ფუნდამენტალური თუ ტექნიკური ანალიზი • GeoForex.info

ფუნდამენტალური თუ ტექნიკური ანალიზი

ტექსტი ეძღვნება საიტის ერთ-ერთი გონიერი მომხმარებლის შეკითხვას, რომელიც ენერგომატარებლებზე ვაჭრობაში სპეციალიზდება და ანალიზის ინსტრუმენტად ძირითადად ფუნდამენტალურ ანალიზს განიხილავს.

Telegram 2023-09-25 / 13:43:21

არსებობს ერთი ლათინური ანდაზა/ფრაზა: “Homo proponit, sed Deus disponit”.

რუსულად ჟღერს: “Человек предполагает, а Бог располагает”.

მსგავსი ფრაზა/ანდაზა არსებობს ქართულშიც: “კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო”.

თუმცა, ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა ამ ლათინური ფრაზის შემდეგნაირი თარგმანი: “ადამიანი ვარაუდობს, ხოლო ღმერთი განკარგავს”.

არ ვიცი ფუნდამენტალურ ანალიზსა და ტექნიკურ ანალიზებს შორის, რომელია ღმერთი და რომელია ადამიანი, მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი, რომ მათ შორის რომელიღაც არის ღმერთი ხოლო მეორე ადამიანი, მაგრამ ყველა ვარიანტში მონაცვლეობით.

და რას ნიშნავს ეს:

მაგალითად: როდესაც ტექნიკური ანალიზის მიხედვით, ყველა პარამეტრით ფინანსური აქტივის ტენდენცია უნდა იყოს აღმავალი, რაღაც მომენტში ქვეყნდება რაიმე სახის, თუნდაც “ჭ” კლასის ფუნდამენტალური სიახლე და სრულად ანგრევს ტექანალიზით აწყობილ ნალოლიავებ სქემას. ამ შემთხვევაში ფუნდამენტალური ანალიზი არის ღმერთი, ხოლო ტექნიკური ანალიზი არის ადამიანი.

არის აუამრავი შემთხვევა, როდესაც აქტივის ფასი მიდის ტექნიკური ანალიზის კანონების მიხედვით, მაგრამ ამ მომენტში ქვეყნდება უმაღლესი კატეგორიის ფუნდამენტალური სიახლე, ბომბივით სკდება, ბაზარი პანიკაშია, თუმცა ფასისთვის ვითომც არაფერი – ისევ იგივე მიმართულებით მიდის. ამ შემთხვევაში ღმერთი – ტექნიკური ანალიზია.

ასევე უამრავი შემთხვევაა, როდესაც ფორმირების პროცესშია მაგალითად გრაფიკული ფიგურა “თავი და მხრები”. ხედავ თვალნათლივ გრაფიკზე, თუმცა გრძნობ, რომ აი რაღაც აკლია, ვერ რისკავ ამ ფორმაციის მიხედვით ბაზარზე შესვლას, ამ დროს “ბაც” და თითქოს შეკვეთილად ქვეყნდება ფუნდამენტალური სიახლე, რომელიც აი იმ რაღაცას ამატებს ტექანალიზს და ფასიც ფუნდამენტალურად გამყარებული ტექანალიზის მიხედვით მიემართება. ამ შემთხვევაში ტექნიკურიც და ფუნდამენტალურიც ერთნაირად ღმერთები არიან.

ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ტექნიკური ანალიზიც და ფუნდამენტალური ანალიზიც ერთმანეთთან თანხვედრაშია და მილიონობით ტრეიდერი ფიქრობს, რომ აქტივის ფასი წავა იმ მიმართულებით რა მიმართულებითაც მიდიოდა და არხეინად არიან, მაგრამ ჰოიდა თითქოს უმიზეზოდ ფასი უცებ, მყისიერად დაეშვება საპირისპირო მიმართულებით. ამ შემთხვევაში არც ტექანალიზია ღმერთი და არც ფუნდამენტალური ანალიზი ადამიანი, ორივე ბედკრული ფორექსის შვილები არიან.

2008 წლის 22 აპრილიდან 17 ივლისამდე ფასმა შექმნა გრაფიკული ფიგურა “ლამბაქი” (ღმერთო ჩემო რა ბებერი ვარ რეები მახსოვს???), ასევე სხვა ტექანალიზის პარამეტრები და ფუნდამენტალური მონაცემებიც უტყუარად მიუთითებდნენ აღმასვლის ტენტენციას. მაგრამ 17 ივლისს რომ დაეშვა EUR/USD ფასი ქვემოთ – უკვე 15 წელი გრძელდება ეს დაღმასვლა.

ასე, რომ ვაჭრობს თუ არა ტრეიდერი ცალკე ტექნიკური ანალიზით, ან ცალკე ფუნდამენტალური ანალიზით, მან წარმატებისთვის, სიღრმისეულად თუ არა, ნიუანსურად მაინც უნდა გაითვალისწინოს მომიჯნავე ანალიზის სახეობა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Artificial Intelligence

ხელოვნური ინტელექტი და მე

როდესაც, რაღაც მიზეზების გამო ყალთაბანდ ძმის შვილს ვუთხარი, რომ ჩინური ენა კაცობრიობის ცივილიზაციის მომავალია – …