False breakout/ცრუ გარღვევა/Ложный пробой

False breakout/ცრუ გარღვევა/Ложный пробой

False breakout/ცრუ გარღვევა/Ложный пробой – არის მოვლენა, რომლის დროსაც ხდება კურსის მიერ რაიმე სახის პირობითი საზღვრის მოკლევადიანი გადალახვა.

როგორც წესი, ასეთ საზღვრების როლში გვევლინებიან მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის დონეები.

მაგრამ აღნიშნული მოძრაობის პერიოდი მოკლეა და საზღვრის გადალახვის შემდეგ ტრენდი უბრუნდება მოძრაობის თავდაპირველ ტენდენციას.

ცრუ გარღვევა, ტრეიდერების მხრიდან აქტიური მოქმედებების დაწყების მაპროვოცირებელი ფაქტორია, მაგრამ ნამდვილი გარღვევისგან განსხვავებით, ფასის მოძრაობა გარღვევის მიმართულებით აღარ გრძელდება.
False breakout/ცრუ გარღვევა/Ложный пробой – მაგალითი

False breakout/ცრუ გარღვევა/Ложный пробой

აღნიშნული ვითარება, არასასურველია მოვლენაა იმ ტრეიდერებისათვის, რომლებიც გარღვევის სტრატეგიების გამოყენებით ვაჭრობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუშაობა ხდება გადადებული ორდერებით.

პრაქტიკაში სიტუაცია შემდეგნაირად გამოიყურება: ფასი უახლოვდება რაიმე დონეს, გაარღვევს მას, ამუშავდება გადადებული ორდერი, ხოლო შემდეგ ფასი იცვლის მიმართულებას, ანუ ფიქსირდება ცრუ გარღვევა და შესაბამისად ტრეიდერი იღებს ზარალს – სტოპ ლოსის ამუშავების და დეპოზიტის სრული დაკარგვის შედეგად. ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს გადადებული ორდერების დადების წერტილების განლაგებას.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით