საბანკო მართვის საერთო ფონდების შესახებ (დასკვნა)

საბანკო მართვის საერთო ფონდების შესახებ (დასკვნა)

საპაიო საინვესტიციო ფონდებისათვის საკმაოდ კარგადაა შემუშავებული/ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, რომლებითაც შესაძლებელია შეფასდეს ფონდების მართვის ეფექტურობა, რადგან ეს სტრუქტურები ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით გამჭირვალეა.

გარდა ამისა არსებობს მრავალი სახის საინფორმაციო რესურსი, რომლებიც პოტენციურ ინვესტორებს, ამ ინფორმაციულ მასივზე დაყრდნობით ეხმარებიან შეარჩიონ საუკეთესო ვარიანტი. მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე ყველა ქვეყანაში არსებობს ასოციასიების სახით ჩამოყალიბებული გაერთიანებები, რომლებიც ემსახურებიან ზემოთხსენებულ საქმეს.

მიუხედავად იმისა, რომ საბანკო მართვის საერთო ფონდებიც ჯგუფდებიან ასოცირებულ გაერთიანებაში, მათ შესახებ მეტ-ნაკლებად ამომწურავი ინფორმაციების მიღება მაინც თითქმის შეუძლებელია. შეუძლებელია აგრეთვე სხვადასხვა საბანკო მართვის საერთო ფონდების საქმიანობის ეფექტურობის ერთმანეთთან შედარებაც. მაშინ როცა საპაიო საინვესტიციო ფონდების საქმიანობაში თითქმის ერთი და იგივე თამაშის წესებია, საბანკო მართვის საერთო ფონდები ფუნქციონირებენ მხოლოდ საკუთრი შეხედულებისამებრ.

მათ სხვადასხვა სახის საინვესტიციო პორტფელები აქვთ, რომლებიც შედგება აქტივების სხვადასხვა ტიპებისგან, რომელთა ერთმანეთთან შედარება უნაყოფო საქმეა. ამიტომ, საბანკო მართვის საერთო ფონდის არჩევის დროს ერთადერთი კრიტერიუმია თვად ბანკის რეიტინგი. თუმცა არც ეს იძლევა იმის გარანტიას რომ, რეიტინგი რომელიც მიღწეულია ბანკის წარმატებული საკრედიტო პოლიტიკის მეშვეობით, არის ორიენტირი ინცესტორების ფულადი სახსრების ეფექტურად გამოყენების საქმეში.

ანუ, თუ საპაიო საინვესტიციო ფონდის შერჩევა საკმაოდ მარტივი პროცედურაა, მიმზიდველი საბანკო მართვის საერთო ფონდის შერჩევა არასტანდარტული ამოცანაა, როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი ინვესტორებისათვისაც.

საბანკო მართვის საერთო ფონდებს შეუძლიათ გამოიყენონ ფინანსური ინსტრუმენტების ფართო სპექტრი და ინვესტირების მოქნილი სტრატეგიები. მმართველი პერსონალი მოტივირებულია შემოსავლით, მართვისა და კონტროლის თვალსაზრისით შედარებით მცირე დანახარჯებია. თუმცა უარყოფით მხარეს წარმოადგენს მათი დაბალი ხარისხის გამჭირვალობა, შერჩევის სირთულე და ასეთი ტიპის ფონდების საქმიანობაზე სუსტი კონტროლი და რეგულაცია.

საპაიო საინვესტიციო ფონდები კარგად დარეგულირებული ინსტრუმენტია, გამჭირვალობისა და სანდოობის საკმაოდ მაღალი ხარისხით. უარყოფით მხარეს წარმოადგენს – ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მაღალი დანახარჯები.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

საბანკო მართვის საერთო ფონდები

საბანკო მართვის საერთო ფონდები

კოლექტიური ინვესტიციების ბაზარზე, გარდა საპაიო საინვესტიციო ფონდებისა, აგრეთვე არსებობენ – საბანკო მართვის საერთო ფონდები.