შიში ფორექსზე

შიში ფორექსზე, ან როგორ აღვიდგინოთ ძალები დეპოზიტის დაკარგვის შემდეგ

შიში ფორექსზე – ტრეიდერის ფსიქოლოგიური მდგომარეობის მთავარი თანმდევი მოვლენაა. ფორექსზე ფულის დაკარგვა შესაძლებელია მრავალი მიზეზის გამო. რეზულტატში თქვენ გიპყრობთ ფორექსის შიში, იმედგაცრუება და წყენა. წყენა შესაძლებელია მთელი ცხოვრება გაგყვეთ, მაგრამ თუ თქვენ გსურთ წარმატებას მიაღწიოთ ფორექსზე, მაშინ უნდა დაძლიოთ იმედგაცრუება და ყველაფერი დაიწყოთ თავიდან.

პირველ რიგში, უნდა გაანალიზოთ, რა მიზეზით მოხდა დეპოზიტის დაკარგვა. შესაძლებელია გამოვყოთ ამის ორი ძირითადი ვარიანტი: ტექნიკური და ფუნქციონალური.

  • ტექნიკური – ფულის დაკარგვის მიზეზია სავაჭრო ტერმინალის გაუმართავი მუშაობა ან კავშირის წყვეტა ბროკერთან, ანუ ეს არის თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზები.
  • ფუნქციონალური – თქვენ დაკარგეთ ფული მცდარი სავაჭრო ოპერაციის განხორციელების გამო და მხოლოდ თქვენ ხართ ამ სიტუაციის მიზეზი. ეს არის ყველაზე რთული ვარიანტი, ვინაიდან იგი იწვევს ღრმა ფსიქოლოგიურ ტრავმას და ფორექსზე ვაჭრობის შიშს.

განვიხილოთ ჩამოთვლილი ვარიანტები უფრო ვრცლად.

ტექნიკური გაუმართაობა ტერმინალის მუშაობაში
  • ბროკერის მიზეზით – ეს შეიძლება იყოს, როგორც სტობ ორდერის არ ამუშავებამ, ასევე პოზიციის დახურვის უარი (ასეთი რამაც ხდება ზოგჯერ). ამ სიტიუაციაში რაიმეს მტკიცება ძალიან ძნელია, ჯობია სადილინგო ცენტრის შეცვლა და უკვე ახალ ბროკერთან მუშაობის გაგრძელება. ბროკერებთან საქმის გარჩევები თითქმის ყოველთვის ბროკერის (99,99%) სასარგებლოდ მთავრდება, ამიტომ თუ თქვენთვის არც თუ ისე დიდია დაკარგული თანხა, ჯობია დაივიწყოთ ინცინდენტი. ხოლო ახალი ბროკერის არჩევისას გაითვალისწინეთ წინა ბროკერის ყველა ნაკლოვანი მხარე.
  • ტექნიკის გაუმართაობა – რაც არ უნდა ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ტრეიდერს მუშაობაში ზოგჯერ ხელს უშლის კომპიუტერის სისტემური გაუმართაობა, დენის, ან ინტერნეტის გათიშვა. პირველ შემთხვევაში უნდა გადააყენოთ კომპიუტერის ოპერაციულ სისტემა და მომავალში შეეცდებით სხვა, თქვენს გარეშე არ მიუშვათ კომპიუტერთან, ან შეიძინოთ ლეპტოპი მხოლოდ ტრეიდინგისათვის. (ეს უკვე მაშინ არის რენტაბელური როდესაც საკმაოდ მნიშვნელოვან თანხებზე ვაჭრობთ). მას შემდეგ, რაც ტექნიკის გაუმართაობის გამო დეპოზიტს დაკარგავთ, აუცილებლად ეცდებით შეიძინოთ კომპიუტერის დენის აკუმულატორი – UPS და მოიძიოთ ინტერნეტში ჩართვის ალტერნატიული საშუალება. (ეს მეორე ვარიანტიც მაშინ არის რენტაბელური როდესაც მნიშვნელოვან თანხებზე ვაჭრობთ).
შეცდომები ვაჭრობის პროცესში
  • თუ კაპიტალის დაკარგვა მოხდა თქვენი შეცდომის ან შეცდომების მიზეზით. ამის შემდეგ საკმაოდ ძნელია ფორექსზე ვაჭრობის თავიდან დაწყება. იმის შიში გაქვთ, რომ კურსი კვლავ თქვენს საწინააღმდეგოდ წავა და კვლავ დაკარგავთ მთელ დეპოზიტს.
კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის ეტაპები
  • კარგად დაისვენეთ – ერთი კვირით მაინც დაივიწყეთ, რომ არსებობს ფორექსი და საერთოდ ინტერნეტი. გამონთავისუფლებული დრო მოახმარეთ რაიმე სხვა, თქვენთვის სიამოვნების მომგვრელ საქმეს. (იყო შემთხვევა, როდესაც დიდი ოდენობის დეპოზიტის გასხმის შემდეგ 4 თვე არ გავკარებივარ ფორექსს, ხოლო შემდეგი ორი თვე უმცირესი მოცულობებით მივაჭრია – ესეც შიშის ფსიქოლოგიური ფაქტორი);
  • გაანალიზეთ წარუმატებლობის მიზეზი და მომავლისთვის გააკეთეთ სწორი დასკვნები – როგორც წესი, დეპოზიტის გასხმის ყველაზე გავრცელებული მიზეზია სტოპ-ლოსის იგნორირება, წამგებიანი ოპერაციის დროულად არდახურვა და სავაჭრო მოცულობის გაუმართლებლად დიდი ზომა;
  • შეიმუშავეთ ტაქტიკა – გამოვლენილი შეცდომების საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს ვაჭრობის მკაცრი ტაქტიკა, რომელშიც მითითებული იქნება ერთი სავაჭრო გარიგებისათვის მაქსიმალური ზარალის დონე და სტოპეპის დაყენების სისტემა. მთავარია მიჰყვეთ თქვენს ტაქტიკას და ზარალიანი პოზიციის შემხედვარე, ტრენდის შემობრუნების იმედად მყოფმა დაივიწყეთ სიტყვები – “…კიდევ ცოტაც, კიდევ ცოტაც…“, ან “…აუცილებლად დავიხურები კიდევ რამდენიმე პუნქტში…“;
  • გადალახეთ შიში – პირველ რიგში დაუმტკიცეთ თქვენს თავს, რომ შეგიძლიათ ფორექსზე ვაჭრობა არა მხოლოდ ზარალით. უნდა გადალახოთ ფორექსზე მუშაობის შიში. ამის გაკეთება ყველაზე მარტივია ცენტურ ანგარიშებზე მუშაობით, როდესაც არ რისკავთ დიდი თანხებით, მხოლოდ ამის შემდეგ გადადით ნორმალური მოცულობების სტანდარტულ ვაჭრობაზე.

ფორექსზე მუშაობა, სხვა ბიზნესებისგან განსხვავდება იმით, რომ აქ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ბირჟაზე არ გყავთ, არც უფროსი, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებული ხართ და არც კოლეგები, რომლებმაც შესაძლებელია თქვენს მაგივრად, თქვენი საკეთებელი გააკეთონ. ამიტომ, თუ თქვენ არ ხართ მზად გადალახოთ აქ ჩამოთვლილი და სხვა სტატიებში განხილული სირთულეები, რომლებიც ფორექსზე ვაჭრობას თან სდევს მუდმივად – მაშინ გირჩევთ შეიცვალოთ მოღვაწეობის სფერო.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით