Artificial Intelligence

ხელოვნური ინტელექტი და მე

როდესაც, რაღაც მიზეზების გამო ყალთაბანდ ძმის შვილს ვუთხარი, რომ ჩინური ენა კაცობრიობის ცივილიზაციის მომავალია – ისწავლა ჩინური, ეხლა პეკინში ცხოვრობს, რამდენად მაღალ სოციალურ საფეხურზეა არ ვუღრმავდები, მაგრამ იმაზე გაცილებით უკეთ რომ არის, ვიდრე იყო, ეგ ფაქტია.

Telegram 22.12.2023

როდესაც შვილს ვუთხარი რომ დედამიწაზე ყველაზე ძვირი ღირს ჰაერი და ყველაზე დიდი ფული იშოვება ჰაერზე საპნის ბუშტებში და არა დღე და ღამე ყანის თოხნაში. 21 წლის გოგო ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, ერთ-ერთი აზიური ქვეყნის კრიპტობირჟის (იგივე ჰაერის გამყიდველები, აბა სხვა მეტი არაფერია კრიპტობირჟა) წარმომადგენლობაში მუშაობს. რა თქმა უნდა ჯერ დაბალ საფეხურზე, მაგრამ მაინც კარგი პერსპექტივით.

როდესაც მეორე შვილის პერსპექტივა იყო ფიზიკის მასწავლებლობა სადმე საჯარო სკოლაში, და როცა ორი წამყვანი პროგრამირების ენის შესწავლა შევთავაზე, დღეს სულ სხვა სოციალურ საფეხურზეა.

როდესაც ჩემი თაობის ბიჭებს და გოგონებს 80-90-იან წლებში შეყვარებულთან სასაუბროდ “შნურიანი” ტელეფონი აბაზანაში შეგვქონდა ხოლმე იმისათვის, რომ ოჯახში არავის გაეგო როგორ ვეკურკურებოდით ჩვენს რჩეულებს, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც კაცობრიობა ტელეფონის გარეშე ტუალეტშიც კი აღარ შევიდოდა და მობილური ტელეფონი დაიჭერდა ადამიანების ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს. ფლირტით, თუნდაც სექსით დაწყებული – ურთულესი კომუნიკაციებით დამთავრებული ყველაფერი ჩვენი ტელეფონების ხელშია.

რამდენად კარგია ან რამდენად ცუდი მე ეგ არ ვიცი. თუმცა 86 წლის მძიმე ავადმყოფ დედასთან როცა მივალ ხოლმე მოსანახულებლად რამდენიმე წუთიანი მისალმების შემდეგ ისევ ტელეფონს ჩავუღრმავდები ხოლმე. და დედა თავისთვისაა, მე კი ჩემთვის. არადა სულ ცოტა ხანი დარჩა მას ამ ქვეყანაზე. მერე აღარ იქნება და მერე დავიწყებ ბზუკუნს, რომ რატომ არ დავუთმე მეტი ყურადღება და ა.შ.

კაი… აღარ მინდა ამაზე ფიქრი.

მოკლედ… და ა.შ. და ა.შ. უამრავი დადებითი და უარყოფითი მომენტი დაკავშირებული ცივილიზაციურ განვითარებასთან.

ანუ რა მინდა ვთქვა:

ლელა კაკულია არ ვარ მაგრამ რაღაც მაინც დამეჯერება მე საწყალს…

თუ რამე გლობალური კატასტროფა არ მოხდება და ისევ ქვის ხანაში არ დავბრუნდებით, მაშინ კაცობრიობა შევდივართ, პრინციპში უკვე შევედით კიდეც, განვითარების ახალ ეტაპზე, რასაც ხელოვნური ინტელექტი ჰქვია.

და რა თქმა, საზოგადოების სხვა სფეროებთან ერთად, ეს უპირველეს ყოვლისა აისახება გლობალური საფინანსო ბაზრების მართვაში. და პრინციპში ეხლაც ასახულია.

ელემენტარულია:

უამრავი ფინანსური აქტივი არსებობს, რომელიც სხვადასხვა ბაზრებზე ივაჭრება. უამრავი მათგანის ანალიზი გვიწევს ყოველდღიურად, ზოგჯერ ყოველსაათობრივად.

პირადად მე, ზოგჯერ 50-70 ფინანსური აქტივის დათვალიერება მიწევს ხოლმე. ეს მხოლოდ დათვალიერება.

და ანალიზის განხორციელება, რომ მოვინდომო თითოეულზე, თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა ინფორმაციული მასივია ამას ხომ სისტემატიზაცია, დახარისხება, დაპრიორიტეტება, დრო, ნერვები, ცოდნა სჭირდება, მერე პოზიციების გახსნა მათი დევნა, კორექტირება და ა.შ. ამხელა ინფორმაციის დამუშავება ადამიანისთვის შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის შეუძლებელია და სხვისი გენიალური შესაძლებლობების მე არ ვიცი.

ამიტომ, ყოველწუთიერად აქტუალურობას იძენს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება საფინანსო ბაზრებში. რომ გითხრათ არიქა პირადად ინტეგრირებული მაქვს მეთქი ხელოვნური ინტელექტი საკუთარ საქმიანობაში -მოგატყუებთ. მაგრამ ნელ-ნელა რომ ვეპარები ეგ ფაქტია.

ამიტომაც ვაპირებ საიტზე ხელოვნური ინტელექტისადმი მიძღვნილი ცალკე რუბრიკის შექმნას, სადაც უმარტივესიდან რთულისკენ ნელ-ნელა ვიმოძრავებ. მესმის რომ სტატიების ენა შედარებით რთული იქნება, ვინაიდან ტერმინოლოგიურად და აზრობრივად ქართული ენა ჯერ კიდევ არ არის ადაპტირებული ამ სფეროსთან, მაგრამ ვეცდები მარტივად ვწერო.

P.S. აქვე მინდა ვუთხრა მათ ვინც უკვე ცდილობს ან მომავალში ეცდება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით რაიმე საფინანსო აქტივზე პროგნოზის განხორციელებას. გამორიცხეთ, ჯერ ეგეთი სისტემა არ შექმნილა, მერწმუნეთ ინტერნეტი გადავატრიალე ასეთი სისტემის მოსაძებნად. არ არსებობს ეგეთი. და თუ რამე ამდაგვარს ნახავთ, მისი გამოყენებით ვაჭრობა ზარალის მეტს არაფერს მოგიტანთ.😁😁

უფფფ… რამხელა ტექსტი გამომსვლია. ამას ჯობდა ხელოვნური ინტელექტისთვის დამევალებინა ტექსტის შედგენა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

telegram

შპარგალკა 5

ამერიკის შეერთბული შტატების საფონდო ინდექსები S&P500, NASDAQ100 და US30 უარყოფით კორელაციაში არიან აშშ დოლარის ინდექსთან …