4 ინდიკატორის მეთოდი

სტრატეგია “4 ინდიკატორის მეთოდი”

სტრატეგია “4 ინდიკატორის მეთოდი” ეფუძნება ყველაზე პოპულარული ინდიკატორების კომბინირებულ სიგნალს.

  • სავალუტო წყვილი: მულტივალუტური;
  • თაიმ ფრეიმი: H1;
ფორექსის სტრატეგია “4 ინდიკატორის მეთოდი” – ალგორითმი

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA პერიოდით 7, Close (გრაფიკზე ცისფერი);
  • ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA პერიოდით 21, Close (გრაფიკზე წითელი);
  • ინდიკატორი ADX (14);
  • ინდიკატორი MACD (12,26,9) (ალტერნატივის სახით შესაძლებელია ინდიკატორი MACD-combo-ს გამოყენება);
4 ინდიკატორის მეთოდი – ყიდვა
  • EMA (7)-მა გადაკვეთა EMA (21) ქვემოდან ზემოთ;
  • ინდიკატორმა ADX-ის მთავარმა მრუდმა გაარღვია 25-იანი დონე ქვემოდან ზემოთ (!!!) და იმყოფება/რჩება ამ არეში;
  • ინდიკატორი MACD-ის ჰისტოგრამა გვიჩვენებს აღმავალ ტრენდს;

ყიდვის მაგალითი:

4 ინდიკატორის მეთოდი buy

4 ინდიკატორის მეთოდი – გაყიდვა
  • EMA (7)-მა გადაკვეთა EMA (21) ზემოდან ქვემოთ;
  • ინდიკატორმა ADX-ის მთავარმა მრუდმა გაარღვია 25-იანი დონე ქვემოდან ზემოთ (!!!) და იმყოფება/რჩება ამ არეში;
  • ინდიკატორი MACD-ის ჰისტოგრამა გვიჩვენებს დაღმავალ ტრენდს;

გაყიდვის მაგალითი:

4 ინდიკატორის მეთოდი Sell

დამატებითი პირობები:

  • ორივე შემთხვევაში – ყიდვის და გაყიდვის პოზიციების გახსნის მომენტში ინდიკატორმა ADX-ის მთავარმა მრუდმა უნდა გაარღვიოს 25-იანი დონე ქვემოდან ზემოთ და იმყოფებოდეს/დარჩეს ამ არეში. ეს მნიშვნელოვანი მომენტია პოზიციის გახსნისათვის;
  • თუ ინდიკატორი MACD-ის ჰისტოგრამები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რჩება თავის ნულოვან დონესთან, ანუ კონსოლიდირდება, ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია თავი შევიკავოთ პოზიციის გახსნისაგან;
  • სტოპ ლოსი: დგება ლოკალურ მინიმუმზე ან ლოკალურ მაქსიმუმზე (პოზიციის მიმართულებიდან გამომდინარე);
  • ტეიკ პროფიტი: დგება ლოკალურ მინიმუმზე ან ლოკალურ მაქსიმუმზე (პოზიციის მიმართულებიდან გამომდინარე). ან პოზიცია იხურება საპირისპირო სიგნალის მიღების შემდეგ;

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სტრატეგია "მარტივი ფრაქტალები"

სტრატეგია “მარტივი ფრაქტალები”

ფორექსის სტრატეგია “მარტივი ფრაქტალები” – გააჩნია უმარტივესი ალგორითმი და ბაზარზე შესვლა/გამოსვლის მარტივი წესები. მისი გამოყენება …