სტრესის სამი მიზეზი ტრეიდინგში და როგორ ვებრძოლოთ მას

სტრესის სამი მიზეზი ტრეიდინგში და როგორ ვებრძოლოთ მას

დამეთანხმებით, სტრესი სასიამოვნო მოვლენა არ არის. როგორც წესი, სტრესი ჩნდება მაშინ, როდესაც საფრთხეს ვგრძნობთ. ასეთ სიტუაციაში ჩვენი გონება რეაგირებს პასუხით: ან შეტევაზე გადავდივართ, ან გავერიდებით მოვლენას, ანუ მოქმედების ალგორითმია – „ან დაარტყი, ან გაიქეცი“.  საფრთხის მოსაგერიებლად პარალელურად ორგანიზმი ყველანაირად მობილიზდება.

წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით, ზემოთ ხსენებული მობილიზაციის დროს სისხლის ნაკადი თავის ტვინის შუბლის ქერქის ნაწილში მცირდება, რითიც ლოგიკური აზროვნებისა და დაგეგმვის ცენტრების სისხლით კვება სწორედ იმ მომენტში მცირდება, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება რაციონალური აზროვნება.

ამის შემდეგ, როდესაც სტრესი გამოიწვევს უამრავ დარღვევებს, როგორებიცაა გაბრაზება, იმედგაცრუება, შფოთვა და ა.შ. ეს პრობლემა უფრო ღრმავდება. ამიტომ, პირველი რეაქცია სტრესზე უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ სწორად და ზუსტად განვსაზღვროთ თუ საიდან მოდის სტრესის წარმომქმნელი საფრთხე.

სტატიაში გამოყენებულია მასალები ტრეიდინგის ფსიქოლოგის ბრეტ სტინბარჯერის (Brett N. Steenbarger) წიგნიდან: „ტრეიდინგის ფსიქოლოგია. გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტები და მეთოდები“.

საერთო ჯამში, ტრეიდინგში არსებობს სტრესის სამი წყარო:

1) საფინანსო ბაზრებზე სიტუაცია იმგვარად შეიცვალა, რომ ბაზარი აღარ იქცევა ისე, როგორც იქცეოდა ადრე და შესაბამისად აღარ ამართლებს ჩვენს მოლოდინებს.

ასეთ ვითარებაში სტრესი წარმოადგენს მხოლოდ ინფორმაციას. ანალოგიურად იმისა, როდესაც უსაფრთხო ადგილიდან გვიწევს გადაადგილება იმ ადგილისკენ, სადაც დამნაშავეობის მაღალი დონეა და ამ ვითარებაში ვგრძნობთ დისკომფორტს, ასევე ახალ საბაზრო გარემოშიც ვგრძნობთ დისკომფორტს და ჩვენი სტრესი გვაფრთხილებს პოტენციური საფრთხეების შესახებ.

ამ სტრესზე სწორი რეაქცია იქნება ახალ გარიგებებზე უარის თქმა, ახალი საბაზრო გარემოს გადაფასება და ჩვენი გეგმების გადახედვა. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ადაპტირება ახალ გარემოსთან. უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება და შევინაჩუნოთ მიუკერძოებელი განსჯის უნარი. ამგვარი ქცევის შედეგად და შემდეგ, ჩვენთან აუცილებლად მოვა გაცილებით უკეთესი პირობების წარმატებული გარიგებები.

თვით საუკეთესო სავაჭრო იდეებსაც კი გააჩნიათ შეზღუდული ფასეულობა, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვვაჭრობთ გაფანტული ყურადღების სტრესულ მდგომარეობაში.
2) სტრესი არის თვითგენერირებული და ასახავს იმ ზეწოლას, რომელსაც თავადვე ვახორციელებთ საუთარ თავზე.

ყველაზე მარტივია საკუთარი თავის გადაჭარბებული კრიტიკა. როდესაც საუბარი საკუთარი თავის შესახებ ზედმეტად ნეგატიურად ფოკუსირბულია ყველაფერზე, რაც გავაკეთეთ. თანაც ვთვლით, რომ ის რაც გავაკეთეთ ყველაფერი არასწორია და რომ უნდა გაგვეკეთებინა სხვანაირად. ეს ნეგატივი იწვევს გაბრაზებას, იმედგაცრუებას და მოდუნებას.

პერფექციონიზმი არის ასეთი ნეგატიური შიდა დიალოგის საუკეთესო მაგალითი: კარგი უკვე აღარ არის საკმარისად კარგი. ხოლო კოგნიტიური მეთოდი შესაძლებელია იყოს ეფექტური მხოლოდ საკუთარი შიდა დიალოგის ცვლილებისათვის.

* პერფექციონიზმი – რწმენა, რომ იდეალი შესაძლებელია იყოს და უნდა იყოს მიღწეული და რომ ნამუშევარის არასრულყოფილ რეზულტატს არ აქვს არსებობის უფლება (აი ზუსტად ეს მჭირს მეც 🙂 ) ;

* კოგნიტიური მეთოდი არის ინდივიდის შიდა „მე“-ს სიმპტომატიკაზე და ქცევით რეაქციაზე  ზემოქმედების ერთგვარი სტრატეგია, რომელიც ეხება  მის შემეცნებით უნარსაც;

3) რისკის ზემოქმედება აღემატება ჩვენს ფსიქოლოგიურ ტოლერანტობას.

როდესაც ტრეიდერებს უჩნდებათ დიდი ფულის გამომუშავების სურვილი (და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა), ისინი საკუთარ თავს არწმუნებენ იმაში, რომ მათ ამისთვის უკვე ხელთ აქვთ საკმარისად დიდი შესაძლებლობები – ცოდნა, გამოცდიება ფინანსური რესურსები. ამიტომ ასეთი ტრეიდერები ხსნიან გადაჭარბებული მოცულობის გარიგებებს, რითიც იქმნება მაღალი ვოლატილობა საკუთარ მოგებასა და წაგებას შორის. ხოლო, მაშინ როცა თავად ბაზარი ხდება უფრო მეტად ვოლატილური, ტრეიდერები თავის მხრივ ხდებიან უფრო ნაკლებად ტოლერანტულები საკუთარი სავაჭრო ანგარიშის რყევების მიმართ.

საფრთხის შეგრძნება, რომელიც იწვევს სტრესს, წარმოადგენს საკუთარ თავზე აღებული რისკის ფუნქციას. ყოველ ჩვენთაგანს გააჩნია რისკის მიმართ საკუთარი ტოლერანტულობის დონე/ზღვარი.

საკვანძო მომენტს წარმოაგენს ისეთი მოცულობების გარიგებების გახსნა, რომლებიც ჩვენთვის არ წარმოადგენენ ემოციურად დამანგრეველ ფაქტორს. რა თქმა უნდა ამან შესაძლებელია გამოიწვიოს საპირისპირო ბრობლემა, რომლის დროსაც შეგვეშინდება ვაჭრობის პროცესში საკმარისი რისკის აღება საკუთარ თავზე. ეს კი თავის მხრივ შობს იმედგაცრუებას და ყურადღების გაფანტვას.

რისკების მართვის სათანადო დონეს/ზღვარს გააჩნია დიდი მნიშვნელობა  საკუთარი თავის სწორი მართვისათვის.

უმთავრესი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ სტრესს შეუძლია გავლენა იქონიოს ჩვენ სავაჭრო პროცესზე სხვადასხვა მიზეზის გამო. ხოლო, როდესაც ზუსტად და სწორად განვსაზღვრავთ სტრესის წყაროს, ჩვენ უკვე შევძლებთ იმის უკეთ გააზრებას, თუ კონსტრუქციულად როგორ ვიაროთ წინ, დასახული სავაჭრო მიზნისკენ. წარმოდგენილი გაქვთ რა საშინელი სანახავი იქნებოდა სტრესში მყოფი ქირურგი საოპერაციო მაგიდასთან?! ასე, რომ ტრეიდერები ქირურგების მსგავსად არ უნდა განვიცდიდეთ სტრესს როგორც საოპერაციო მაგიდასთან, ასევე კომპიუტერის მონიტორთან.

საფინანსო ბაზრებზე მუშაობისას პიკური მწარმოებლურობა საჭიროებს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი:

სიტყვა “stressed” საპირისპირო მიმართულებით იკითხება „desserts.

ასე რომ, მივირთვათ დესერტი და ვიქნებით სტრესისგან დაცულები 🙂 .

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით