Account Statement/ამონაწერი ანგარიშიდან/Выписка по счету არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს მონაცემებს ანგარიშზე განხორციელებილი ოპერაციების შესახებ. ჩვეულებრისამებრ ამონაწერში ფიქსირდება შემოსვლისა და გასავლის ოპერაციები ასევე ანგარიშზე დარჩენილი ნაშთი.
ამონაწერში ჩანს ყოველი ჩატარებული ოპერაციის ჩატარების თარიღი, დრო და თანხა. თუ ამონაწერი საბანკო დოკუმენტია, მაშინ შესაძლებელია მასში უფრო ვრცელი და დაწვრილებითი ინფორმაცია იყოს, მაგალითად ვისგან იყო ჩარიცხული ანგარიშზე თანხა, ან შემდგომ ვის გადაერიცხა იგი.
ამონაწერის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ჩვეულებისამებრ იგი გაიცემა ავტომატურად, თვეში ერთხელ.
ფორექსზე ამონაწერი შესაძლებელია იყოს ელექტრონულ ფორმატში, როგორც წესი იგი ყოველდღიურად მიეწოდება ტრეიდერს. (Daily Confirmation) – ყოველდღიური ამონაწერი.
ამონაწერი გაიცემა, თუ მოთხოვნილი პერიოდის განმავლობაში რაიმე სახის ოპერაცია იყო ჩატარებული ანგარიშზე.
ამონაწერი თქვენი ანგარიშიდან, სადაც მითითებული იქნება ანგარიშის მიმდინარე მდგომარეობა მიმდინარე გახსნილი ორდერების გათვალისწინებით თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სავაჭრო ტერმინალში, ან ბროკერთან არსებულ თქვენს პირად პროფილში. ყველა სადილინგო ცენტრს შეუძლია ამონაწერის მოწოდების ფორმა შეცვალოს თავისი შეხედულებისამებრ.
სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ამონაწერის მიღებული ფორმა შესრულებული ოპერაციის დადასტურების ან თუნდაც ანალიზისთვის.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით