Fundamental Analysis/ფუნდამენტალური ანალიზი/Фундаментальный анализ – არის ფორექსის ბაზარზე მონაცემების ანალიზი, რომლის ბაზას წარმოადგენს – ეკონომიკის, ფინანსების და პოლიტიკის მონაცემები.
Fundamental Analysis/ფუნდამენტალური ანალიზი/Фундаментальный анализ ტარდება იმისთვის, რომ განისაზღვროს ბაზარზე განვითარებული მოვლენების შემდგომი ტენდენცია.
ფორექსის ბაზრის ფუნდამენტალური ანალიზი მოწოდებულია გამოავლინოს ძირითადი საბაზრო მიმართულებები. იგი ბაზირებულია სიახლეებზე და შემდგომი მოვლენების პროგნოზზე.
სიახლეების ანალიზი ხორციელდება რამდენიმე სიბრტყეზე. ერთის მხრივ, გასარკვევია რამდენად ძლიერად შეუძლია მოცემულ სიახლეს გავლენა იქონიოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობაზე და მეორეს მხრივ შეუძლია თუ არა სიახლეს გამოიწვიოს მთავრობის მიერ გატარებული საფინანსო პოლიტიკის ცვლილება.
ანალიზის განხორციელების ძირითად მონაცემებს წარმოადგენს – ინფლაციის დონე, უმუშევრობის დონე, ნაციონალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი, ფულადი მასის ზრდის დინამიკა და ერთიანი ნაციონალური პროდუქტი.
ამასთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების გარდა, ვალუტის კურსზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურების, ან გავლენიანი საფინანსო სტრუქტურების ხელმძღვანელების განცხადებები. თუმცა, თუ ისინი უახლოეს პერიოდში არ იქნება გამყარებული შესაბამისი, ან სხვა ფაქტებით, მაშინ ფასი, როგორც წესი ისევ ბრუნდება წინა ნიწნულზე.
დამწყები ტრეიდერისთვის უფრო მარტივია იმ პრინციპების გაგება, რომელთა საფუძველზეც ხდება ფუნდამენტალური ანალიზი, ამიტომ სწორედ დამწყები ტრეიდერები უფრო ხშირად იწყებენ ვაჭრობას სიახლეების სტრატეგიების გამოყენებით.
ფუნდამენტალური ანალიზის არსი უფრო კარგად, რომ გავიგოთ, მოვიშველიოთ ერთი მაგალითი:
სტატიის დაწერის მომენტში 2013 წლის 12 დეკემბერს, თბილისის დროით 17:30 საათზე მოსალოდნელი იყო “საცალო გაყიდვების ინდექსი”-ს გამოქვეყნება. (ფორექსის კალენდარის მიხედვით).
თუ გამოქვეყნებული მაჩვენებელი პროგნოზირებულზე მეტია, მაშინ USD მიმართულება პოზიტიურია, ანუ აღმავალი მიმართულებისააა, ანუ მოსალოდნელია აშშ დოლარის გამყარება, თუ პირიქით – მაჩვენებელი პროგნოზირებულზე ნაკლებია, მაშინ USD მიმართულება ნეგატიურია, ანუ მოსალოდნელია აშშ დოლარის გაუფასურება -(ვარდნა).
მაშ ასე, ჩემს მიერ მითითებულ მაგალითში:
- ნოემბრის მაჩვენებელი იყო 0.5 %;
- პროგნოზირებული მაჩვენებელი იყო 0.2 %;
- გამოქვეყნდა 0.4 % (ანუ USD – პოზიტიური ტენდენცია).
სავალუტი წყვილისთვის AUD/USD სიახლის გამოქვეყნებამდე კურსის მაქსიმალური მაჩვენებელი იყო 0.9060. სიახლის გამოქვეყნების შემდეგ კი ფასი რამდენიმე წუთის განმავლობაში დაეცა 0.8917 (ანუ USD გამყარდა). როგორც მაგალითიდან ჩანს ფუნდამენტალურმა სიახლემ გამოიწვია 143 პუნქტით ვარდნა – დოლარის კურსის გამყარება.
ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებენ ფუნდამენტალური ფაქტორები სავალუტო კურსებზე.
ფუნდამენტალური ანალიზის თემას საიტზე ეთმობა ორი რუბრიკა: ინსტიტუტი(ფორექსის შესწავლის ფარგლებში) და ფუნდამენტალური ანალიზი(პრაქტიკული ტრეიდინგის თვალსაზრისით). რომელთა შესწავლის შემდეგ თქვენ დაეუფლებით ფუნდამენტალური ანალიზის მეთოდებს.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით