სარჩევი
Forex Charts/ფორექსის გრაფიკები/График форекс – წარმოადგენს ფორექსის ბაზრის ინსტრუმენტს, რომელზეც თვალსაჩინოდ გამოისახება შესაბამისი ვალუტის ფასთა ცვლილებები, შესაბამისი დროის მონაკვეთში.
Forex Charts/ფორექს გრაფიკები/График форекс სახეობები:
სანთლების გრაფიკი
ხაზური გრაფიკი
ბარების გრაფიკი
ტიკების გრაფიკი:
ტიკების გრაფიკი არის მიმდინარე, ამწამიერი კოტირება გამოსახული ტერმინალში. ტიკების გრაფიკზე, როგორც ასეთი ტაიმფრეიმი არ არის ან ითვლება, რომ ტაიმფრეიმი უდრის 1 წამს. სავაჭრო ტერმინალში Meta Trader 4-ში სტანდარტული პარამეტრებით ასეთი გარფიკების შექმნა შეუძლებელია. მინიმალური ტაიმფრეიმია – 1 წუთი. არსებობს სკრიპტები, რომლებიც ქმნიან არასტანდარტულ ტაიმფეიმებს, მათ შორის ზოგი ერთ წამიანსაც, მაგრამ რისთვისაა ეს საჭირო მე პირადად ვერ გავიგე. რა საჭიროა ერთ წამიანი ფასთა ცვლილების ყურება გრაფიკზე.
ინდიკატორული გრაფიკი
თიოეული გრაფიკი ემსახურება გარკვეულ ამოცანას. ერთის მეშვეობით იზომება მოცულობები, მეორის მეშვეობით კურსის რხევები, მესამის მეშვეობით ტრენდის ტიკური ცვლილებები.სავაჭრო ტერმინალში შესაძლებელია გრაფიკის დაყენება (მორგება) ტრეიდერის სურვილისამებრ შესაბამისი პარამეტრებით:
სავალუტო წყვილი – შეიძლება ავირჩიოთ დამოუკიდებლად კოტირებების ფანჯრიდან.
დროის ინტერვალი – შეიძლება ავირჩიოთ დროის ინტერვალი 1 წუთიდან 1 თვემდე. ინტერვალის გადართვა ხდება ტერმინალის ზედა პანელიდან. ამის წყალობით ტრეიდერს შესაძლებლობა ეძლევა დაინახოს მიმდინარე სიტუაცია ფორექსის ბაზარზე. შეაფასოს, როგორც მიმდინარე, ასევე წარსული დინამიკა, ვინაიდან ტერმინალში ჩანს წარსული, ისტორიული ფასთა მონაცემები.
ინფორმაციის გამოტანის სახეები – სანთლები, ბარები, ხაზები, ეს უკვე დამოკიდებულია ტრეიდერის არჩევანზე. ტრეიდერების უმეტესობა ირჩევს სანთლების გრაფიკს, ვინაიდან ასეთი გრაფიკი უფრო ინფორმატიული და მოსახერხებელია.
მასშტაბი – მისი შეცვლა საშუალებას იძლევა გავზარდოთ ან შევამციროთ ტერმინალის ეკრანზე გამოყვანილი ინფორმაცია.
ამის გარდა სავაჭრო ტერმინალს გააჩნია ძალიან ბევრი საჭირო ფუნქცია, რომლებსაც განვიხილავთ სხვა სტატიებში.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით