მცოცავი ფასური არხების სტრატეგია

მცოცავი ფასური არხების სტრატეგია

როგორც მცოცავი ფასური არხების სტრატეგიის ავტორი მიუთითებს, იგი გამოადგებათ, როგორც დამწყებ ტრეიდერებს, ასევე პროფესიონალებს. სტრატეგიის ავტორია ცნობილი ტრეიდერი ვიქტორ ბარიშპოლცი.

მცოცავი ფასური არხების სტრატეგია – ალგორითმი
  • სვალუტო წყვილი EUR/USD (ან ნებისმიერი სხვა, რომელთათვისაც სტოპ ლოსის და მისი გადაწევის პარამეტრები თავად უნდა განსაზღვროთ – ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვებისა და ცდების მეთოდით);
  • სავაჭრო პერიოდი – 6 საათიანი გრაფიკი (არასტანდარტული ტაიმფრეიმი);
  • ინდიკატორები არ გამოიყენება;
  • სავაჭრო ლოტი – შესაძლებელია ნებისმიერი, მაგრამ ყოველთვის უნდა იყოს ერთი და იგივე;
  • სასურველი მინიმალური საწყისი დეპოზიტი – საჭირო მარჯინალური უზრუნველყოფა + 1 800 USD (როდესაც ვმუშაობთ 1 ლოტით – 100000 საბაზო ვალუტის სიდიდით). ციფრების ნუ შეგეშინდებათ და ხელს ნუ ჩაიქნევთ, რადგან არ დაგავიწყდეთ საბროკერო კომპანიებში არსებობს ცენტური ანგარიშებიც;
  • სტრატეგია ეფექტურობა – ავტორის განცხადებით არანაკლებ 100% -ისა ყოველთვიურად (ჩემი აზრით გადამეტებულია. სწორი მანი მენეჯმენტის დროს 20%-25%);
  • გრაფიკური აგებულება – მცოცავი ფასური არხები. არხები აიგება ბოლო სამ ექსტრემალურ მნიშვნელობაზე – ტრენდული ხაზი ორ ქვედა მნიშვნელობაზე და მისი პარალელური ხაზი ზემოთ, ან პირიქით, ხაზი ორ მაქსიმუმს შორის და პარალელური ხაზი ორ მინიმუმს შორის. პარალელური ხაზები აიგება მაქსიმალურ ან მინიმალურ მნიშვნელობებზე, ანუ სანთლების პიკურ მაჩვენებლებზე. ექსტრემუმი შემდგარად განისაზღვრება მისი წარმოქმნიდან არანაკლებ ორი სანთლის შემდეგ. გამონაკლისია მეზობელი მაქსიმალური მნიშვნელობები – მინიმალური შესაძლებელია იყოს ერთი გრძელი სანთლის ქვედა წერტილში. ზოგიერთ შემთხვევაში ერთი გრძელი სანთელი ქმნის არხის ორ წერტილს – ქვედა და ზედა წერტილებს;
  • სავაჭრო პოზიციის გახსნა ხდება ფასის მიერ, ფასური ახში, არხის ზემოთა საზღვრის მიღწევის შემდეგ. გამონაკლისია აშკარად გამოხატული ტრენდი, რომლის დროსაც შესაძლებელია არ გაიხსნას ტრენდის საწინააღმდეგო პოზიცია. სიტუაციას აფასებს თვით ტრეიდერი. ამ შემთხვევებში, რა თქმა უნდა დანაკარგები მცირდება, მაგრამ შესაძლებელია კარგი შემობრუნების მოძრაობის ხელიდან გაშვება;
  • პოზიციის გახსნის შემდეგ სტოპ ლოსი დგება 57 პუნქტზე;
  • მოძრაობს მიზანი – ფასური არხის მოპირდაპირე საზღვარი;
  • ფასის მიერ 50 პუნქტის გავლის შემდეგ (პროფიტის მიმართულებით) სტოპ ლოსი გადადის უზარალობის პოზიციაში. შემდეგ ხდება სტოპ ლოსის თანდათანობითი გადაწევა 50 პუნქტის ლუფტით და 10 პუნქტის ბიჯით, შესაძლებელია 30 პუნქტზეც გადატანა, მაგრამ ასეთი ცვლილება სტრატეგიის ეფექტურობის ზრდაზე უმნიშვნელო გავლენას ახდენს. სტოპ ლოსის გადაწევა ხდება მხოლოდ მოგების ზრდის მიმართულებით და არასოდეს არ უნდა გავზარდით სტოპ ლოსის სასტარტო პარამეტრები;
  • სტოპ ლოსის ამუშავების, ანუ 57 პუნქტიანი ზარალის შემდეგ ხდება საპირისპირო მიმართულების ორდერის გახსნა – 57 პუნქტიანი მიზნობრივი ტეიკ პროფიტით. სტოპ ლოსის გადაჩოჩების პრინციპი იგივეა;
  • თუ ორდერის შემოტრიალების შემდეგ ფასი ისევ შემოტრიალდება და არხის საპირისპირო საზღვარს გარედან მიაღწია, მაშინ ორდერი ჩვენვე უნდა დავხუროთ და არ დაველოდოთ სტოპ ლოსის ამოქმედებას. ამის შემდეგ ვაჭრობაში ვაცხადებთ შესვენებას 2-3 ტალღის პერიოდით. (ეს არ არის აუცილებელი პირობა, უბრალოდ, ასეთი შესვენება ტრეიდერს მისცემს დამშვიდების, ან თუნდაც ბაზარზე არსებული ვითარების უკეთ გარკვევის და შესაძლო ფლეტის პერიოდის გადაგორების საშუალებას);

მცოცავი ფასური არხების სტრატეგია

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.