ბაზრის ფსიქოლოგია

ფორექსის ბაზრის ფსიქოლოგია

ფორექსის, როგორც საფინანსო ბაზრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი განიცდის განწყობების ზეგავლენას, ამიტომ ფორექსზე ვაჭრობისას განსაკუთრებული ადგილი უკავია ბაზრის ფსიქოლოგიას.

ბაზრის ფსიქოლოგია შეგვიძლია დავყოთ ორ ძირითად კატეგორიად:
  • ბაზრის ცალკეული მონაწილის ფსიქოლოგია;
  • მასის ფსიქოლოგია.

ფორექსის ბაზრის ფსიქოლოგია, საჭიროა წარმატებული ვაჭრობის განხორციელებისათვის. შესაძლებელია გულდასმით შევისწავლოთ მთელი ტექნიკური ანალიზი, გამოვიყენოთ ვაჭრობის უამრავი სისტემა, მაგრამ ყველაზე მეტ მოგებას ბაზარზე მაინც ის მიიღებს, ვინც კარგად შეისწავლა, ამა თუ იმ სიტუაციაში ტრეიდერების ქცევების თავისებურებები.

ძირითადი ფსიქოლოგიური ასპექტი, რის გამოც ზარალი ხდება, არის სიხარბე, რომელიც ყველა ადამიანისათვის არის დამახასიათებელი.
როგორც წესი, ფორექსზე სიტუაცია შემდეგნაირად ვითარდება

თქვენ შედიხართ ბაზარზე და ხსნით პოზიციას მოძრაობის თანხვედრილად. ბაზარი მიდის სასურველი მიმართულებით და თქვენ შესაბამისად მოგებაში ხართ. ამ სიტუაციაში უკვე შეგიძლიათ დახუროთ პოზიცია მოგებით, მაგრამ მაინც ელოდებით მის ზრდას. მაგრამ, რამდენიმე ხნის შემდეგ, სიტუაცია ბაზარზე შეიცვალა და ტრენდი წავიდა თქვენი პოზიციის საწინააღმდეგოდ, თითქოს ყველაფერი იმაზე მიგვითითებს, რომ თუნდაც ზარალით, მაგრამ მაინც გავიდეთ ბაზრიდან, მიუხედავად ამისა, თქვენ გგონიათ, რომ კიდევ ცოტაც და ტრენდი კვლავ სასურველი მიმართულებით შემობრუნდება. როგორც წესი, ასეთი მოლოდინები ხშირად მთავრდება დეპოზიტის სრული დაკარგვით. ეს შემთხვევა არის ფორექსის ფსიქოლოგიაში სიხარბის ბანალური მაგალითი. სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით – პოზიციის გახსნამდე დავგეგმოთ მოგება და დავაყენოთ სტოპ ლოსი, ხოლო იმისათვის, რომ ხელი აღარ ვახლოთ ორდერს – “ხელები შევიკრათ თოკით”.

აგრეთვე სახიფათო როლს თამაშობს მაღალი საკრედიტო მხარი. როგორც წესი, დამწყები ტრეიდერებისათვის დამახასიათებელია მაქსიმალური საკრედიტო მხარის არჩევა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც უფრო დიდია საკრედიტო მხარი, მით უფრო დიდია რისკი.

  • შიშის ფაქტორი – ძირითადად დამახასიათებელია ახალბედა ტრეიდერებისათვის. მათი ფსიოქოლოგია ბაზარზე, როგორც წესი შემდეგნაირად გამოიყურება – “…ტრენდი მიდის სასურველი მიმართულებით, მაშასადამე სწრაფად გავხსნა პოზიცია, ვიშოვო რამდენიმე დოლარი და ეგრევე გავიდე ბაზრიდან…”. ძირითადად ესეთი პრაქტიკა მთავრდება დეპოზიტის დაკარგვით. შიში საჭირო არ არის, საჭიროა თავი დავიცვათ სტოპ ლოსების და ტეიკ პროფიტების მეშვეობით.
  • სიზარმაცე – ყველა სახის ზარალის ძირითადი მიზეზია, რადგან წარმატებული ვაჭრობისათვის უპირველეს ყოვლისა საჭიროა: ფორესის საფუძვლიანად შესწავლა და საკმაოდ დიდი პრაქტიკული ჩვევებისა და გამოცდილების შეძენა, შემდეგ ბაზრის სიტუაციური ანალიზი, პროგნოზირება, სავაჭრო პოზიციების დაგეგმვა და შესაძლო მოგებისა და წაგების განსაზღვრა. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ბაზარზე თამამად შესვლა. ყოველივე ზემოთხსენებულს დიდი დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ ამის გარეშე ვერესოდეს გახდებით წარმატებული ტრეიდერი.

იმისათვის, რომ უკეთ წარმოვიდგინოთ, თუ როგორ მუშაობს ფორექსის ბაზრის ფსიქოლოგია – განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

ბაზრის ფსიქოლოგიის ზოგიერთი პრაქტიკული მომენტები
  • ცდის რეჟიმი – როგორც წესი, მნიშვნელოვანი სიახლეების გამოქვეყნებამდე სავაჭრო მოცულობები ძალიან მცირდება. ტრენდის მოძრაობა მუხრუჭდება. მყიდველებს, კურსის დაცემის მოლოდინში, ეშინიათ ვალუტის შეძენა, ხოლო გამყიდველებს, კურსის ზრდის მოლოდინში, ეშინიათ გაყიდვის;
  • პანიკა – ყველაზე სახიფათო ფიქოლოგიური მომენტია ფორექსის სავალუტო ბაზარზე და მთავარია ჩვენც არ ავყვეთ მას. პანიკის დროს ყველაზე საუკეთესო გამოსავალია უბრალოდ გავიდეთ ბაზრიდან და მოვიცადოთ, სანამ სიტუაცია არ დალაგდება. როგორც წესი სიტუაცია შემდეგნაირად გამოიყურება: მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების საკრედიტო რეიტინგის ახალი დაანგარიშების მოლოდინში. პროგნოზის მიხედვით სიახლე იქნება უარყოფითი ტენდენციის, მაშასადამე აშშ დოლარის კურსი იწყებს კლებას. ტრეიდერების უმრავლესობა ცდილობს ვალუტის გაყიდვას, რაც უფრო მეტად აძლიერებს პანიკას და ტრენდს სწევს ქვემოთ. მაგრამ, სიახლე რეიტინგის შესახებ ქვეყნდება და იგი არ დაემთხვა საპროგნოზო მონაცემებს, ამიტომაც კურსი არ შეიცვალა, შესაბამისად ტრენდი შემობრუნდება, რეზულტატის მიხედვით კი მოგებას ნახავს ის, ვინც არ აჩქარდა და არ დაიწყო ქაოსური მოქმედებები.
დაიმახსოვრეთ ბირჟის მთავარი წესი – თუ დაიწყება კურსის დაცემა, ამის შესახებ თქვენ ვერასდროს გაიგებთ წინასწარ.
  • სიჩქარე – როგორც კი ბაზარზე გამოჩნდა პოზიტიური ტენდენცია, ტრეიდერების უმრავლესობა ცდილობს ვალუტის ყიდვას, რამაც შესაძლებელია ტრენდის შემობრუნება გამოიწვიოს (გახსოვთ ალბათ – გაჯერებული ყიდვის მომენტი). ამიტომ არ იჩქაროთ, დაელოდეთ სანამ ტრენდი მოძლიერდება და მხოლოდ დამადასტურებელი სიგნალების მიღების შემთხვევაში გახსენით სავაჭრო პოზიცია.
ფორექსის ფსიქოლოგია არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის უგულვებელყობა დაუშვებელია.

ოპერაციების განხორციელებისას, აუცილებლად იფიქრეთ იმაზე, რომ – როგორც თქვენ ფიქრობთ იმ მომენტში, შესაძლებელია იგივენაირად ფიქრობდეს ტრეიდერების დიდი რაოდენობა, ამიტომ გამოიყენეთ ეს ასპექტი თქვენს საქმიანობაში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით