1) ავტრალიური დოლარის მიზიდულობის ცენტრი არის ფიბონაჩის 76%. ფიბონაჩის არცერთ დონეს არ გრძნობს *ოზი ისე, როგორც ფიბონაჩის 76%-ს. სწორედ ეს დონეა მინიმუმ კორექციის ზონა. ოზი იმენნა შეყვარებულია ამ დონეზე;
2) თუ პარასკევს არ ვსვამთ მაშინ ვაკეთებთ პროგნოზს შაბათს. თუ შაბათს *”პახმელიაზე” ვართ, მაშინ პროგნოზის გაკეთება გადაგვაქვს კვირისთვის.
3) თუ გრაფიკზე გვაქვს ისეთი სიტუაცია, როგორიც ფოტოზეა, ანუ მწვანე ფერის მართკუთხედით გამოყოფილი მძლავრი წინააღმდეგობის ზონა, მაშინ ვრთავთ წინა “შპარგალკაში” ჩაწერილ ალგორითმს;
4) თუ ვხედავთ ზედიზედ მინიმუმ სამ აღმავალ (ან დაღმავალ) სანთელს, მაშინ უკვე ვეძებთ არასამართლიან ფასს პირველსა და მესამე სანთლებს შორის (სურათზე ოქროსფერი მართკუთხედი), რომელსაც თანამედროვე მოდური ტერმინოლოგიით “იმბალანსი” ჰქვია . ვაუუ იმბალანსი და რამე… ?, ანუ ამ ზონაში ფასის დაბრუნების ალბათობა არსებობს, ვინაიდან ბაზარმა მოძრაობის გაგრძელებისთვის უნდა აკრიფოს ლიკვიდურობა, ანუ ბაზრის მგლებმა არიფების სტოპ-ლოსები უნდა ჩამოყარონ, იმ არიფების, რომლებიც გვიან შეახტნენ მიმავალი ტრამვაის ვაგონს და სტოპები დააყენეს სადღაც ამ ზონაში.
5) მუვინგების ოქროს სამეულთან 42, 100 და 200-თან ფასის მიახლოებასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვინაიდან ცრუ გარღვევა ან კორექცია იცის. ამ ზონაში პოზიციების გახსნა გაუმართლებელია. ჯერ უნდა დაველოდოთ რას მოიმოქმედებს ფასი;
და ბოლო წესი:
ღამის პოსტებით არ უნდა შეაწუხო შენი არხების გამომწერები იმიტომ, რომ გამოგლანძღავენ გულში.? ამ წესს ვერა და ვერ შევეგუე.
შენიშვნა:
* ოზი (aussie) – ავსტრალიური დოლარის სახელწოდება ჟარგონზე;
* პახმელია – მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია წინა დღით ალკოჰოლის ჩაცეცხვლით. ტერმინი გამოიყენება მხოლოდ ნიუ-იორკის საფონდო და ოფშკვითის სანედლეულო ბირჟებზე;
* მუვინგი (Moving Average)- უძველესი, ტრადიციული, კლასიკური, აბსოლუტურად ყველა ტიპის სავაჭრო ტერმინალების სტანდარტული კომპლექტაციის ინდიკატორის ჟარგონული სახელწოდებაა. გამოიყენება მილიონობით ინსტიტუციონალური და კერძო ტრეიდერის მიერ. რუსეთში და დასავლეთ ევროპის სლავურ ქვეყნების ტრეიდერები მას “მაშკა”-საც ეძახიან ქალების საპატივცემულოდ, რომელთა ენა არ ჩერდება და მუდამ იკლაკნება ამ ინდიკატორივით.
შპრგალკების გაგრძელება იქნება… Et cetera
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით