სტრატეგია "მარტივი RSI"

სტრატეგია “მარტივი RSI”

სტრატეგია “მარტივი RSI” ვაჭრობა ხორციელდება გადადებული Buy Stop და Sell Stop ორდერების გამოყენებით.

სტრატეგიის სპეციფიკაცია
  • სავალუტო წყვილი: EUR/USD;
  • თაიმ ფრეიმი: H4;

გრაფიკის მომზადება:

 

  • სამუშაო გრაფიკზე ვაყენებთ ოსცილატორს RSI (10), დონეებით 30, 40, 50, 60, 70;
სტრატეგიის ალგორითმი

ყიდვა:

  • RSI (10)-მა გადაკვეთა ქვემოდან ზემოთ და გადამკვეთი სანთელი დაიხურა თავისი 50-იანი დონის ზემოთ;
  • Buy Stop ორდერს ვაყენებთ გადამკვეთი სანთლის მაქსიმუმის ზემოთ 15 პუნქტის დაშორებით;
  • როდესაც RSI (10) გადაკვეთს ქვემოდან ზემოთ თავის 60-იან დონეს, ვამატებთ გადადებულ Buy Stop პოზიციას გადამკვეთი სანთლის მაქსიმუმის ზემოთ 15 პუნქტის დაშორებით, ოღონდ ვანახევრებთ ლოტს;

ყიდვის მაგალითი:

სტრატეგია "მარტივი RSI"

გაყიდვა

  • RSI (10)-მა გადაკვეთა ზემოდან ქვემოთ და გადამკვეთი სანთელი დაიხურა თავისი 50-იანი დონის ქვემოთ;
  • Sell Stop ორდერს ვაყენებთ გადამკვეთი სანთლის მინიმუმის ქვემოთ 15 პუნქტის დაშორებით;
  • როდესაც RSI (10) გადაკვეთს ზემოდან ქვემოთ თავის 40-იან დონეს, ვამატებთ გადადებულ Sell Stop პოზიციას გადამკვეთი სანთლის მინიმუმის ქვემოთ 15 პუნქტის დაშორებით, ოღონდ ვანახევრებთ ლოტს;

გაყიდვის მაგალითი:

სტრატეგია "მარტივი RSI"

სტოპ ორდერები

სტოპ ლოსი:

  • საწყისი და დამატებითი ორდერებისათვის დგება ლოკალურ მინიმუმზე, ან მაქსიმუმზე (პოზიციის მიმართულებიდან გამომდინარე);

პოზიციიდან გამოსვლა:

  • პოზიცია იხურება საბაზრო ფასით, როდესაც RSI (10) გადაკვეთს თავის 50-იან დონეს გახსნილი პოზიციის საპირისპირო მიმართულებით;
  • ყიდვის შემთხვევაში ყველა პოზიცია იხურება თუ RSI (10) გადაკვეთს თავის 70-იან დონეს ზემოდან ქვემოთ;
  • გაყიდვის შემთხვევაში ყველა პოზიცია იხურება თუ RSI (10) გადაკვეთს თავის 30-იან დონეს ქვემოდან ზემოთ;
  • პოზიციები ასევე იხურება RSI (10)-ის სატრენდო ხაზების გარღვევის შემთხვევაში (ზედმეტი პირობაა – არ გირჩევთ);
  • სტრატეგიაში გათვალისწინებულია აგრეთვე ტრეილინგ სტოპი 100 პუნქტიანი ბიჯით (ბევრია – არ გირჩევთ, ოპტიმალურად მიმაჩნია 50 პუნქტი);

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია „Forex Smart“

ფორექსის სტრატეგია „Forex Smart“

ფორექსის სტრატეგია „Forex Smart“ ტრენდული სტრატეგიაა, ანუ მისი ეფექტურად მუშაობის მთავარი პირობაა ბაზარზე გამოხატული ტრენდი. …

GeoForex.info
Privacy Overview

This website uses cookies so that we can provide you with the best user experience possible. Cookie information is stored in your browser and performs functions such as recognising you when you return to our website and helping our team to understand which sections of the website you find most interesting and useful.