაგრამ ისინი შედარებით იშვიათად ჩნდებიან გრაფიკზე.

  • ტრენდის შემობრუნების სანთელებია – ჩაქუჩი, შემობრუნებული ჩაქუჩი, ჩამოვარდნილი ვარსკვლავი, ასევე უფრო რთული სანთლური ფიგურები – თავი და მხრები, ორმაგი მწვერვალი, სამმაგი მწვერვალი, ორმაგი ფსკერი, სამმაგი ფსკერი. გარდა ამისა არსებობენ სხვა სანთლური კომბინაციებიც.
  • ტრენდის გაგრძელების სანთლებია – თანმიმდევრული თეთრი სანთლები, გამყოფი სანთლები, ტატამზე გაჩერებული, სამმაფი დარტყმა, ბიძგი.

სანთლების და მათი მოდელების სრულ აღწერას და მათ ვიზუალურ მაგალითებს იხილავთ საიტის ამ რუბრიკის სხვა სტატიებში.

ვაჭრობა სანთლური ანალიზის გამოყენებით

სავაჭრო ტერმინალის სავალუტო წყვილის გრაფიკზე ცალკეული სანთლის ან სანთლების კომბინაციის გამოჩენა, არ იძლევა იმის 100%-იან გარანტიას, რომ ტრენდი აუცილებლად შემობრუნდება, ან გაგრძელდება. სანთლური ანალიზის დროს ყოველთვის არსებობს შეცდომების გარკვეული პროცენტი, ამიტომ სანთლებით მიღებული სიგნალები დადასტურებული უნდა იქნას ტექნიკური ანალიზის სხვა მეტოდებითაც.

მაგალითად, თქვენ დახაზეთ ფასური არხი, რომლის საზღვრებშიც მოძრაობს სავალუტო წყვილის კურსი, ამ დროს წარმოიქმნა შემობრუნების სანთელი, ამავე დროს ფასმა გაარღვია არხის საზღვარი – გასაგებია რომ ამ სიტუაცუიაში შემობრუნების ალბათობა საკმაოდ მაღალია.

ასეთი ვარიანტების მოყვანა შესაძლებელია მრავლად, უბრალოდ ეცადეთ მოახდინოთ სანთლური ანალიზის ინტეგრირება თქვენს სტრატეგიაში და თავად დარწმუნდებით, რომ სტრატეგიის ეფექტურობა უფრო მეტად გაიზრდება.

გარდა ამისა, არ არის აუცილებელი დაიზეპიროთ უამრავი სანთლური კომბინაციები. სავსებით საკმარისია შემობრუნების სანთლების შესწავლა. მათი იდენტიფიკაცია საკმაოდ ადვილია და თუ ვაჭრობისას სხვა ფაქტორებიც მოგცემენ სინალს შემობრუნების ალბათობაზე, მაშინ უფრო თამამად არის შესაძლებელი შესაბამისი დასკვნების გაკეთება.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.