სარჩევი
სხვადასხვა სავალუტო წყვილის სავაჭრო მოცულობები და ვოლატილობა იცვლება საათის ისრების მოძრაობასთან ერთად. ტრეიდერს შეუძლია უფრო ეფექტურად ივაჭროს, თუ ეცოდინება რომ, რომელი სავალუტო წყვილი არის ყურადღების ცენტრში დროის ამა, თუ იმ პერიოდში. თაიმინგს დიდი როლი ენიჭება ვალუტებზე ვაჭრობისას.
ვინაიდან სავალუტო ბაზარი მუშაობს დღეღამეში 24 საათის განმავლობაში, ტრეიდერს შეუძლია ყურადღებით დააკვირდეს ყოველ საბაზრო მოძრაობას და სწრაფად მოახდინოს რეაგირება მასზე ნებისმიერ დროს. იმისათვის, რომ შეიმუშავოთ წარმატებული სავაჭრო სტრატეგია, აუცილებელია სხვადასხვა სავალუტო წყვილების საბაზრო აქტიურობის გათვალისწინება დროის სხვადასხვა მონაკვეთში. ეს სავაჭრო შესაძლებლობების მაქსიმალიზაციის საშუალებას მოგცემთ დროის იმ პერიოდში, რომელშიც თქვენ მუშაობთ ბაზარზე.
სტატიაში განხილულია ძირითადი სავალუტო წყვილების საშუალო სავაჭრო აქტიურობა, დროის სხვადასხვა მონაკვეთში. ეს დაგეხმარებათ ყველაზე ვოლატილური სავალუტო წყვილების განსაზღვრაში.
ქვემოთ სურათზე წარმოდგენილია სხვადასხვა სავალუტო წყვილებისათვის, დროის სხვადასხვა მონაკვეთში საშუალი დიაპაზონების მონაცემები პუნქტებში.
აზიური სავაჭრო სესია (ტოკიო) 00.00-09.00 UTC
მოუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში იაპონიის ცენტრალური ბანკის როლი სავალუტო ბაზარზე შემცირდა, ტოკიო მაინც რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ცენტრად. როდესაც, ყოველ დილას ტოკიოში იწყება ვაჭრობა, ვაჭრობის მრავალი მონაწილე იყენებს მასზე ჩამოყალიბებულ მომენტუმს, საბაზრო დინამიკისა და საკუთარი ტაქტიკის განსაზღვრისათვის.
ტოკიოში ხშირად საკმაოდ ვიწრო ვაჭრობა მიმდინარეობს. მსხვილი საინვესტიციო ბანკები და ჰეჯინგ ფონდები აზიურ სესიას იმისათვის იყენებენ, რომ ბაზარი მიაჩოჩონ მნიშვნელოვან სტოპებთან და ოფციონური ბარიერებთან.
ქვემოთ სურათზე წარმოდგენილია სავალუტო წყვილების ვოლატილობის რეიტინგი აზიური სესიის პერიოდში.
რისკთან ტოლერანტულ დამოკიდებულებაში მყოფი ტრეიდერებისათვის, სავაჭროდ გამოდგება ისეთი სავალუტო წყვილები, როგორებიცაა: USD/JPY, GBP/CHF და GBP/JPY. დიდი სავაჭრო დიაპაზონი (საშუალოდ 80 პუნქტი) კარგ შესაძლებლობას იძლევა მოკლევადიანი სავაჭრო ოპერაციებისათვის.
აზიის სავაჭრო სესიის დროს, USD/JPY სავალუტო წყვილზე ჩატარებული სავაჭრო ოპერაციების დიდი წილი ხორციელდება საინვესტიციო ბანკებისა და ინსტიტუციური ინვესტორების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ დიდი დომინირებული დოლარების აქტივები. პირველი ადგილი უკავია იაპონიის ცენტრალურ ბანკს, რომელიც 800 მილიარდის აშშ დოლარის ოდენობის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ობლიგაციებს ფლობს.
აქციებისა და ბონდების იაპონური ბაზრებზე სავაჭრო ოპერაციები, აგრეთვე დამოკიდებულია მოთხოვნასა და მიწოდებაზე სავალუტო წყვილისთვის USD/JPY. და ბოლოს იაპონიის მსხვილი ექსპორტიორები, ცნობილი არიან იმით, რომ აზიური სესიის დროს ხშირად ჰყიდიან დოლარებში მიღებულ საკუთარ მოგებას – იენაზე, რაც დამატებით იმპულსს აძლევს სავალუტო წყვილის მოძრაობას. ფუნტის კროსების GBP/CHF და GBP/JPY ვოლატილობა განპირობებულია იმით, რომ იაპონური სავაჭრო სესიის დროს ცენტრალური ბანკები და ბაზრის მსხვილი მოთამაშეები იწყებენ ოპერაციების მასშტაბების ცვლილებას ევროპული სესიის დაწყებამდე.
ვოლატილობის რეიტინგის უფრო დაბალ საფეხურზე არიან სავალუტო წყვილები AUD/JPY, GBP/USD და USD/CHF. ისინი უფრო იმ ტრეიდერებისთვის არიან საყურადღებო, რომლებიც რისკებს ერიდებიან. მათი ზომიერი ვოლატილობა ფრთხილი ტრეიდერების ინტერესს იპყრობს.
ევროპული სავაჭრო სესია 7.00-16.00 UTC
მსხვილი ბანკების უმრავლესობის სავაჭრო ტერმინალები განთავსებულია ლონდონში და მაღალლიკვიდურობიდან და ბაზრის ეფექტურობიდან გამომდინარე ბევრი ინვესტორი ცდილობს იმუშავოს ევროპულ სესიაზე.
მონაწილეთა დიდი რაოდენობა და სავაჭრო ოპერაციების მნიშვნელოვანი მოცულობები განაპირობებენ ლონდონის სავალუტო ბაზრის, სხვა ბაზრებთან შედარებით, ყველაზე მეტად ვოლატილურ სავაჭრო მოედნად ქცევას.
ქვემოთ მოყვანილია ძირითადი სავალუტო წყვილების ვოლატილობის რეიტინგი ევროპული სესიის პერიოდში. ხოგორც ხედავთ 12 ძირითადი წყვილიდან ნახევარზე მეტისთვის სავაჭრო დიაპაზონი შეადგენს 80 პუნქტზე მეტს. ყველაზე დიდი საშუალო დიაპაზონები დამახასიათებელია სავალუტო წყვილებისთვის GBP/JPY, GBP/CHF – შესაბამისად 140 და 146 პუნქტი.
სავალუტო წყვილები GBP/JPY და GBP/CHF გამოდგება მაღალრისკიანი სავაჭრო ოპერაციებისათვის.
მაღალი ვოლატილობა ასახავს დღიური აქტიურობის პიკს, რადგან ამ სესიაზე მოვაჭრე მსხვილი მოთამაშეები, საკუთარი აქტივების რესტრუქტურიზაციას ამთავრებენ. ევროპული სესია ნაწილობრივ გადაკვეთს აზიურ და ამერიკულ სესიებს. როგორც კი, მსხვილი ბანკები და საინვესტიციო ფონდები დაასრულებენ საკუთარი პორტფელების რეპოზიციონირებას, მათ, ამერიკული სესიის გახსნამდე, უჩნდებათ ევროპული აქტივების კონვერტაციის საჭიროება აშშ დოლარების დენომინირებულ აქტივებში. ევროპული სესიის დროს რესტრუქტურიზაციის ეს ორი კომბინაცია, განაპირობებს მაღალ ვოლატილობას დროის მითითებულ პერიოდში.
რისკიანი ტრეიდერებისათვის შესაძლებელია გამოდგეს სხვა სავალუტო წყვილებიც: EUR/USD, USD/CAD, GBP/USD და USD/CHF. მათი საშუალო დიაპაზონი 80 პუნქტს აღემატება.
მაღალი ვოლატილობა ხშირად იძლევა ბაზარზე შესვლის კარგ შესაძლებლობას. როგორც ზემოთ ავღნიშნე, აქტიურობა ევროპული ვალუტებისა და დოლარის მიმართ იზრდება, რადგან ბაზრის მსხვილი მონაწილეები ცვლიან საკუთარ პორტფელებს, ამერიკული სესიის გახსნამდე.
უფრო ფრთხილი ტრეიდერებისათვის რეკომენდებულია NZD/USD, AUD/USD, EUR/CHF და AUD/JPY სავალუტო წყვილებთან მუშაობა. მათთვის საშუალო დიაპაზონი დაახლოვებით 50 პუნქტს შეადგენს. ამ სავალუტო წყვილებს, პოტენციურ შემოსავალთან ერთად, შეუძლიათ კარგი საპროცენტო შემოსავლის მოტანაც. ისინი იძლევიან საშუალებას, რათა ტრეიდერმა მიიღოს გადაწყვეტილებები ფუნდამენტალურ ფაქტორზე დაყრდნობითაც. გარდა ამისა, წყვილებზე ვაჭრობისას არსებობს წაგების დაბალი ალბათობა, რომელიც განპირობებულია შიდადღიური სპეკულაციური აქტიურობით.
ამერიკული სავაჭრო სესია 13.30-20.00 UTC.
ნიუ-იორკის სავაჭრო პერიოდი – არის მსხვილი მოთამაშეების “ბნელი” სპეკულაციებისა და ინტრიგების დრო, რადგან დღის მეორე ნახევრიდან იაპონური სესიის გახსნამდე – ბაზრის აქტიურობა ნელდება, რაც ხელსაყრელი პერიოდია საეჭვო ოპერაციების განხორციელებისათვის. ამერიკის სესიაზე ოპერაციების უმრავლესობა ხორციელდება 13.30 -17.00 (UTC) საათების პერიოდში. დროის ამ მონაკვეთისთვის დამახასიათებელია ყველაზე დიდი დღეღამური ლიკვიდურობა, რადგან ევროპული მოთამაშეები ჯერ კიდევ იმყოფებიან ბაზარზე.
ამერიკულ სესიაზე რისკიანი ტრეიდერებისათვის საინტერესო იქნება ისეთი სავალუტო წყვილები, როგორებიცაა GBP/USD, USD/CHF, GBP/JPY, და GBP/CHF.
როგორც სურათიდან ჩანს სავალუტო წყვილების საშუალო დიაპაზონი 100 პუნქტზე მეტია. მათი აქტიურობა მაღალია, ვინაიდან ისინი პირდაპირ კავშირში არიან აშშ დოლართან.
როდესაც გახსნილია ამერიკული საფონდო და ობლიგაციების ბაზარი, ინვესტორები ხშირად აკონვერტირებენ საკუთარ ვალუტებს, როგორებიცაა იენა, ფრანკი, ფუნტი და აშშ დოლარი, რათა დააბანდონ ისინი აღნიშნულ ბაზრებზე. როდესაც სავაჭრო პერიოდები გადაკვეთენ ერთმანეთს ყველაზე დიდი დიაპაზონი აქვთ სავალუტო წყვილებს GBP/JPY და GBP/CHF.
ფორექსზე ვალუტების უმრავლესობის კოტირება ხდება აშშ დოლარებში, და უპირველეს ყოვლისა ვაჭრობა მიმდინარეობს დოლარის წინააღმდეგ. GBP/JPY სავალუტო წყვილის შემთხვევაში, იმისათვის, რომ ბრიტანული ფუტი კონვერტირებული იქნას იაპონურ იენაში, იგი ხშირად ვაჭრობს დოლარის წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ იენის წინააღმდეგ. ამრიგად, სავაჭრო ოპერაცია GBP/JPY შედგება ორი სხვადასხვა ოპერაციისაგან – GBP/USD და USD/JPY, ამიტომ მისი მაღალი ვოლატილობა განპირობებულია ამ ორი სავალუტო წყვილის კორელაციით. რადგან GBP/USD და USD/JPY აქვთ ნეგატიური კორელაცია (ანუ, მოძრაობენ საპირისპირო მიმართულებით), GBP/JPY სავალუტო წყვილის ვოლატილობა ძლიერდება. იგივეს თქმა შეიძლება სავალუტო წყვილზე GBP/CHF, რომლის ვოლატილობა უფრო მეტია.
მაღალი ვოლატილობის მქონე სავალუტო წყვილებით ვაჭრობა მომგებიანია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ საკმაო რისკიც ახლავს თან. რისკიან ტრეიდერებს ხშირად უწევთ საკუთარი ტაქტიკის რევიზია, ვინაიდან ბაზარზე მკვეთრ მოძრაობებს ხშირად თან სდევს სტოპ ლოსები და შესაბამისად ზარალი – გრძელვადიანი სტრატეგიებით ვაჭრობისას.
ფრთხილმა ტრეიდერებმა სასურველია აირჩიონ, ისეთი სავალუტო წყვილები როგორებიცაა: USD/JPY, EUR/USD და USD/CAD. ამ წყვილებისთვის დამახასიათებელია საკმარისად ფართო სასესიო დიაპაზონები და უფრო დაბალი რისკი. ისინი ძალიან ლიკვიდურები არიან და ტრეიდერს აძლევენ საშუალებას შეინარჩუნონ მოგება და წაგების მინიმიზაცია მოახდინონ. ამ სავალუტო წყვილების ზომიერი ვოლატილობა ხელს აძლევს იმ ტრეიდერებს, რომლებიც გრძელვადიანი სტრატეგიებით ვაჭრობენ.
ევოპული და ამერიკული სავაჭრო სესიების გადაკვეთა 13.30-16.00 UTC
ამ დროს ბაზარზე ვაჭრობის აქტიურობა აღწევს პიკს, რადგან ვაჭრობა მიმდინარეობს მსოფლიოში ორ, ყველაზე დიდ ბაზარზე ერთდროულად. ამ პერიოდში ხორციელდება ევროპული სესიის ყველა სავაჭრო ოპერაციის – 70 %, ხოლო ამერიკული სესიის – 80%. ვოლატილობის მოყვარულთათვის და მათთვის ვისთვისაც მოსაბეზრებელია სავალუტო წყვილების გრაფიკზე მთელი დღის განმავლობაში თვალყურის დევნება, ვაჭრობისათვის ყველაზე მეტად მოსახერხებელი იქნება სწორედ ამ პერიოდის არჩევა.
აზიური და ევროპული სავაჭრო სესიების გადაკვეთა 07.00 –09.00 UTC
ბაზარზე ყველაზე ნაკლებად აქტიური პერიოდია. ამ ორი საათის განმავლობაში ვაჭრობა დაწვრილებულია, ამიტომ აღნიშნული დრო შესაძლებელია გამოყენებული იქნას იმ ტრეიდერების მიერ, რომლებიც ერიდებიან საკუთარი რისკების პოზიცირებას ევროპული სესიის გახსნის წინა პერიოდში.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით