მასის ფსიქოლოგია

მასის ფსიქოლოგია – როგორ გამოვიყენოთ ფორექსზე ვაჭრობის დროს

ფორექსი, ისევე, როგორც სხვა ბაზრები ეფუძნება ძირითად საბაზრო კანონებს, რომელთა საფუძველსაც წარმოადგენს მასის ფსიქოლოგია, ანუ მოთხოვნისა და მოწოდების ცნება. მაგრამ სასაქონლო ბაზრებისგან განსხვავებით, ვალუტებს გააჩნიათ გაცილებით მეტი ლიკვიდურობა, ამიტომ ფასის რეაქცია ფორექსზე ხდება მყისიერად.

იმისათვის, რომ გავიგოთ ძირითადი საბაზრო კანონები, საჭიროა ვიცოდეთ ძირითადი მოთამაშეების უმრავლესობის რეაქცია ამა თუ იმ მოვლენაზე (მასის ფსიქოლოგია). ეს საკითხი არც ისე რთულია, როგორც იგი ერთი შეხედვით ჩანს, მთავარია გავიაზროთ ბაზრის ფსიქოლოგიის არსი.

თავდაპირველად უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაში თუ რას ნიშნავს მოთხოვნა და მიწოდება და რაზეა დამოკიდებული ვალუტის მყიდველთა და გამყიდველთა რაოდენობა.

  • მოთხოვნა – ამა თუ იმ აქტივის მყიდველთა რაოდენობა, ყალიბდება დაბალი ფასისა და შესაბამისად მისი შემდგომი, უფრო ძვირი კურსით გაყიდვის შედეგად, შესაძლო მოგების მიღების გამო. როგორც წესი ფასი იზრდება, თუ არსებობს კურსის ზრდის წინაპირობები.
  • მიწოდება – გაყიდვის სავაჭრო ორდრების რაოდენობა, რომლის საფუძველია აქტივის მიმდინარე მაღალი ფასი და მისი შემდგომი ვარდნის პროგნოზი.
    გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ისეთ ცნებას, როგორებიცაა გაჯერებული გაყიდვის და გაჯერებული ყიდვის მდგომარეობა. ისინი ძალიან მჭიდრო კავშირში არიან მიწოდებასა და მოთხოვასთან.

ფასის ზრდა ასტიმულირებს მყიდველთა რაოდენობის ზრდას, რომლებიც აქტიურად ხსნიან ყიდვის სავაჭრო პოზიციებს, მაგრამ არსებობს გარკვეული ზღვარი, რომლის მიღწევის შემდეგაც მყიდველთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, გამყიდველთა რაოდენობაზე. მოთამაშეთა უმრავლესობა უკვე არის ამ აქტივის მფლობელი და შესაბამისად ამ მომენტში ბაზარი შედის გაჯერებული ყიდვის მდგომარეობაში.

ფასი წყვეტს ზრდას და ჩნდება მისი კლების ტენდენცია, რადგან მიწოდების რაოდენობა, მოთხოვნის რაოდენობაზე უფრო მეტია.

როგორ იქცევა მასა, ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე

სავალუტო წყვილის გრაფიკზე ერთი შეხედვით ჩანს, რომ ტრენდის მოძრაობა არ ხდება სწორხაზოვნად, მცირეპერიოდიანი კლება იცვლება მკვეთრი მატებით და პირიქით. ტრენდის ამგვარი ქცევის მიზეზი განვიხილოთ კონკრეტულ მაგალითზე:

  • გამოქვეყნდა პარამეტრები, რომლებიც მიუთითებენ ევროზონაში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებაზე, მაშასადამე ევრომ დაიწყო ზრდა დოლართან მიმართებაში;
  • ტრეიდერების უმრავლესობა ხსნის ყიდვის პოზიციებს, რაც იწვევს მოთხოვნაზე ზრდას, ფასი შესაბამისად იზრდება;
  • გარკვეულ მომენტში ბაზარი შედის გაჯერებული ყიდვის მდგომარეობაში, მაღალი კურსის გამო, ბაზარზე ყიდვის მსურველები აღარ არიან;
  • პირველ რიგში ევროს გაყიდვას იწყებენ ისინი, ვინც ყველაზე ადრე იყიდა იგი, ანუ აღმავალი ტრენდის დასაწყისში, რაც შესაბამისად მკვეთრად ზრდის მიწოდებას და კურსი ეცემა;
  • კურსის კლება არის სიგნალი ვალუტის გაყიდვისათვის და ტრეიდერების ძირითადი მასა ხსნის გაყიდვის ორდერებს;
  • გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ სიტუაცია მეორდება, ოღონდ ამჯერად საპირისპირო მიმართულებით. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ მიუხედავად მისი მიმდინარე მდგომარეობისა, ბაზარზე სიტუაცია შესაძლებელია შეიცვალოს ახალი ეკონომიკური პარამეტრის გამოყვეყნების შედეგად.

იმისათვის, რომ რეალური ვაჭრობის დროს გამოვიყენოთ მასის ფსიქოლოგია, უნდა გავაცნობიეროთ ძირითადი წესი – წარმატების გარანტიაა ყიდვა, ან გაყიდვა საწყის ეტაპზე, ადრეულ სტადიაში, თუ ტენდენცია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკვე არსებობს, მაშინ ჯობია არაფერი მოვიმოქმედოთ და დაველოდოთ მის ცვლილებას.

აღნიშნული სისტემის გამოყენების ყველაზე ხელსაყრელი დროა, ის პერიოდია, როდესაც ბაზარზე გამორიცხულია გარე ფაქტორების ზეგავლენა. მაგალითად სავალუტო წყვილზე AUD/JPY ვაჭრობა ევროპული სესიის დროს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით