ჭკვიანი კაპიტალი

ჭკვიანი კაპიტალის კონცეფცია

ტერმინი “ჭკვიანი კაპიტალი” (“ჭკვიანი ფული” „Smart Momey“) გამოიყენება ცენტრალურ ბანკებისა და ბირჟების მიმართ, რომლებიც სრულად აკონტროლებენ თავიანთი აქტივის ფასებს, ასევე ბანკთაშორისი ტრეიდერების მიმართ (ინსტიტუციონალურ ტრეიდერები), რომლებიც იყენებენ  ფასების ბანკთაშორისი მიწოდების  ალგორითმს (Interbank Price Delivery Algorithm) გონივრული სავაჭრო გადაწყვეტილებების მისაღებად.

ჭკვიანი კაპიტალი

კომენტარი: თუ არსებობს ტერმინი „ჭკვიანი ფული“, მაშასადამე უნდა არსებობდეს აზრობრივად დიამეტრულად განსხვავებული ტერმინი „უჭკუო ფული“, თუმცა მის მაგივრად იყენებენ ტერმინს „არაინფორმირებული ფული“. ალბათ იმიტომ, რომ კორექტულობა დაიცვან უჭკუო ხალხის მიმართ. თუმცა უჭკუოს ზოგჯერ უნდა შეახსენე რომ ის უჭკუოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოდესმე ჭკუის დამრიგებლად მოგვევლინება, რომელიმე სფეროში.
ჭკვიანი ფული

„ჭკვიანი ფული“ ზემოქმედებს ფინანსურ ბაზრებზე, რადგან ის უზრუნველყოფს ლიკვიდურობას სპეკულაციური, „არაინფორმირებული ფულისათვის“ და პრინციპულად საპირისპირო პოზიციას იკავებს საბაზრო ეფექტურობის პარადიგმაში.

ჭკვიანი კაპიტალი

არაინფორმირებული ფული

ტერმინი სპეკულაციური, არაინფორმირებული ფული გამოიყენება (Street Money) – ორგანიზაციებისა და არა ინსტიტუციონალური ტრეიდერების, ე.წ.  „კერძო“ ტრეიდერების მიმართ, რომლებიც ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობენ საბაზრო ეფექტურობის პარადიგმის არსის გაგების გარეშე.

განმარტება: პარადიგმა არის კონკრეტულ კონცეფციათა ან აზროვნების ნიმუშთა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს თეორიებს, კვლევის მეთოდებს, პოსტულატებსა და სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც ხდება შემდგომი კონსტრუქციების, განზოგადებებისა და ექსპერიმენტების განხორციელება მოცემულ დარგში.

არაინფორმირებული ფული სავაჭრო გადაწყვეტილებების დასასაბუთებლად ხშირად იყენებს ინდიკატორებს, გრაფიკულ პატერნებს, მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეებს. მაგრამ მათ აკლიათ იმის ცოდნა, რომ ჭკვიანი ფული ყველა საფინანსო ბაზარზე არის წარმოდგენილი არაინფორმირებული ფულის სავაჭრო პოზიციების საპირისპირო მხარეს.

ჭკვიანი კაპიტალი

სპეკულაციური, არაინფორმირებული ფულის საპირისპირო ფსიქოლოგიის გაგება შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც უპირატესობა საფინანსო ბაზრებზე მუშაობისას.

საბაზრო ეფექტურობის პარადიგმა

საბაზრო ეფექტურობის პარადიგმა  უზრუნველყოფს ძლიერ საფუძველს ფინანსური ბაზრების არსის გასაგებად, ეხმარება ინსტიტუციონალერ ტრეიდერებს მიიღონ გონივრული სავაჭრო გადაწყვეტილებები და სთავაზობს მათ ყოვლისმომცველ მიდგომას მომგებიანი გარიგებების განსახორციელებლად, ჭკვიანი ფულის (ცენტრალური ბანკებისა და მარკეტ მეიკერების), ასევე სპეკულაციური, არაინფორმირებული ფულის ქმედებების ანალიზის საფუძველზე.

ჭკვიანი კაპიტალი

IPDA (Interbank Price Delivery Algorithm ) არის ალგორითმი, რომელიც ითვალისწინებს როგორც ჭკვიანი ფულის, ისე არაინფორმირებული, სპეკულაციური ფულის მომენტალურ გავლენას ბაზარზე და უზრუნველყოფს ფასების ყველაზე ეფექტურ მიწოდებას.

საბაზრო ეფექტურობის პარადიგმა

ჭკვიანი კაპიტალი

არაინფორმირებული სპეკულაციური კაპიტალის ფსიქოლოგია

  • არ იცის არაფერი ჭკვიანი ფულის  და საბაზრო ფასებზე მისი გავლენის შესახებ.
  • არ ესმის, რომ ფინანსური ბაზრები მანიპულირებადია და ჭკვიანი ფული ბაზრის კოტირებებზე თავისი ინტერესების მიხედვით მოქმედებს.
  • არ იცის ფასების ბანკთაშორისი მიწოდების ალგორითმი (IPDA), რომელიც ჭკვიანი ფულისთვის აქტივის სამართლიანი საბაზრო ფასის განსაზღვრის ძირითადი კომპონენტია.
  • თვლის, რომ ფასზე გავლენას ახდენენ ინდიკატორები, როგორიცაა მაგალითად ფარდობითი სიძლიერის ინდექსი ან ბოლინჯერის ველები, რომლებიც თავის მხრივ სასარგებლოა მხოლოდ ბაზრის სენტიმენტების, ანუ განწყობისა და საპირისპირო ფსიქოლოგიის ანალიზისთვის.
როგორ ფიქრობს ჭკვიანი კაპიტალი
  • ბანკთაშორისი, ანუ ინსტიტუციონალური ტრეიდერები (ჭკვიანი კაპიტალი) არ ვაჭრობენ ინდიკატორების სიგნალების საშუალებებით.
  • ბანკთაშორისი, ანუ ინსტიტუციონალური ტრეიდერები (ჭკვიანი კაპიტალი) არ ვაჭრობენ პატერნების სიგნალების საშუალებებით.
  • ბანკთაშორისი, ანუ ინსტიტუციონალური ტრეიდერები (ჭკვიანი კაპიტალი) არ ვაჭრობენ პატერნების სიგნალების საშუალებებით.
  • ბანკთაშორისი, ანუ ინსტიტუციონალური ტრეიდერები (ჭკვიანი კაპიტალი) ხსნიან Sell პოზიციებს მაშინ, როცა კერძო ტრეიდერები ხსნიან Buy პოზიციებს, ხოლო ხსნიან Buy პოზიციებს, როცა  კერძო ტრეიდერები ხსნიან Sell პოზიციებს.

ჭკვიანი კაპიტალი

განმარტება: სვინგ-ტრეიდინგი (swing trading. სიტყვა swing – რხევა, შემობრუნება, მიმართულების ცვლილება)- არის ვაჭრობის მოდელის ზოგადი სახელწოდება, რომელიც გულისხმობს ტრენდის ფორმირების მომენტში შემობრუნების (კორექციების) გამოყენებას.

ბანკთაშორისი, ანუ ინსტიტუციონალური ტრეიდერები (ჭკვიანი კაპიტალი) მოელიან, რომ ფასი მიწოდებული იქნება საპირისპირო ლიკვიდურობასთან.

ჭკვიანი კაპიტალი

ბანკთაშორისი, ანუ ინსტიტუციონალური ტრეიდერები (ჭკვიანი კაპიტალი) საკუთარი სამუშაო საათებიდან გამომდინარე, ფასთან ურთიერთქმედებისათვის ითვალისწინებენ სავაჭრო სესიის პერიოდს.

ჭკვიანი კაპიტალი

დიდი ფონდების ტრეიდერები
  • დიდ ფონდებში მომუშავე ტრეიდერებიც შეიძლება კლასიფიცირდნენ როგორც არაინფორმირებული სპეკულაციური ფული, მიუხედავად იმისა, რომ მათ გააჩნიათ მეტი რესურსები და გამოცდილება კერძო ტრეიდერებთან შედარებით. ისინი იყენებენ კერძო ტრეიდერების მეთოდებს სავაჭრო გადაწყვეტილებების მისაღებად ეყრდნობიან ინდიკატორებსა, პატერნებს და ა.შ..
  • დიდი ფონდების ტრეიდერებსა და კერძო ტრეიდერებს შორის მთავარი განსხვავება რისკების მართვაში მდგომარეობს.
კვებითი ჯაჭვი

ზოოლოგიიდან გვახსოვს ტერმინი „კვებითი ჯაჭვი“. ეს ტერმინი მოქმედებს საფინანსო ბაზრებზეც.

ფინანსური კვებითი ჯაჭვის მწვერვალზე დგანან ცენტრალური ბანკები, რომლებიც ლიკვიდურობის მიმწოდებლები არიან. ისინი ბეჭდავენ საკუთარ ვალუტებს, მაგალითად, ევროპის ცენტრალური ბანკი (ეცბ) ახორციელებს ევროს ემისიას და უზრუნველყოფს ლიკვიდურობას ევროზონაში.

ევროპის ცენტრალური ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს ევროზონის ბანკები საკმარისი რაოდენობის ფულით ფინანსური სისტემის უწყვეტი მუშაობისთვის შემდეგი საშუალებებით:

 ბანკებზე კრედიტის გაცემა

  • ეცბ-ს შეუძლია ბანკებისთვის სესხების გაცემა, რომლებსაც ეს ესაჭიროებათ, მაგალითად, თუ ბანკს ნაღდი ფული ამოეწურა. ეს ეხმარება ბანკს განაგრძოს მომხმარებელთა მომსახურება და ფინანსური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება.

აქტივების ყიდვა-გაყიდვა

  • ეცბ-ს შეუძლია ფინანსური აქტივების, როგორიცაა ობლიგაციები, ყიდვა-გაყიდვა, რათა გააკონტროლოს ფულის რაოდენობა ფინანსურ სისტემაში. მაგალითად, თუ ეცბ ყიდულობს ობლიგაციებს, ეს ბანკებში ინვესტირების ექვივალენტურია და ხელს უწყობს მათ მომხმარებლებზე კრედიტების გაცემას.

“ოვერნაიტ” ფინანსირების გაცემა

  • ეცბ-ს შეუძლია მოკლევადიანი ფინანსირების გაცემა, რაც ეხმარება ბანკებს მართონ საოპერაციო და ნაღდი ფულის მოთხოვნილებები, რაც უზრუნველყოფს ფინანსური სისტემის სტაბილურობას.

ეცბ იყენებს ამ და სხვა ამგვარ ინსტრუმენტებს, რათა დარწმუნდეს, რომ ევროზონის ბანკებს აქვთ საკმარისი ფული ფინანსური სისტემის უწყვეტი მუშაობისთვის რთულ ან კრიზისულ პერიოდებშიც კი.

ფინანსური კვებითი ჯაჭვი

ჭკვიანი კაპიტალი

ბაზარზე ლიკვიდურობის უზრუნველყოფა

რადგან ცენტრალური ბანკები პირველ რიგში რეგულატორები არიან, გადახდების კლირინგის ოპერაციულ საქმიანობას ახორციელებს ოპერატორი – ანუ, მარკეტ მეიკერი, რომელსაც გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობები (IPDA) ფასების იმ კოტირებამდე მიყვანისათვის, რომლებიც აუცილებელია ჭკვიანი კაპიტალის ინტერესებში გადახდების შესასრულებლად და დამატებითი მოგების მისაღებად   ბაზრის სხვა, არაინფორმირებული მონაწილეების ხარჯზე.

განმარტება: კლირინგი – უნაღდო ანგარიშსწორება სახელმწიფოებს, კომპანიებს, საწარმოებს, ბანკებს და სხვებს შორის ერთმანეთისთვის მიყიდული საქონლის, ფასიანი ქაღალდებისა და მიწოდებული მომსახურებისთვის, რომელიც ხორციელდება ურთიერთჩათვლის გზით, გადახდების ბალანსის პირობებიდან გამომდინარე.
ლიკვიდურობის ინჟინერია

ჭკვიანი კაპიტალი

ცენტრალური ბანკები უზრუნველყოფენ ლიკვიდურობას არაინფორმირებული სპეკულაციური ფულისთვის, ამასთან ერთად ქმნიან პრემიალურისა და დისკონტის პირობებს ბაზრებზე.

შემდეგ მარკეტ მეიკერი IPDA ალგორითმის მეშვეობით ცდილობს ხელოვნური ლიკვიდურობის ნეიტრალიზაციას და საკუთარი პოზიციების კომპენსაციას ბალანსის მხარდასაჭერად სამართლიანი გაცვლის გარანტიისთვის. სწორედ ამ გზით ქმნიან ცენტრალური ბანკები ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს, უზრუნველყოფენ ბაზრის ლიკვიდურობას და ინარჩუნებენ დე-ფაქტო უფლებას დაადგინონ ღირებულება “საკუთარ საქონელზე”, ანუ ფულზე.

განმარტება: დისკონტი – ეკონომიკური ტერმინი, ინგლისურიდან პირდაპირი თარგმანით ნიშნავს ფასდაკლებას, გამოქვითვას, სხვაობას. კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა მიიღოს.
ჭკვიანი ფული vs არაინფორმირებული ფული

ჭკვიანი ფული

  • ყველაფერი რაც ხდება  ბაზარზე – ეს არის ლიკვიდურობა.
  • ფასის ეფექტური მიწოდება ჭკვიანი კაპიტალის ინტერესებშია.
  • ბანკთაშორისი ტრეიდერები მონაწილეობენ ჭკვიანი კაპიტალის ტრანზაქციებში.

არაინფორმირებული ფული 

  • უცოდინრობა ჭკვიან ფულთან დაკავშირებით.
  • სჯერათ მოთხოვნისა და მიწოდების თეორიის.
  • თვლიან, რომ ფასის მოძრაობები გამოწვეულია მხოლოდ გამყიდველების ან მყიდველების დომინაციით.

Smart Money vs Street Money

ჭკვიანი კაპიტალი

ბანკთაშორისი ტრეიდერი

ბაზარზე წარმატების მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანია ბაზრის ეფექტურობის პარადიგმის და მისი ძირითადი კომპონენტების გაგება, მათ შორის ჭკვიანი და არაინფორმირებული ფულის დაპირისპირების ცოდნა.

ბანკთაშორის ტრეიდერმა იცის, რომ ჭკვიანი კაპიტალი დომინირებს ბაზარზე. ამასობაში, არაინფორმირებული ფული კი ბაზრის მექანიკის ღრმა გაგების გარეშე, ხშირად ხვდება წაგებულ მხარეზე.

ბანკთაშორისი ტრეიდერი არის ბაზრის ორგანიზატორი, როგორც ლიკვიდურობის საბოლოო წყარო, მას შეუძლია აქტივის ფასით მანიპულირება, რაც მას ბაზარზე აშკარა უპირატესობას ანიჭებს. მას შეუძლია შექმნას პრემიით და დისკონტით ბაზრები, რათა მანიპულირება მოახდინოს განწყობებზე და ნეიტრალიზაცია გაუწიოს შექმნილ ლიკვიდურობას მომდევნო სამართლიანი ფასური გაცვლისთვის.

ამ იდეების ათვისებით და საბანკო ტრეიდერის აზროვნების სტილის დაუფლებით, ტრეიდერს შეუძლია მიიღოს კონკურენტული უპირატესობა ფინანსურ ბაზრებზე გრძელვადიანი და წარმატებული სავაჭრო კარიერისთვის.

მთავარი პოსტულატები
  • ლიკვიდურობის გარეშე – არ არის ცენტრალიზაცია.
  • ცენტრალიზაციის გარეშე – არ არის მანიპულაცია.
  • მანიპულაციის გარეშე – არ არის ლოგიკა.
  • ლოგიკის გარეშე – ბაზარი ქაოსად გადაიქცევა.

და მერე ჩვენ რა?!

ჩვენ ის რომ, ჭკვიანი ფული ქმნის სწორედ იმ პატერნებს, გრაფიკულ მოდელებს და ინდიკატორების სიგნალებს, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოიხსნება „არაინფორმირებული ფულის“ ლიკვიდურობა, ანუ მარტივი ენით, რომ ვთქვათ  ჩამოიყრება „არაინფორმირებული ფულის“  სტოპები. სწორედ ესაა ბაზრის პარადიგმა და სწორედ ამის შემდეგ ვხედავთ გრაფიკზე იმ სიგნალებს, რომლებსაც ვხედავთ.

ამიტომ არასოდეს უნდა დავიჯეროთ და ვიხელმძღვანელოთ „არაინფორმირებული ფულის“ მიერ გრაფიკზე გამოსახული ისრებით ტრენდის „უეჭველი“ მიმართულების გამოსახვის პრეტენზიით. მას ესე უნდა და აქტივიც ეგრე უნდა წავიდეს. თუმცა არაა ეგრე… არა.

ჩვენ ვერასოდეს შევქმნით ტრენდს და ვერასოდეს მოვექცევით მის ჩანასახში. ჩვენ უნდა ვეცადოთ დროულად შევახტეთ იმ ტრენდულ მატარებელს, რომელსაც ქმნის „ჭკვიანი ფული“.

ჩვენ უნდა ვეცადოთ განვჭვრიტოთ თუ საითკენ, რომელი ფასისკენ მიჰყათ ბანკთაშორის ტრეიდერებს აქტივის ფასი. რა ფასი სჭირდება ევრობანკს, ავსტრალიის ბანკს, სომხეთის ბანკს და თუნდაც საქართველოს ბანკს. აი ამას უნდა შევუხამოთ ჩვენი სავაჭრო სტრატეგია, ვიმეორებ სავაჭრო სტრატეგია და არა გრეფიკზე გამოსახული ისრები და მხოლოდ ამის შემდეგ მოვახტეთ „ჭკვიანი კაპიტალის“ მიერ ჩამოყალიბებულ ტრენდს.

დააკვირდით სტატიის სურათებში, როგორ ქმნის „ჭკვიანი კაპიტალი“ პატერნებს. რა თქმა უნდა ეს  ხელოვნური მაგალითები და ნახაზებია, მაგრამ ასახავენ რეალურ საბაზრო სიტუაციებს რასაც ჩვენ გრაფიკებზე ვხედავთ ყოველდღიურად.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

 

ასევე დაგაინტერესებთ:

კავშირი კრიპტოვალუტებსა და ემისია-სტერილიზაციას შორის

კავშირი კრიპტოვალუტებსა და ემისია-სტერილიზაციას შორის

ვისაც სჯერა, რომ სტუდენტმა ცუკემბერგმა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში შექმნა საიტი, რომელიც გიგანტურ სოციალურ ქსელად გადაიზარდა …