Futures Contract/ფიუჩერსული კონტრაქტი/Фьючерсный контракт

Futures Contract/ფიუჩერსული კონტრაქტი/Фьючерсный контракт

Futures Contract/ფიუჩერსული კონტრაქტი/Фьючерсный контракт – არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გამყიდველი იღებს საქონლის ან ვალუტის მიწოდების ვალდებულებას – ფიქსირებული ფასით, მითითებულ დროში.

Futures Contract/ფიუჩერსული კონტრაქტი/Фьючерсный контракт – ფორექსზე ფიუჩერსული კონტრაქტი არის სტანდარტული დოკუმენტი და როგორც წესი მასში არ არის დათქმული აქტივის ფიზიკური/ფაქტობრივი მიწოდება.

“Future” – სიტყვა, რომლისგანაც წარმოიშვა სახელწოდება ფიუჩერსული კონტრაქტი, ინგლისურიდან თარგმანში ნიშნავს მომავალს. ამიტომაც ასეთი გარიგების არსი მდგომარეობს იმაში, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული აქტივის მიწოდება განხორციელდება უახლოვეს მომავალში.

მანამდე, სანამ არ დადგება ფიუჩერსის შესრულების თარიღი, გარიგებაში მონაწილე ნებისმიერ მხარეს შეუძლია მისი ანულირება, აღნიშნული ფიუჩერსის ყიდვის ან გაყიდვის გზით.

აღნიშნული სახის კონტრაქტების დადებისას, მასში შესაძლებელია შეტანილი იქნას დამატებითი პირობები, რომელთა მიხედვითაც მხარეს, რომელიც ახორციელებს ყიდვას არ შეეძლება საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ხოლო უარის შემთხვევაში გადაიხდის ჯარიმას.

ყველაზე პოპულარული ფიუჩერსის სახეობებია, კონტრაქტები ისეთ საქონელსა და ნედლეულზე, როგორებიცაა: ნავთობი, ოქრო, სპილენძი, პლატინა, ხორბალი და ა.შ.

შესაბამის ბირჟებზე, თავისუფალი სავაჭრო პროცესის დროს, ფასები აღნიშნულ საქონელზე მუდმივად ცვალებადია.

ამ მიზეზით, ტრეიდერების უმრავლესობა, რომლებიც ახორციელებენ შიდა დღიურ ვაჭრობას ფიუჩერსულ გარიგებებს დებენ და ყიდიან რამდენიმე საათის, ზოგჯერ კი რამდენიმე წუთის ინტერვალში.

ფიუჩერსული კონტრაქტების ყველაზე დიდი მოცულობები ფიქსირდება ამერიკული სავაჭრო სესიის პერიოდში, სწორედ ამ დროს ხდება მრავალმილიარდიანი კონტრაქტების დადება, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ბირჟაზე არსებულ მიმდინარე ფასებზე.

ფორექსზე ვაჭრობისაგან განსხვავებით, დადებული კონტრაქტების უმრავლესობა მართლაც ითვალისწინებს საქონლის ფიზიკურ მიწოდებას, ამ შემთხვევებში კონტრაგენტების როლში გამოდიან არა საბირჟო სპეკულანტები, არამედ პროდუქციის მწარმოებელი და გადამამუშავებელი კომპანიები.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით