ფსიქოლოგიური ასპექტები

ძირითადი ფსიქოლოგიური ასპექტები, რომლებიც ხელს გვიშლიან ფორექსზე მუშაობაში

ძირითადი ფსიქოლოგიური ასპექტები არის ფორექსზე ვაჭრობის ერთ-ერთი შემადგენელი ფაქტორი, თანაც იგი ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე ტექნიკური ან ფუნდამენტალური ანალიზი.

ახალბედა ტრეიდერებს ზოგჯერ უჭირს იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება ფსიქოლოგია კავშირში იყოს ეკონომიკასთან ან საბირჟო ვაჭრობასთან, მაგრამ პირველი დეპოზიტის გასხმის შემდეგ ისინი მალევე იცვლიან თავის შეხედულებას ფსიქოლოგიაზე.

სტატიაში ავხსნი ფორექსის ფსიქოლოგიის ძირითად ასპექტებს, რომლებიც ხელს გვიშლიან წარმატებულ მუშაობაში, შესაბამისად დეპოზიტის გასხმის მიზეზს წარმოადგენენ.

ძირითადი ფსიქოლოგიური ასპექტები
  • უსაფუძვლო თვითდაჯერებულობა – დამწყები ტრეიდერის მთავარი მტერია, რომელიც თვლის, რომ ფორექსზე ფულის შოვნისთვის საკმარისია ბევრი ფულის ქონა. ეს იკურნება მაშინვე, როდესაც დამწყები ტრეიდერი გაანულებს თავის დეპოზიტს. საკუთარი თავი გამოსცადეთ ცენტურ ანგარიშზე ვაჭრობით და ეს თვითდაჯერებულობა გაქრება;
  • ხელსაყრელი შედეგის დადგომის იმედი – როგორც ცნობილია იმედი ბოლოს კვდება, თანაც ტრეიდერის დეპოზიტთან ერთად. ფსიქოლოგიურად რთულია წამგებიანი პოზიციის დახურვა, ამიტომ ჯობია ეს, თქვენს მაგივრად სტოპ-ლოსმა გააკეთოს. სწორედ დიდი მინუსები, დღეების და კვირების მუშაობის რეზულტატს ანულებენ, ამიტომ შეეცადეთ დროულად დახუროთ წამგებიანი პოზიციები;
  • სიხარბე – პოზიციამ უკვე მოგიტანათ 50 პუნქტი მოგება და ტრენდმა დაიწყო ნელ-ნელა შემობრუნება საპირისპირო მხარეს, მაგრამ თქვენ არ ხურავთ მომგებიან პოზიციას და ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ დროებითი უკუსვლაა, ამიტომ შესაძლებელია უფრო მეტი მოგების მიღება, თუ დაუცდით დროებითი უკუსვლის ისევ პირვენდელ ტრენდში დაბრუნებას. აიღეთ უკვე მოგებული ეს 50 პუნქტი და ისე დაუცადეთ კორექციის დასრულებას, ხოლო შემდეგ კვლავ გახსენით ახალი პოზიცია, რა საჭიროა ორიოდე პუნქტის ეკონომია სპრედზე, მით უფრო რომ კორექცია შესაძლებელია ტრენდის სრული შემობრუნება აღმოჩნდეს და საერთოდ მთლიანად დაკარგოთ ის 50 პუნქტი. (ამ შემთხვევაში არსებობს კაპიტალის მართვის სხავ მეთოდებიც, რომლებსაც სხვა სტატიებში განვიხილავთ);
  • შიში – გვაიძულებს დროზე ადრე დავხუროთ მომგებიანი პოზიციები და შესაბამისად დავკარგოთ შესაძლო მაქსიმალური მოგება. ანალიზის ჩატარების შემდეგ განსაზღვრეთ შესაძლო მოგების რაოდენობა და დააყენეთ ტეიკ-პროფიტი. ეს ნაბიჯი შესაძლებლობას მოგცემთ არ აჩქარდეთ მომგებიანი პოზიციის დახურვისას;
  • გაურკვევლობა – სწორედ ეს არის ზემოთხსენებული ზოგიერთი ფაქტორის მთავარი მიზეზი, და ეს იმიტომ ხდება, რომ ინტუიციით ვაჭრობა არ გვმატებს თვითდაჯერებულობას. თუ პოზიცია გაიხსნა ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, მაშასადამე ტრეიდერი მუშაობს ბრმად, აკეთებს მკვეთრ მოძრაობებს ტრენდის ნებისმიერი მოძრაობის დროს. ამიტომ პოზიციის გახსნამდე ჩაატარეთ ბაზრის ანალიზი, თუნდაც შემოკლებული ვარიანტით.
  • ზემოთხსენებული გრძნობების მოთოკვა საკმაოდ რთულია, ამიტომ უფრო კარგი ვარიანტია გადადებული ორდერებით ვაჭრობა. გადადებული ორდერები საშუალებას იძლევა პრაქტუკულად ავტომატიზმამდე დავიყვანოთ ტრეიდინგი, სხვა პროგრამების გამოყენების გარეშე. მთავარია ავირჩიოთ მათი ამუშავების სწორი მომენტი და დავაყენოთ დახურვის სწორი პარამეტრები.

რა თქმა უნდა ამ სტატიაში არ არის მოყვანილი ყველა ფსიქოლოგიური ფაქტორი. მათ შესახებ საუბარი გვექნება სხვა სტატიებში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით