ჭკვიანი ფულის ანატომია

ჭკვიანი ფულის ანატომია

დროდადრო ტრეიდერებისა და ინვესტორების საზოგადოებაში ჩნდება ახალი “რევოლუციური” თეორიები და ვაჭრობის კონცეფციები, რომლებსაც მათი ავტორები სტაბილური შემოსავლის მიღების ეფექტურ ინსტრუმენტებად მიიჩნევენ.

როგორც წესი, მათში გამოიყენება განსაკუთრებული (რასაკვირველია, ასევე ინოვაციური) ტერმინოლოგია და მომგებიანი “გრაალის” მუშაობის თეორიული დასაბუთებები. ბოლო დროს კერძო ტრეიდერებსა და ინსტიტუციონალურ ინვესტორებში აქტიურად განიხილება ერთ-ერთი ასეთი კონცეფციის – Smart Money-ის გამოყენება.

არის ეს – შეთქმულების თეორია თუ მომუშავე სტრატეგია – ეს არის მთავარი კითხვა.

Smart Money კონცეფციის (Smart Money Concept, SMC, “ჭკვიანი ფული”-ის კონცეფცია) სახელწოდება გაჩნდა იმის გამო, რომ მისი ავტორი (როგორც თავად ამბობს) იცნობს ფინანსურ ბაზრებზე გამოყენებად კლასიკურ ტერმინოლოგიას. ამ ტერმინოლოგიით “ჭკვიან ფულს” უწოდებენ ჰეჯ-ფონდების, საპენსიო ფონდების და მსგავსი დიდი მოთამაშეების ფულად სახსრებს, რომლებიც პროფესიონალების მიერაა მართვადი.

სისტემის შემქმნელი – ცნობილი თანამედროვე ტრეიდერი მაიკლ ჰადლსტონი (ფსევდონიმი Inner Circle Trader, ICT). იგი საფინანსო ბაზრებზე შეთქმულების თეორიის მხარდამჭერია და დარწმუნებულია, რომ “ჭკვიანი ფული”, როგორც ძირითადი მარკეტმეიკერები, მუდმივად ნადირობენ მცირე, კერძო ტრეიდერებისა და იმ უფრო დიდი მოთამაშეების ფულად სახსრებზე, რომლებიც არ მონაწილეობენ აქტივების ფასების განსაზღვრაში.

კონცეფციის მთავარ იდეას მაიკლ ჰადლსტონი  ხედავს იმაში, რომ ყველა ტრეიდერმა გაიგოს Smart Money-ის წარმომადგენლების ქმედებები და ამის საფუძველზე მიიღოს სავაჭრო გადაწყვეტილებები,  რომლებიც საშუალებას მისცემს მათ იმოქმედონ არა Smart Money-ის წინააღმდეგ (ფულის დაკარგვით), არამედ მათთან ჰარმონიაში (შემოსავლის მიღებით).

Smart Money Concept-ის ტერმინოლოგიას და გამოყენებას ICT საკუთარ ბლოგში აქვეყნებს. თავად მაიკლ ჰადლსტონი ატარებს SMC-ს ფარგლებში ფასიან სავაჭრო სწავლებას. მისივე აღიარებით, სწავლება შესანიშნავი იდეა აღმოჩნდა – მოსწავლეების მიერ შეტანილი თანხებმა ჯამში უკვე გადააჭარბა ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობით მიღებულ მრავალწლიან შემოსავალს.

SMC სტრატეგია – ძირითადი შინაარსი

Smart Money სისტემის საფუძველს რამდენიმე პრინციპი შეადგენს:

  1. ბაზრის სტრუქტურის კონცეფცია აღმავალი (ხარების) და დაღმავალი (დათვების) ტრენდებით, კონსოლიდაციით ან დიაპაზონში ვაჭრობით (Range) გამოიხატება.ტრენდების დასადგენად გამოიყენება ჩარლზ დოუს მიერ ჩამოყალიბებული კლასიკური მეთოდები:აღმავალ ტრენდზე ფორმირდება თანმიმდევრულად მზარდი მაქსიმუმები და მინიმუმები, დაღმავალ ტრენდზე – თანმიმდევრულად კლებადი მაქსიმუმები და მინიმუმები.წინა მინიმუმის გადაფარვა (აღმავალ ბაზარზე), ან წინა მაქსიმუმის გადაფარვა (დაღმავალ ბაზარზე) განიხილება როგორც ტრენდის სტრუქტურის დარღვევა, ანუ დიაპაზონში გადასვლა.

 

  1. ლიკვიდურობის ახსნა, წარმოადგენს ბაზრის მამოძრავებელ ძალას. Smart Money-ის გარდა, საფინანსო ბაზარზე ვაჭრობის სხვა მონაწილეების აღქმა, როგორც ლიკვიდურობის მიმწოდებლებად.მხარდაჭერის/წინააღმდეგობის დონეების ინტერპრეტაცია ლიკვიდურობის დონეებად.ლიკვიდურობის დაგროვების ზონების პოვნა მხარდაჭერის/წინააღმდეგობის დონეებს მიღმა, სადაც ვაჭრობის მონაწილეები ათავსებენ სტოპ-ორდერებს (Buy Stop და Sell Stop – გარღვევაზე ბაზარზე შესვლისთვის. Stop Loss – ასხლეტებზე ვაჭრობისას დაცვისთვის).”ჭკვიანი ფულის” ქცევა, რომელიც ნადირობს ამ ლიკვიდურობაზე საკუთარი პოზიციების დასაგროვებლად ან გასანაწილებლად ფლეტში.

 

  1. ლიკვიდურობის დონეების მარკირების აუცილებლობა და სარგებლიანობის დასაბუთება დროის ყველა ინტერვალზე. ბაზრის სტრუქტურის გამოყოფა უფრო დიდ თაიმ ფრეიმებზე პატარა თაიმ ფრეიმებზე ვაჭრობის მიმართულების დასადგენად.

 

  1. გეპების კონცეფცია (SMC-ში გეპს Imbalance უწოდებენ), რომლებიც ბაზრის არაეფექტურობად მიიჩნევა და განიხილება მათი დახურვის პრინციპები და ალბათობები.

 

  1. რამდენიმე პატერნის აღწერა, როგორიცაა BOS (გარღვევა სტრუქტურის განახლებისთვის), ChoCh (სტრუქტურის დარღვევა), იმპულსური გადაადგილება, Order Block, რომელიც დაფუძნებულია ხარების და დათვების შთანთქმაზე და წარმოადგენს ძირითად კომბინაციას ბაზარზე შესვლის წერტილის მოსაძებნად.

 

Smart Money Concept წარმოადგენს ინდიკატორების გარეშე მომუშავე სავაჭრო სისტემას, რომელმაც გააერთიანა რამდენიმე კარგად ცნობილი თეორია, რომელიც ფინანსურ ბაზრებზე ადრეც გამოიყენებოდა:

  • ტრენდების და ფლეტების განსაზღვრა;
  • დროის რამდენიმე ინტერვალზე მუშაობა, როდესაც უფრო დიდი ტაიმფრეიმის სიტუაცია განსაზღვრავს ვაჭრობის მიმართულებას და გარიგებების დადების შესაძლებლობებს უფრო მცირე ტაიმფრეიმებისათვის;
  • ვაჭრობა მხარდაჭერის/წინააღმდეგობის დონეებიდან ყალბი და ნამდვილი გარღვევების იდენტიფიცირება;
  • ზოგიერთი Price Action პატერნის ან სანთლური კომბინაციების გამოყენება ბაზარზე ოპტიმალური შესვლის და პოზიციების დახურვის წერტილების მოსაძებნად.

უდავოა, რომ ამ თეორიას აქვს პრაქტიკული ღირებულება, რადგან ის ქმნის საკმაოდ გასაგებ ალგორითმს, რომლის დაუფლების შემთხვევაში, ტრეიდერებს შეუძლიათ მეტ-ნაკლებად შედეგიანი ვაჭრობის დაწყება.

Smart Money სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ტრეიდერებისა და ინვესტორების საზოგადოებაში Smart Money Concept-ის გარშემო მწვავე დებატები მიმდინარეობს. კონცეფციის კრიტიკოსების არგუმენტები სამ ძირითად პოზიციას ეფუძნება:

  1. Inner Circle Trader-ის მიერ “ჭკვიანი ფულის” კონცეფციისთვის გამოყენებული თეორია დაუსაბუთებელია.ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობაში არ არსებობს დოკუმენტირებული მტკიცებულება იმისა, რომ SMC-ში განხილული სიტუაციები და პატერნები Smart Money-ის მანიპულაციების პირდაპირი შედეგია. უფრო მეტიც, მათი უმრავლესობა ტრეიდინგისა და ინვესტირების კლასიკოსების მიერ, ჯერ კიდევ იმ დროს იყო აღწერილი, როცა ბაზარზე მცირე (კერძო) მონაწილეები არ არსებობდნენ.მიუხედავად ამისა, ყველა ეს პრინციპი შესანიშნავად მუშაობდა ასი წლის წინაც და აგრძელებს მუშაობას დღესაც და მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას. გარდა ამისა, საფონდო, სავალუტო და ზოგადად ყველა სახის ფინანსურ ბაზარზე კერძო მონაწილეთა საერთო ფულადი მასა მთლიანი მოცულობის 20%-საც კი არ აღწევს. ეს მათ ისეთ სასურველ სამიზნედ არ ხდის Smart Money-ისთვის, როგორც კონცეფციის ავტორი ცდილობს წარმოაჩინოს.

 

  1. შესაძლოა, რომ სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება, SMC ხსნის, თუ როგორ მოქმედებენ ბაზარზე და ზემოქმედებენ ფასებზე დიდი მოთამაშეები. თუმცა იგი არ იძლევა შესაძლებლობას ვივაჭროთ, ისევე როგორც თავად „Smart Money” ვაჭრობს.სისტემა გვთავაზობს „Smart Money”-ს ავყვეთ, რამაც შეიძლება  რეალური მოგება მოგვცეს, ან არ მოგვცეს.ამის დასადასტურებლად შეიძლება მოვიყვანოთ თავად მაიკლ ჰადლსტონის განცხადება, რომ სტრატეგია 90%-იან მომგებიან გარიგებებსაც კი არ გვთავაზობს, მაშინ როცა, მისივე სიტყვებით, “ჭკვიანი ფული” ყოველთვის მოგებულ მდგომარეობაშია.გარდა ამისა, ტრეიდინგის პრაქტიკაში არსებობს უამრავი უფრო მარტივი, არა ნაკლები ეფექტურობის სავაჭრო სისტემები და სტრატეგიები, რომლებიც იგივე მიდგომას, ანუ ბაზრთან მიყოლას ახორციელებენ და მომგებიანობის თვალსაზრისით არ ჩამოუვარდებიან „Smart Money”-ს კონცეფციას.ტრეიდერებს, რომლებსაც სტაბილური შემოსავლის მიღება სურთ, უბრალოდ უნდა გაეცნონ ამ სტრატეგიებს და განუხრელად დაიცვან მათი წესები.

 

  1. „Smart Money”-ს სისტემა მართლაც სიცოცხლისუნარიანია, მაგრამ ვერ ექნება პრეტენზია, რომ ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის ბრწყინვალე აღმოჩენაა. დიდი ხნის წინ ცნობილი პრინციპების კომბინირება და ცნობილი დონეებისა და პატერნების ახალი სახელები არანაირად არ წარმოადგენს უნიკალურ ინოვაციებს, რომლების შესასწავლადაც SMC-ის მსურველებმა ხშირ შემთხვევაში უნდა გადაიხადონ ზედმეტად დიდი თანხები.

ზემოთ ნათქვამი არ ნიშნავს იმას, რომ Smart Money Concept-ში არ არის რაციონალური და სასარგებლო შინაარსი. ტრეიდერები, რომლებიც იცნობენ ამ კონცეფციას, აღნიშნავენ მის რამდენიმე დადებით მხარეს:

  1. სისტემის მიხედვით ვაჭრობისას ინდიკატორები საერთოდ არ გამოიყენება. ტრეიდერი აანალიზებს ბაზრის მდგომარეობას მხოლოდ ფასების გრაფიკის მიხედვით.

 

  1. ალგორითმში ჩაშენებულია ლოგიკური თანმიმდევრობა, რომელიც საშუალებას აძლევს ტრეიდერს გაიგოს, რა ხდება ფასთან დაკავშირებით და რა არის სიტუაციის განვითარების შესაძლო სცენარები.

 

  1. SMC-ში ჩართულია Price Action-ის (PA) მრავალი ელემენტი. თუმცა, PA უფრო ყოვლისმომცველი, მრავალმხრივი და შესასწავლად რთულია. ხოლო “ჭკვიანი ფულის” კონცეფციის ახალ ფორმატში PA-ს ნაწილის გაგებაც კი, ტრეიდერების ეფექტური ინსტრუმენტების არსენალს ამდიდრებს.

 

  1. კაპიტალისა და რისკების სწორი მართვის პირობებში, წარმატებული გარიგებების 60%-იანი ალბათობაც კი (და Smart Money სისტემაში ეს მაჩვენებელი დაუდგენელია) ტრეიდერს სტაბილურ მოგებას მოუტანს ხანგრძლივ დისტანციაზე.
დასკვნა

ამრიგად, Smart Money Concept, როგორც დიდი მოთამაშეების მოქმედებების თეორია ფინანსური ბაზრის პატარა მონაწილეების წინააღმდეგ, არ გამოიყურება დამაჯერებლად.

თუმცა, როგორც ვაჭრობის სისტემა, ის სავსებით მისაღებია, ვინაიდან იყენებს დროში გამოცდილ პრინციპებს, მათ საფუძველზე აშენებს ალგორითმს და საშუალებას აძლევს ტრეიდერებს მიიღონ მეტ-ნაკლებად სტაბილური შემოსავალი.

Smart Money Concept-ის დამოუკიდებელი შესწავლა

თავად მაიკლ ჰადლსტონი კონცეფციის ყველა ძირითად პრინციპს საკუთარ ბლოგზე ხსნის. ეს სავსებით საკმარისია SMC-ის პრინციპებით ვაჭრობისთვის.

საჭირო დრო “ჭკვიანი ფულის” კონცეფციის ათვისებისთვის

ფინანსური ბაზრების გამოცდილი ტრეიდერსთვის სტრატეგიის ბაზისა და მისი ვაჭრობის წესების გასაგებად ერთი დღეც საკმარისია.

ახალბედებისთვის შესწავლის პერიოდი რამდენიმე კვირამდე ან თვემდე შეიძლება გაიწელოს, რადგან კონცეფციაში  ბევრი ნიუანსია ჩაშენებული, თუნდაც Price Action-ი, რომელიც საფინანსო ბაზრების ცალკე თეორიული მიმდინარეობაა.

გარდა ამისა, ახალბედებს დასჭირდებათ ხანგრძლივი პრაქტიკა დონეების მონიშვნაში, პატერნების გამოვლენასა და ვაჭრობის უნარ-ჩვევების დაგროვებაში, რისთვისაც უმჯობესია დემო ან ცენტური ანგარიშის გამოყენება.

ბაზრები, რომელზეც მუშაობს SMC

კონცეფცია ეფუძნება ყველა საფინანსო ბაზრის ზოგად პრინციპებს, რომლებიც ყველგან მუშაობს. შესაბამისად, მისი გამოყენებით შესაძლებელია ვაჭრობა როგორც ფორექსზე, ასევე კრიპტობაზარზე და საფონდო ბირჟაზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით