სტრატეგია "80-20"

სტრატეგია “80-20”

სტრატეგიის “80-20” ავტორია საერთაშორისო დონის ტრეიდერების წრეში ცნობილ სპეკულანტი ლინდა რაშკე (პრინციპში ყველა, ვინც ფორექსზე ვვაჭრობთ – სპეკულანტები ვართ).

ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ დღიურ დიაპაზონებზე (D1) და სავაჭრო სიგნალები მოქმედებენ მხოლოდ ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში.

ფინანსური ბაზრის კანონზომიერებების გამოკვლევამ აჩვენა, რომ თუ ფასი იხურება თავის დღიური დიაპაზონის ქვედა ან ზედა 10%-20 %-ში, არსებობს 80%-90% ალბათობა იმისა, რომ მეორე დღის დილით ის გააგრძელებს სვლას იგივე მიმართულებით (ანუ სანთლის დახურვის მიმართულებით), მაგრამ საბოლოო ჯამში, ფასი მოცემული სანთლის დაბლა, ან მაღლა დაიხურება მხოლოდ 50% შემთხვევაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ 50% შემთხვევაში მოსალოდნელია ტრენდის შემობრუნება, ან კორექციული მოძრაობა მაინც სწორედ ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ ვაჭრობაში.

ფორექსის სტრატეგია “80-20” – ყიდვა
  • 1. გუშინდელი სანთელი თავის დღიური დიაპაზონის ზედა 20%-ში იყო გახსნილი და დაიხურა თავის დღიური დიაპაზონის ქვედა 20%- ში. ე.ი. თუ დღიურ სანთელს გავყოფთ 5 ნაწილად, გამოდის რომ გუშინდელი დღიური სანთლის გახსნის ფასი იმყოფება ზედა 1/5 ნაწილში, ხოლო დახურვის ფასი კი დღიური სანთლის ქვედა 1/5 ნაწილში;
სურათის ახნა: მონიშნული დაღმავალი სანთელი გაიხსნა ზედა დიაპაზონის 1/5 ნაწილში და დაიხურა ქვედა დიაპაზონის 1/5 ნაწილში.

ფორექსის სტრატეგია "80-20"

  • 2. გაიხსნა დღევანდელი დღიური სანთელი და ფასიც წავიდა იმავე მიმართულებით, რა მიმართულებითაც დაიხურა გუშინდელი სანთელი და გასცდა მას დაახლოვებით 10-15 პუნქტით, თუმცა შემდეგ შემოტრიალდა და მოძრაობა გააგრძელა საპირისპირო მიმართულებით;
  • 3. ამ მომენტში, როდესაც ფასი უკვე იმყოფება გუშინდელი მინიმუმის დაბლა, გვაქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ დავაყენოთ გადადებული Buy Stop ყიდვის ორდერი გუშინდელი მინიმუმის ფასზე.
სურათის ახსნა: მონიშნული ზონა იგივე სანთელია, ოღონდ H1 პერიოდის გრაფიკზე. ვდებთ ყიდვის გადადებულ ორდერს, მაშინ როცა ახალი დღის მე-2 საათის ფასი ეცემა გუშინდელი სანთლის მინიმუმის ქვემოთ.

ფორექსის სტრატეგია "80-20"

  • 4. ყიდვის პოზიციის გახსნის შემდეგ სტოპ-ლოსს ვაყენებთ, უკვე დღევანდელი მინიმუმის ფასიდან 3-5 პუნქტით ქვემოთ;
  • 5. ორდერის ამუშავების შემდეგ, მოგების ფიქსაციისთვის უნდა გამოვიყენოთ ტრეილიგ სტოპი. მის პარამეტრს განვსაზღვრავთ სავალუტო წყვილის ვოლატილობის მიხედვით.

მაგალითდ, თუ დღიური სანთლის სიგრძე 100-200 პუნქტია, მაშინ ტრეილინგ სტოპს ვაყენებთ 50-70-100 პუნქტის დაშორებით. თუ სანთელი 50-70 პუნქტია, მაშინ თრეილინგ სტოპს ვაყენებთ 25-30 პუნქტის დაშორებით;

  • 6. ტექ პროფიტის დაყენება შეიძლება მანძილზე, რომელიც თავდაპირველი სტოპ- ლოსის მინიმუმ 2-3 ჯერ მეტი იქნება. ან მოგება დავაფიქსიროთ ფიბონაჩის მნიშვნელოვან დონეებზე (38,2%, 61,8%), რომელიც აგებულია გუშინდელის სანთლის მიხედვით;
  • 7. როგორც კი ჩავთვლით საჭიროდ, შეგვიძლიათ პოზიცია გადაიყვანოთ უზარალო დონეზე;

გაყიდვისთვის უკუპირობებია

სტრატეგიის უფრო ეფექტური გამოყენებისათვის, საჭიროა დაკვირვება ვაწარმოოთ 3-4 სავალუტო წყვილზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში სავაჭრო სიგნალების რაოდენობა უფრო მეტია, შესაბამისად მოგებაც გაიზრდება.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექს სტრატეგია "PRESS"

ფორექს სტრატეგია “PRESS”

ფორექს სტრატეგია “PRESS” არის საავტორო, სკალპინგური სტრატეგია ტრეიდერის, რომელიც ცნობილია ნიკით “PRESS”.