ფორექსის სტრატეგია "საშუალოს გარღვევა"

ფორექსის სტრატეგია “საშუალოს გარღვევა”

ფორექსის სტრატეგიის “საშუალოს გარღვევა” ავტორია ცნობილი ტრეიდერი ვიქტორ ბარიშპოლცი.

ფორექსის სტრატეგია “საშუალოს გარღვევა” – ალგორითმი
სტრატეგიის მიხედვით ყველა მოქმედებას ვახდენთ მოცემული სავაჭრო დღის დახურვისას.
  • სავაჭრო დღის განმავლობაში, არაფრის გაკეთება არ არის საჭირო;
  • სავაჭრო ორდერების გახსნა და დახურვა ხდება მხოლოდ გადადებული ორდერების მეშვეობით;
  • სასიგნალო ხაზია – ექსპონენციალური მცოცავი საშუალო პერიოდით 3 და წინ წაწევით მომავალში – 3, გამოყენებული დახურვის ფასების მიმართ;
  • სანთლის ტანით ექპონენციალური საშუალოს გადაკვეთის შემდეგ – ვდებთ გადადებულ ორდერებს. ყიდვის ორდერი – მაქსიმალური ფასი +5 პუნქტი (თუ სანთელი აღმავალია), ან გაყიდვის ორდერი – მინიმალური ფასი -5 პუნქტი (თუ სანთელი დაღმავალია);
  • თუ სანთლის ქვედა ბოლო შეეხო ექსპონენციალურ მცოცავ საშუალოს – ვდებთ ყიდვის გადადებულ ორდერს – მაქსიმალური ფასი +5 პუნქტი;
  • თუ სანთლის ზედა ბოლო შეეხო ექსპონენციალურ მცოცავ საშუალოს – ვდებთ გაყიდვის გადადებულ ორდერს – მინიმალური ფასი -5 პუნქტი;
  • გადადებულ ორდერებს ვაუქმებთ მხოლოდ მაშინ, თუ გრაფიკზე გამოჩნდა საპირისპირო სიგნალი;
  • ორდერს გავაჩოჩებთ, თუ წარმოიქმნა იმავე მიმართულების გაყიდვის ან ყიდვის უფრო მომგებიანი სიგნალი (მაღლა – გაყიდვისთვის, დაბლა – ყიდვისთვის);
  • სავაჭრო პოზიციის გახსნის შემდეგ სტოპ ლოსი დგება საპირისპირო მხარეზე, სანთლის ბოლოში -(+) 5 პუნქტი. შემდეგ სტოპ ლოსი თანდათან გადაგვაქვს უზარალობის დონეზე. ან ვახდენთ ტრეილინგს ყოველი სანთლის დახურვის შემდეგ, გაყიდვის შემთხვევაში – დახურული, ყოველი მომდევნო სანთლის მაქსიმუმზე და ყიდვის შემთხვევაში – დახურული, ყოველი მომდევნო სანთლის მინიმუმზე. ამის გაკეთება საჭიროა ყოველ მომდევნო სანთელზე, სანამ არ დაიხურება სავაჭრო პოზიცია;
  • როდესაც სავაჭრო პოზიცია ღიაა, ახალ სიგნალებზე არ ვრეაგირებთ და დამატებით პოზიციებს არ ვხსნით. (ყოველ ახალ სიგნალზე, ახალი სავაჭრო პოზიციის გახსნა ლოგიკას არ არის მოკლებული, მაგრამ სტრატეგიის ავტორი რატომღაც ამის რეკომენდაციას არ იძლევა. თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად ჩაატაროთ ექპერიმენტები.);

ფორექსის სტრატეგია "საშუალოს გარღვევა"

კიდევ რამდენიმე წესი სტრატეგიასთან მუშაობისათვის:

  • სტოპ ლოსის გაზრდა არ შეიძლება;
  • ორდერები უნდა დადგეს, მხოლოდ იმ სანთელზე, რომლის ტანმაც გაარღვია ექპონენციალური მცოცავი საშუალო. ანუ: აღმავალი სანთლის დროს ყიდვის ორდერი სანთლის მაქსიმუმზე, ხოლო დაღმავალი სანთლის დროს გაყიდვის ორდერი მის მინიმუმზე;
  • თუ სავაჭრო ორდერის ამოქმედების შემდეგ პოზიცია ვერ გადაგვყავს უზარალობის დონეზე და შემდეგი ორი სანთელი იხურება ჩვენთვის არახელსაყრელი, ორდერის გახსნის ფასზე უარესი ფასით, მაშინ ვდებთ ტეიკ პროფიტს +5 პუნქტის ოდენობით;
  • თუ პოზიცია დაიხურა უზარალობის დონეზე, ან ტეიკ პროფიტით და შემდეგი სანთელი არ ეხება ექსპონენციალურ მცოცავ საშუალოს, მაგრამ მიემართება იმავე მიმართულებით (უკანა 3 სანთლის ზემოთ, ან ქვემოთ) – ვდებთ გადადებულ ორდერს სანთლის ბოლოში, სანთლის მოძრაობის (დახურვის) მიმართულებით;
  • თუ სანთელი ებჯინება ექსპონენციალურ მცოცავ საშუალოს მკვეთრი დახრილობით და კვეთს მას მხოლოდ ჩრდილით, ხოლო ტანით მაინც ვერ შეძლო მისი გადაკვეთა და აშკარა ხდება, რომ მიმდევნო სანთელი გაიხნება მცოცავი საშუალოს ზემოთ ან ქვემოთ – საჭიროა ორდერი დავდოთ სანთლის ჩრდილზე მცოცავი საშუალოს ხაზის გარეთ;
  • სავაჭრო დღის დასრულების სანთლიდან 10 პუნქტზე ახლოს, პოზიციის უზარალობის დონეზე გადაყვანა არ არის საჭირო;
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.