Fibonacci Sequence/ფიბონაჩის მიმდევრობა/Последовательность Фибоначчи – ფორექსის ბაზრის ინსტრუმენტია, რომელსაც იყენებენ ტექნიკურ ანალიზში ფასური დონეების განსაზღვრისათვის.
ამ მეთოდის საფუძველს წარმოადგენს რიცხვების გარკვეული მიმდევრობა, რომელიც მიღებული იქნა იტალიელი მათემატიკოსის ლეონარდო ფიბონაჩის მიერ.
ფობონაჩის მიმდევრობა გვიჩვენებს მიმდევრობით განლაგებული რიცხვების ურთიერთდამოკიდებულებას და მას “ოქროს ურთიერთდამოკიდებულებას”, იგივე “ოქროს კვეთას” უწოდებენ.
ოქროს ურთიერთდამოკიდებულება ტოლია 0,618. თუ მას უფრო დაწვრილებით, მაგრამ მარტივად განვიხილავთ, მაშინ იგი წარმოადგენს რიცხვების რიგს, რომელთა შორისაც თითოეული შემდეგი რიცხვი წარმოადგენს წინა რიცხვების ჯამს, ხოლო შემდეგი ორი რიცხვის ურთიერთდამოკიდებულება მიისწრაფის ოქროს ურთიერთდამოკიდებულებისაკენ, რომელიც 0,618-ის ტოლია.
პრაქტიკაში, ტრენდის მოძრაობა ციკლურია. აღმავალი ტრენდის დროს იგი ზემოთ მიემართება, ხოლო შემდეგ ქვემოთკენ მოძრაობს – უკუსვლას, კორექტირებას ახდენს და შემდეგ ისევ აგრძელებს სვლას თავდაპირველი მიმართულებით. იგივე ხდება დაღმავალი ტრენდის დროსაც, საპირისპირო ალგორითმით.
სწორედ, ფასის მოძრაობების განმეორებითობის გამოსავლენად და გამოსათვლელად გამოიყენება ფიბონაჩის მიმდევრობა.
ფიბონაჩის დონეების მეშვეობით შესაძლებელია ბაზარზე შესვლის წერტილების გამოვლენა. დონეების აგება შესაძლებელია, როგორც ტრადიციული ინსტრუმენტის გამოყენებით (ხელით), ასევე ავტომატურ რეჟიმში – ფიბონაჩის დონეების ინდიკატორის მეშვეობით.
მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, ფიბონაჩის ინსტრუმენტი წარმოადგენს ტექნიკური ანალიზის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, მისი ეფექტურად გამოყენებისათვის საჭიროა განსაკუთრებული დაკვირვებულობა და საკმაო გამოცდილება.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით