ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

ორდერ ბლოკი (Order Block, OB) წარმოადგენს Smart Money კონცეფციის მთავარ სავაჭრო სეტაპს.

განმარტება

ორდერ ბლოკი (Order Block, OB) არის მანიპულაციური ინსტრუმენტი, რომელიც ასახავს ჭკვიანი კაპიტალის პოზიციების დაგროვებას.

აღმავალი (ხარების) ორდერ ბლოკი ასახავს ჭკვიანი კაპიტალის მიერ აქტივის ყიდვას და წარმოადგენს მხარდაჭერის ზონას.
ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

დაღმავალი (დათვების) ორდერ ბლოკი ასახავს ჭკვიანი კაპიტალის მიერ აქტივის გაყიდვებს და წარმოადგენს წინააღმდეგობის ზონას.
ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

ძირითადი კრიტერიუმები

ორდერ ბლოკის განსაზღვრის ორი ძირითადი კრიტერიუმია: ლიკვიდურობის მოხსნა და შთანთქმა.

ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

აღმავალი ორდერ ბლოკი – ეს არის პირველი დაღმავალი სანთლის დიაპაზონი: გახსნიდან მის მინიმუმამდე, ქვედა კუდის (ჩრდილის) ჩათვლით.

თუ ვარდნის ექსტრემუმი ფორმირდება შთანთქმის სანთლით, ორდერ ბლოკის საზღვარი გადაინაცვლებს მეორე სანთლის ყველაზე დაბალ წერტილამდე – მინიმუმამდე.

ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

დაღმავალი ორდერ ბლოკი – ეს არის პირველი მზარდი სანთლის დიაპაზონი: გახსნიდან მის მაქსიმუმამდე, ქვედა კუდის (ჩრდილის) ჩათვლით.

თუ მეორე სანთელი ქმნის ზრდის ახალ ექსტრემუმს, ორდერ ბლოკის საზღვარი გადაინაცვლებს მეორე სანთლის უმაღლეს წერტილამდე – მაქსიმუმამდე.

ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

სავაჭრო სეტაპი

პოზიციაში (გარიგებაში) შესვლის უმარტივესი ფორმაცია, რომელიც შედგება მხოლოდ სამი ელემენტისგან:

  • მანიპულაცია;
  • შთანთქმა;
  • იმბალანსი;

ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

  • შესვლა – იმბალანსის დაწყება უფრო მცირე დროის ინტერვალზე;
  • Stop-Loss – თავსდება ორდერ ბლოკის მიღმა;
  • Take-Profit – გრაფიკის მარცხენა ნაწილის, ანუ გრაფიკის წარსულის მიხედვით: ეს არის უახლოესი ლიკვიდურობის პული (Liquidity pool)  და მის მიღმა პირველი პრობლემური ზონა;

Liquidity pool

განმარტება – კრიპტო ინდუსტრიისთვის.

ლიკვიდურობის პული (Liquidity pool) – მონეტების/ტოკენების სავაჭრო წყვილი, რომლებშიც ლიკვიდურობის მიმწოდებლების სახსრებია დაბლოკილი და რომლებიც უზრუნველყოფენ ამ წყვილის ლიკვიდურობას. მონეტის ყიდვა-გაყიდვისას ლიკვიდურობის პულის მეშვეობით, ტრეიდერი იყენებს პულში დაბლოკილ სახსრებს. ცენტრალიზებული ბირჟებისგან განსხვავებით, სადაც არსებობს ლიმიტური ორდერები და ორდერების წიგნი, ლიკვიდურობის პულებში არ არის საჭირო ორდერის განთავსება და მისი შესრულებისთვის მოლოდინი.

განმარტება ფორექსისა და სხვა საფინანსო ბაზრებისათვის.

ლიკვიდურობის ზონები – არის ფასური ინტერვალები, სადაც შეინიშნება მაღალი მოთხოვნა კონკრეტული აქტივის (მაგ. სავალუტო წყვილის) ყიდვაზე ან გაყიდვაზე.

ორივე განმარტება პრინციპულად იდენტურია, საკუთარი არსით წარმოქმნიან ლიკვიდურობას (რა ხერხით და რა გზით არ აქვს მნიშვნელობა) და ამიტომ ორივე განმარტება სავსებით სამართლიანია ყველა საფინანსო ბაზრისათვის.

FVG in OB: დროის ინტერვალების ცხრილი იმბალანსების მოსაძებნად ორდერ ბლოკის შიგნით.

ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

ტესტის ლოგიკა

ჭკვიანი ფული აბრუნებს ფასს აღმავალი ორდერ ბლოკისკენ, რათა დახუროს თავისი წამგებიანი გაყიდვის (შორტ, მოკლე) პოზიციები.

მის წინ, ან მის შიგნით უნდა ჩამოყალიბდეს მნიშვნელოვანი ლიკვიდურობის პული გაყიდვებისთვის. ეს არის  საუკეთესო მომენტი აქტივის ყიდვისთვის.

ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

თუ ამ სამი კრიტერიუმიდან არცერთი არ არის, ასეთი ორდერ ბლოკზე პოზიციაში შესვლა არ არის რეკომენდებული.

გამარტივებული განმარტება

ქვემოთ მოცემულ სქემაზე წარმოდგენილია ძირითადი შაბლონი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია რეალურ გრაფიკზე მოიძებნოს ორდერ ბლოკები ნებისმიერ საბაზრო სიტუაციაში.

ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

ეს არის დახურული აღმავალი სანთელი, რომლის ქვედა კუდი (ჩრდილი) ხსნის ლიკვიდურობას გაყიდვებზე.

დიაპაზონი მისი გახსნიდან ვარდნის ექსტრემუმამდე – სწორედ ეს არის ორდერ ბლოკი. ის იმუშავებს როგორც მხარდაჭერის ზონა და ასევე ფასის მაგნიტი.

დაღმავალი ორდერ ბლოკისთვის ყველაფერი ანალოგიურია, იგი მუშაობს სარკისებურად.

ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

განვრცობილი კრიტერიუმები

ორდერ ბლოკის სიზუსტისა და ეფექტურობის გასაძლიერებლად, მისი ფორმირებისას უფრო მეტი კრიტერიუმის გათვალისწინებაა საჭირო.

ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

აუცილებელი კრიტერიუმები:

  • ლიკვიდურობის მოხსნა (BSL);
  • შთანთქმა;

დამატებითი კრიტერიუმები:

  • წინააღმდეგობის ზონის ტესტი;
  • იმბალანსი (FVG);
  • სტრუქტურის დარღვევა (BOS);
  • ლიკვიდურობა ყიდვებზე (BSL);
  • ფარული დივერგენცია (RSI);
  • SMT დივერგენცია;

რაც უფრო მეტი ფაქტორია გათვალისწინებული, მით უფრო მაღალია ორდერ ბლოკის ამუშავების შანსი.

სუსტი ორდერ ბლოკი

თუ უფრო დიდ დროის ინტერვალებზე ორდერ ბლოკის ქვეშ მდებარეობს სხვა ორდერ ბლოკი ან იმბალანსი, ფასი პირველ რიგში მივა იქ. ამიტომ და ამ შემთხვევაში, უფრო მცირე დროის ინტერვალზე ორდერ ბლოკი გაირღვევა.

სტანდარტული დროის ინტერვალების იერარქია:

ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

რაც უფრო მაღალია დროის ინტერვალი, ანუ თაიმ ფრეიმი, მით უფრო მნიშვნელოვანია ორდერ ბლოკი. გადაწყვეტილების მიღებისას ნებისმიერი წინააღმდეგობა წყდება უფრო დიდი დროის ინტერვალის სასარგებლოდ.

შენიშვნა:

თანამედროვე სავაჭრო ტერმინალებში არსებობს როგორც ჩაშენებული, ანუ ტერმინალების თავდაპირველი მონაცემებით არსებული დროის ინტერვალები და სკრიპტებით დაინსტალირებული დროის ინტერვალები. დროის ინტერვალები იყოფა სტანდარტულ და არასტანდარტულ კატეგორიებად.

სტანდარტული დროის ინტერვალებია (კლასიკა უკვდავია):

  • MN – თვის;
  • W – კვირის;
  • D – დღის;
  • H4 – 4 საათიანი;
  • H1 – 1 საათიანი;
  • M30 – 30 წუთიანი;
  • M15 –  15 წუთიანი;
  • M5 – 5 წუთიანი;
  • M1 – 1 წუთიანი;

არასტანდარტული თაიმ ფრეიმებია, მაგალითად:

  • H2 – 2 საათიანი;
  • M10 – 10 წუთიანი;
  • M2 – 2 წუთიანი;
  • და მსგავსი სულელური თაიმ ფრეიმები.
შესვლის წერტილები

არსებობს ორი სახის შესვლის წერტილი: საბაზო (ძირითადი) და შედარებით დახვეწილი.

საბაზო (ანოტაცია):

ფიქსირებული დონეები, მათზე ფასების რეაქციის მაღალი ალბათობით, გათვლილია ლიმიტური ორდერებით მუშაობისათვის. არ საჭიროებს ბაზრის ღრმა ანალიზს და გამოყენებადია ამ კონცეფციის შესწავლის საწყისი ეტაპებისათვის.

დახვეწილი (ანოტაცია):

მოქნილი დონეები, რომელიც ვლინდება კონკრეტულ საბაზრო სიტუაციაზე დაყრდნობით. საჭიროებს ტრეიდერის მხრიდან მაღალი დონის ჩართულობას, მულტიტაიმფრეიმულ ანალიზს, ტრეიდერის მხრიდან ვიზუალური აღმოჩენის მაღალ უნარებს. უზრუნველყოფს ბაზარზე უფრო ზუსტ შესვლას და რისკისა და მოგების ოპტიმალურ თანაფარდობას.

საბაზო (ძირითადი):

  • ორდერ ბლოკის დაწყების დონე;
  • ორდერბლოკის 50%;

ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

დახვეწილი:

  • “FVG in OB”-ზე დაყრდნობით;
  • შებრუნების ფორმაციები, პატერნები “Three Drives Pattern”, “W”, “M”).

ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

ორდერ ბლოკის ანატომია (Order Block, OB)

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით