22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ

ალბათ ყველას გაგვიგია მარკეტინგული ფრაზა – „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ…“, ეს და მსგავსი ფრაზები ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია. ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ 22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ.

ვინც ტრეიდინგით არის დაინტერესებული, მათთვის ფილმები ტრეიდინგისა და ბირჟების შესახებ საინტერესო იქნება, მით უფრო, თუ მათ მაღალი მხატვრული ღირებლება გააჩნიათ და მონაწილე მსხაბიობებიც ჰოლივუდის ტოპ-ვარსკვლავებს წარმოადგენენ.

რა თქმა უნდა ფილმებში ბევრი რამ უტრირებულია, ბევრო რამ რეალობისგან შორსაა, ან გადაჭარბებულად რეალისტურია, მაგრამ ამ ფილმებიდან ფსიქო-ემოციურ დონეზე მაინც რაიმეს სწავლაც შესაძლებელია.

ბოლო-ბოლო იმის დანახვა მაინცაა შესაძლებელი, თუ რა ხდება ზოგადად მსოფლიო ფინანსურ ცენტრებში, რა „სისაძაგლეები“  🙂 ტრიალებს ფინანსური ვეშაპების თავებში 🙂 , ჩვენ, ლიფსიტები მარკეტმეიკერებს რომ ვეძახით – სწორედ იმათ თავებში.

თუ, ამ ფილმებიდან რაიმე მნიშვნელოვანს ვერ გავიგებთ ტრეიდინგის შესახებ, დადებით ემოციებს მაინც მივიღებთ მათი ნახვის შემდეგ.

წმინდა საბირჟო და ტრეიდინგის თემატიკის შესახებ ფილმების გადაღება გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს, თუმცა მანამდეც იყო ერთი-ორი მსგავსი თემატიკის ფილმი. თანაც პირველი ამგვარი ფილმი სახელწოდებით Wall Street (1987) საკმაოდ ძლიერი გამოვიდა ყველა ასპექტით. ის დღემდე პოპულარულია.

როგორც მოვიძიე რეიტინგების მიხედვით, 21-ე საუკუნის ყველაზე პოპულარული ფილმია The Wizard of Lies (2017).

საფინანსო ბაზარზე მუშაობის პროცესში მარტო Buy და Sell ღილაკებზე სწორად დაჭერის ცოდნი ხომ არაა მთავარი. ზოგჯერ ესთეტიური სიამოვნების მიღების საშუალებაც უნდა გვქონდეს.

ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, მისაღებია და მშრომელ ტრეიდერებს გვეკუთვნის კიდეც შაბათ-კვირას ჩავუჯდეთ ხოლმე სავარძელში ან დივანზე და ვუყუროთ ჩვენს პროფესიულ ფილმებს. გვერდზე მაგიდაზე კონიაკით სავსე ჭიქა, ლამბაქზე დამტვრეული შოკოლადი და წვრილად დაჭრილი და ხრეში მარილით მოყრილი ლიმონი აუცილებელია, ისე არაფერი გამოვა 🙂 .

ჩემი აზრით – საბირჟო თემატიკის ფილმების ტოპ-22:

(აქვე ვიტყვი, რომ ქვემოთ ჩამოთვლი ფილმებიდან უმრავლესობა სპეციფიური საყურებელია და შესაძლებელია ბევრ თქვენთაგანი არც გაიტაცოს ზოგიერთი ფილმის სიუჟეტმა, თუმცა მე ჩემის მხრივ ვეცადე, ასე რომ არ მისაყვედუროთ)

1. Wall Street (1987) | Уолл-Стрит
ერთ-ერთი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი საბირჟო თემატიკის შესახებ. საბირჟო ფილმოგრაფიის კლასიკა.

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

 

2. Wall Street: Money Never Sleeps (2010) | Уолл-стрит: Деньги не спят
პირველი Wall Street -ის გაგრძელება 23 წლის შემდეგ.

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

3. Rogue Trader (1999) | Аферист
ფილმი ეფუძნება რეალური მოვლენებს.

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

 

4. The Big Short (2015) | Игра на понижение
სიუჟეტი ეხება 2008 წლის აშშ იპოთეკურ კრიზისს.

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info
5. Boiler Room (2000) | Бойлерная
მთლად საბირჟო საქმიანობას არ ეხება, მაგრამ სადღაც მაგ მიდამოებშია.

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

6. The Pursuit of Happyness (2006) | В погоне за счастьем
მოტივაციური ფილმია, იმის შესახებ თუ როგორ შეუძლია ადამიანს ნულიდან მიაღწიოს საბირჟო მწვერვალებს.

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

7. The Wolf of Wall Street (2013) | Волк с Уолл-Стрит
ფილმი ეფუძნება რეალური მოვლენებს.

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info
8. The Wizard of Lies (2017) | Лжец, Великий и Ужасный
ბიოგრაფიული ფილმია, რომელიც ასახავს 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საფინანსო თაღლითობას.

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

9. Too Big to Fail (2011) Слишком крут для неудачи
ფინანსური კოლაფსის შესახებ, რომელიც გადაიზარდა 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში. დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე.

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

 

10. Trading Places (1983) | Поменяться местами
სახალისო საახალწლო კომედია.

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

 

11. It’s a Wonderful Life (1947) | Эта замечательная жизнь
ფენტეზი ჟანრის ფილმი.

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

 

12. Other Peoples Money (1991) | Чужие деньги
კომედიური ჟანრის ფილმი.

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

 

13. Quicksilver (1985) | Брокер
კონკრეტულად ტრეიდერული კარიერის შესახებ.

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

 

14. Glengarry Glen Ross (1992) | Американцы

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

 

15. American Psycho (2000) | Американский психопат
უოლ სთრიტის პროფესიონალი, რომელიც თანდათან ჭკუიდან იშლება პროფესიაში ჩაციკვლის გამო.

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

 

16. Quants: The Alchemists Of Wall Street (2010) | Кванты: Алхимики с Уолл Стрит
დოკუმენტალური ფილმი უოლ სთრიტის ანალიტიკოსების შესახებ.

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

 

17. Arbitrage (2012) | Порочная страсть

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

 

18. The Associate (1996) | Компаньон
ფილმი სიუჟტი ეხება უოლ სთრიტის გენდერულ საკითხებს.

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

 

19. Floored (2010) | В биржевой яме
დოკუმენტური ფილმი. ასახავს ჩიკაგოს ბირჟის ატმოსფეროს.

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

 

20. krach (2010) | Банкротство

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

 

21. Limitless (2011) | Области тьмы

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

22. Margin Call (2011) | Предел риска
ასევე 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის შესახებ. იმდენად ცნობილი მსახიობები თამაშობენ, რომ მეგონა რაღაც საოცრებას ვნახავდი, თუმცა მგონი შევცდი. ამ ფილმს ბოლომდე მხოლოდ იმიტომ ვუყურე რომ… მოკლედ თვითონ არ ვიცი რატომ ვუყურე, მაგრამ მაინც ვუყურე 🙂 , ალბათ იმიტომ, რომ ფრაზა „Margin Call“ -ზე მაკანკალებს ყოველთვის.

22 ფილმი, რომელიც უნდა ნახო როცა ტრეიდერი ხარ • GeoForex.info

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

რა მოხდება აშშ-ს დეფოლტის შემთხვევაში

რა მოხდება აშშ-ს დეფოლტის შემთხვევაში

გასაგები მომენტია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვეულებრივ დეფოლტს, ანუ გაკოტრებას არავინ გამოაცხადებს, თუმცა ტექნიკური დეფოლტისგან …