Forecast/ანალიტიკური პროგნოზი/Аналитический прогноз

Forecast/ანალიტიკური პროგნოზი/Аналитический прогноз

Forecast/ანალიტიკური პროგნოზი/Аналитический прогноз – წარმოადგენს მოკლევადიან ან გრძელვადიან პესპექტივაში ფორექსის ბაზარზე სიტუაციის შესაძლო განვითარების შეფასებას.

ანალიტიკური პროგნოზი მთლანად ეფუძნება ზუსტ მონაცემებს და ფაქტებს იმ ყვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკუსი სიტუაციის შესახებ, რომლის ვალუტის მიმართაც ხორციელდება ანალიტიკური პროგნოზი. ამის გარდა გრაფიკის უფრო ზუსტი შედგენისათვის, პროგნოზი უნდა შეიცავდეს ბაზრის ქცევის ფსიქოლოგიურ ასპექტებსაც.

ფაქტობრივად პროგნოზი არის ტრეიდერის პერსპექტიული მოქმედებების ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც შეიცავს ბევრ რთულ კომპონენტს. ფორექსზე ვაჭრობისას ანალიტიკურ პროგნოზებს ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა.

ანალიტიკური პროგნოზის ძირითადი შემადგენელია სავალუტო კურსზე მოქმედი ფაქტორები, ანუ ყველა ის ფაქტორი, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს ვალუტის კურსის ცვალებადობაზე.

Forecast/ანალიტიკური პროგნოზი/Аналитический прогноз ხორციელდება რამდენიმე ძირითად ეტაპად:
  • ფაქტორების გამოვლენა – ხორციელდება პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიახლებზე დაყრდნობით. უკანასკნელი ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზით. სხვადასხვა ინსტრუმენტებს შორის კორელაციის გამოვლენით.
  • შეფასებები – რომელთაც შეუძლია გავლენის მოხდენა. მაგალითად, ცნობამ გლობალური კრიზისის გაძლიერების შესახებ, შესაძლებელია გამოიწვიოს ოქროზე ფასების ზრდა. ასევე შესაძლებელია ანალოგიური კავშირების მოძებნა სხვა აქტივებისთვისაც.
  • ზემოქმედების და მიმართულების ძალთა ანალიზი – გასაგებია, რომ ყველა მოვლენა ერთნაირ ზემოქმედებას არ ახდენს მიმდინარე ტრენდზე, ამიტომ უნდა განვსაზღვროთ, თუ რა სიძლიერის შედეგებთან გვეძნება საქმე.

მაგალითად, იაპონიაში 2011 წლის მიწისძვრამ გამოიწვია იაპონური იენის ძლიერი ვარდნა, ხოლო იაპონიის ბანკის ცნობამ საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ, გამოიწვია იაპონური იენის კურსის უმნიშვნელო დაწევა.

ანალიტიკური პროგნოზების შედგენისას აგრეთვე გასათვალისწინებელია სეზონური ფაქროებიც, რომელთაც არ აქვთ მეორეხარისხოვანი გავლნა ბაზარზე.

საიტზე შეგიძლიათ იხილოთ ფორექსის ყოველკვირეული ანალიტიკური პროგნოზი შესაბამის რუბრიკაში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით