Elliott Wave Theory/ელიოტის ტალღური თეორია/Волновая Теория Эллиотта

Elliott Wave Theory/ელიოტის ტალღური თეორია/Волновая Теория Эллиотта

სარჩევი

Elliott Wave Theory/ელიოტის ტალღური თეორია/Волновая Теория Эллиотта –არის თეორია, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ფორექსის ბაზარზე ფასების ანალიზი და პროგნოზი.

ამ თეორიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლებელია ფორექსის ვაჭრობაში მონაწილეთა ემოციური მდგომარეობის პროგნოზირება და ამ ფაქტორზე დაყრდნობით შესაძლებელია საკუთარი სამუშაო სისტემის აგება.

Elliott Wave Theory/ელიოტის ტალღური თეორია/Волновая Теория Эллиотта ფაქტობრივად ითვალისწინებს იმას, რომ გარკვეულ სიტუაციებში ფორექსზე მოთამაშეთა ემოციური მდგომარეობა იცვლება, მაგრამ ყოველთვის გადის რამდენიმე სტადიას:
  • ექსპანსია – ბაზრის დაპყრობა. აქტივების ყიდვა. ამ დროს მიმდინარეობს ყიდვის პოზიციების აქტიური გახსნა. გრძელი პოზიციების მოცულობები უეცრად იზრდება, რაც როგორც წესი იწვევს აღმავალი ტრენდის აღმოცენებას. ასეთი ვითარების მიზეზს წარმოადგენს კარგი ცნობები (სიახლეები) სავალუტო წყვილში ბაზური ვალუტის შესახებ. აჟიოტაჟი იზრდება და ტრეიდერის მთავარი ამოცანაა ბაზარზე დროულად შესვლა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ტრენდის დასაწყისშივე.
  • ეიფორია – განწყობის ამაღლება ბაზრის მოძრაობის ხელსაყრელი ტენდენციისას. აღმავალი ტრენდი კვლავ გრძელდება, თუმცა სიტუაცია არც თუ ისე სტაბილურია, ამიტომ ახალი ორდერების გახსნა დაკავშირებულია საკმაო რისკთან.
  • დამშვიდება – სტაბილიზაცია, ფასის ზრდის შენელება ან შეჩერაბა. ბაზარი შედის გაჯერებული ყიდვის ფაზაში, არსებული ფასი იმყოფება მაქსიმალურ ზღვარზე. შესაძლებელია ტრენდის მიმართულების შემობრუნება.
  • ვარდნა და დეპრესია – ფასის ვარდნა, მოსალოდნელი მოგების დაკარგვა, ფასი იწყებს ვარდნას, რითიც იზრდება გაყიდვების ორდერების რაოდენობა. ხელსაყრელი დროა მოკლე პოზიციების გახსნისთვის.

ანალიზს, რომელსაც საფუძვლად უდევს ელიოტის ტალღური თეორია, კარგი რეზულტატი მოაქვს იმ შემთხვევაში, თუ გამოვლენილია არსებული ტენდენცია და ვიცით რა მიზეზითაა გამოწვეული ბაზარზე არსებული ვითარება. ფორესის ბაზრის ფსიქოლოგია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი წარმატებული ტრეიდინგისათვის.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით