CandleStick Pattern Indicator იაპონური სანთლების ინდიკატორი

CandleStick Pattern Indicator იაპონური სანთლების ინდიკატორი

CandleStick Pattern Indicator იაპონური სანთლების ინდიკატორი – განკუთვნილია ტრენდის ქცევის პროგნოზირებისათვის, გრაფიკზე გამოსახული უკანასკნელი იაპონური სანთლის თვისებების გათვალისწინებით.

იაპონური სანთლების ინდიკატორი სანთლური ანალიზი საკმაოდ გავრცელებულია ფორექსზე ვაჭრობისას, იგი საშუალებას იძლევა მივიღოთ სიგნალები, მომავალში ფასის მოძრაობის შესახებ. მათი გამოყენება ხდება ტრეიდერის შეხედულებისამებრ. ინდიკატორი ეფექტურია ტრენდის მიმართულებით, ან სკალპინგით ვაჭრობის დროს.

ტრენდული ანალიზის გამოყენებისას საკმაოდ რთულია დაკვირვება ყოველ იაპონურ სანთელზე და მათი სახეობების გამოვლენა, მით უმეტეს, რომ ვიზუალიზაცია ყოველთვის სუბიექტური მოვლენაა და თუ ერთი ტრეიდერი ხედავს ერთი, რომელიმე თვისების სანთელს, მეორე ტრეიდერმა იმავე სანთელში შესაძლებელია დაინახოს სულ სხვა თვისება, ან საერთოდ ვერ დაინახოს მასში ვერავითარი თვისებები. ამასთან ერთად, გრაფიკზე (ეკრანზე გამოსახულ სანთლებზე) მუდმივი დაკვირვება მეტისმეტად ტვირთავს ტრეიდერის გონებას და აქვეითებს მის ყურადღებას. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისათვის არის მოწოდებული იაპონური სანთლების ინდიკატორი. მას ეკრანზე (გრაფიკზე) გამოჰყავს სანთლის დასახელება, თანაც ისეთი სანთლების, რომლებსაც უფრო წონადი მნიშვნელობა გააჩნიათ.

იაპონური სანთლების ინდიკატორის ძირითადი ამოცანაა სანთლური კომბინაციების ანალიზი, ასევე იგი გამოგვადგება სანთლური ანალიზის თეორიული საფუძვლების შესწავლისათვისაც.

იმისათვის, რომ სწორად აღვიქვათ ესა, თუ ის სიგნალი, საჭიროა ვიცოდეთ , თუ როგორ რეაგირებას მოახდენს მასზე ფასი. ამისათვის საჭიროა შევისწავლოთ ძირითადი სანთლური კომბინაციები.

CandleStick Pattern Indicator -ის აღმავალი ტრენდის სიგნალები – ყიდვის სიგნალები

(ვინაიდან ინდიკატორი რუსულ ენაზე აკეთებს წარწერებს, ამიტომ შემოგთავაზებთ ქართულ და რუსულ ვარიანტებს ერთად).

  • შთანთქმის მოდელი (Модель поглощение) – ფასის შემობრუნება ზედა მიმართულებით;
  • სამი გარე დღე – ზემოთ (Три внешних дня вверх) – ზემოთ აღწერილი მოდელის საკმაოდ მსგავსი კომბინაციაა, ადასტურებს ახალი ტენდენციის დასაწყისს;
  • ხარის ჰარამი – უახლოვეს მომავალში ტენდენციის შემობრუნების სიგნალიზატორია;
  • სამი დღე შიგნით – ზემოთ (Три дня изнутри вверх) – ჰარამის მოდელის სიგნალს აძლიერებს, როგორც წესი ჩნდება არსებული ტრენდის დასრულების შემდეგ;
  • მუქი ღრუბლების ფარდა (Завеса из темных облаков) – ასევე მიუთითებს ტრენდის შემობრუნებაზე;
  • სამი თეთრი ჯარისკაცი (Три белых солдата) – ფიგურა წარმოიქმნება ტრენდის შესუსტების დროს და მიუთითებს, უახლოვეს პერიოდში ტენდენციის შემობრუნებაზე;
CandleStick Pattern Indicator – ის დაღმავალი ტრენდის სიგნალები – გაყიდვის სიგნალები

დაღმავალი ტრენდის დროს ასევე გამოიყენება სანთლური ფიგურები – შთანთქმის მოდელი, სამი გარე დღე – ქვემოთ, მუქი ღრუბლების ფარდა, ჰარამი, სამი დღე შიგნით – ქვემოთ. მაგრამ, ამ სანთლების მოქმედება მიმართულია საპირისპიროდ.

გარდა ამისა, სავალუტო წყვილის გრაფიკზე შესაძლებელია სხვა სანთლური კომბინაციების გამოსახვა:

  • საღამოს დოჯი – მიუთითებს არსებული ტრენდის შესუსტებაზე;
  • სამი საღამოს ყვავი – როგორც წესი, ეს კომბინაცია ჩნდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფასის ზრდის დასასრულს და მიუთითებს, უახლოვეს პერიოდში ფასის მიმართულების ცვლილებაზე;

იმისათვის, რომ უფრო კარგად გაიგოთ აღწერილი ინდიკატორის მოქმედების ალგორითმი, პირველ რიგში საჭიროა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დააკვირდეთ მის სიგნალებს. ამასთან ერთად, გააკეთეთ შესაბამის დღიურში ჩანაწერები, სიგნალების სისწორის, ან მცდარობის შესახებ. მხოლოდ ასეთი პროცედურის ჩატარებისა და დღიურის ჩანაწერებიდან მიღებული მონაცემების ანალიზის შემდეგ, გამოიყენეთ ეს ინდიკატორი რეალურ ვაჭრობაში.

CandleStick Pattern Indicator -ის ინდიკატორის მუშაობის მაგალითი

იაპონური სანთლების ინდიკატორი

ინდიკატორის ტერმინალში ჩატვირთვისთანავე ეკრანზე გამოჩნდება ყველა სანთლური კომბინაცია, რაც ძალიან გადატვირთავს ეკრანს და სიტუაციას გაუგებარს გახდის. ნუ დაგაფრთხობთ ეს გარემოება. ინდიკატორის პარამეტრების გრაფაში, პარამეტრი True შეცვალეთ პარამეტრით False იმ სანთლური კომბინაციებისათვის, რომლებიც არ გჭირდებათ, ან რომლებსაც არ იყენებთ ვაჭრობაში და ამ კომბინაციების აღმნიშვნელი წარწერები გაქრება ეკრანიდან.

ყველა კომბინაციის გამოყენებას მაინც ვერ მოახერხებთ და არც არის საჭირო, დატოვეთ მხოლოდ 3-4 მნიშვნელოვანი და თქვენთვის საყვარელი/გამოყენებადი სანთლური კომბინაცია. ის თუ რომელი კომბინაცია გახდება საყვარელი და გამოყენებადი ამას გრაფიკზე ისტორიული და მიმდინარე სიტუაციაზე დაკვირვება გიჩვენებთ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრენდის ინდიკატორები

ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები

ინდიკატორების დიფერენციაციის თვალსაზრისით არსებობს ინდიკატორის დამახასიათებელი კატეგორია – “ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები”, რაც იმას ნიშნავს, რომ …