ტექნიკური ანალიზის მეთოდები

ტექნიკური ანალიზის მეთოდები

ფორექსის ბაზარზე ვაჭრობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი (თუ ძირითადი არა) ინსტრუმენტია ტექნიკური ანალიზი, რომელიც მოიცავს ბაზრის სიტუაციური განსაზღვრის სხვადასხვა მეთოდებს.

ტექნიკური ანალიზის მეთოდები
  • ტექნიკური ანალიზის გრაფიკული მეთოდი

მეთოდი ეფუძნება ბაზრის ვიზუალურ ანალიზს და გამოიყენება ბაზრის გრაფიკული მოდელები, როგორებიცაა – სხვადასხვა გრაფიკები, ჰისტოგრამები და დიაგრამები. გრაფიკული მეთოდები თავის მხრივ იყოფა გრაფიკების მხაზველობითი გამოსახულების მიხედვით (სანთლები, ხაზები, ბარები);

  • ფორექსის ბაზრის ფილტრები

ტექნიკური ანალიზის ამ მეთოდებში ფართოდ გამოიყენება მათემატიკურ აპროქსიმაციასთან შერწყმული ციფრული ფილტრები. ეს მეთოდები საკმაოდ დიდი ხანია არსებობს, თუმცა პრაქტიკაში იშვიათად გამოიყენებოდა. სულ რაღაც რამოდენიმე წელიწადია, რაც მათი გამოყენება ხდება თითქმის საყოველთაოდ, რისი მიზეზიც არის კომპიუტერული ტექნიკის განვითარების მაღალი დონე, რამაც შესაძლო გახადა, ბაზრის მოთხოვნილების გათვალისწიბნებით, მათემატიკური გამოთვლების სისწრაფის გაზრდა.

არსებობს ფილტრების ორი სახეობა – ერთი მათგანი ახორციელებს ბაზრის პროგნოზირებას და წინ უსწრებს მოვლენებს, მეორე – მიჰყვება ტრენდს დროის რეალურ რეჟიმში;

  • ფასთა რყევის ციკლების თეორია

ტექნიკური ანალიზი, თავის მხრივ გამოიყენებს მთელ რიგ თეორიებს, რომლებიც ეფუძნება ფასის ციკლური რყევის ანალიზს. მათი ნაწილი ბაზირდება მკაფიოდ ჩამოყალიბებულ მათემატიკურ პრინციპებზე, მეორე ნაწილი კი გამოიყენებს საკუთარ ფილოსოფიას, მაგალითად – ელიოტის ტალღების თეორია. გარდა ამ ორი ძირითადი თეორიისა, არსებობს სხვებიც, რომლებიც ბაზრის ანალიზის დროს გამოიყენება, ანუ გავლენის სხვა ფაქტორები, მაგალითად მზის აქტიურობა.

ცალკე ჯგუფად გამოყოფენ ისეთ თეორიებს, რომლებსაც თავისი თვისებების გამო, ფორექსის ბაზრის ტექნიკური ანალიზის ვერცერთ ძირითად მეთოდს ვერ მიაკუთვნებენ. ესენია ფრაქტალები, ბაზრის პროფილები და სხვა;

ტექნიკური ანალიზის მეთოდების მნიშვნელობა და მათი პრაქტიკული გამოყენება

როგორც თავში ავღნიშნე, ტექნიკური ანალიზი არის, ფორექსის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ინსტრუმენტი. ტრეიდერების 60%-ზე მეტი გამოიყენებს მათ. ისინი კი ვინც მას არ გამოიყენებს, ამ მეთოდებში შემავალ რომელიმე ელემენტს, ან ელემენტებს მაინც ხმარობენ ანალიზის/ვაჭრობის დროს.

ტექნიკური ანალიზის მეთოდების უპურატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ბაზირებულია ფასურ ისტორიაზე, რაც თავის მხრივ საკმაოდ ზუსტი და დეტალური მონაცემია და ნებისმიერი მსურველისათვის არის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა ყოველთვის შესაძლებელია ინფორმაციის მიღება დინამიკაში და მოვლენების განვითარების ნებისმიერი მიმართულებით.

გარდა ამისა არსებობს დიდი რაოდენობის ტექნიკური ინდიკატორები, რომლებიც ძალიან აადვილებენ ტრეიდერის მუშაობას ფორექსის ბაზარზე, თანაც ტექნიკური ანალიზის ამ ინსტრუმენტების გამოყენებას არ სჭიდება ვაჭრობის, ფინანსების და ეკონომიკის სიღრმისეული საფუძვლების ცოდნა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის ბაზრის ტექნიკური ანალიზი

ფორექსის ბაზრის ტექნიკური ანალიზი

ფორექსის ბაზრის ტექნიკური ანალიზი არის ფასის მოძრაობის პროგნოზირების საშუალება, რომელსაც საფუძვლად უდევს ვაჭრობის მოცულობის და …